2011 წლის 4 ივლისს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ მიიღო სტუმრები თურქეთის ქალაქ იზმირიდან, მათ შორის სხვადასხვა სატელევიზიო არხების ჟურნალისტები . სტუმრები გაეცნენ აჭარის ბიზნეს გარემოს, სამშენებლო სექტორს; მიიღეს ინფორმაცია სსია-ს საქმიანობისა და წევრების შესახებ. სიუჯეტი საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის შესახებ გავრცელდება თურქეთის მასობრივ საინფორმაციო საშეალებებით. სტუმრებმა გამოთქვესბათუმში კომპანიის დაფუძნებისსურვილი, რომელიც ორგანიზებას გაუწევს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს.
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი...
საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი სსია-ში...
Monday, 27 June 2011 06:27
2011 წლის 24 ივნისს სსია-ში იმყოფებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი. მისი ვიზიტის მიზანი იყო ინფორმაციის მიღება სსია-ს სტრუქტურისა და მისი წევრი კომპანიების შესახებ. აგრეთვე, ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა გამართა გასვლითი შეხვედრები ასოციაციის წევრ კომპანიებში, სადაც მან წარმოადგინა საქართველოს ეროვნული ბანკის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში საერთაშორისო ინვესტორთა საქმიანობის ხელშეწყობას.
USAID-ის და Deloitte-ის ერთობლივი პროექტის „ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის“ წარმომადგენლები სსია-ში...
Monday, 27 June 2011 06:24
მიმდინარე წლის 24 ივნისს სსია-ში იმყოფებოდნენ USAID-ის და Dელოიტტე-ის ერთობლივი პროექტის „ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის“ წარმომადგენლები. მათი ვიზიტის მიზანი იყო ტექსტილის სექტორზე ინფორმაციის მიღება. ასევე გაიმართა შეხვედრები საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრ ტექტილის ფაბრიკებში, სადაც სტუმრები გაეცნენ მუშაობის პროცესს, ინვესტორებისაგან მიიღეს ინფორმაცია საქართველოში ტექსტილის დარგში ინვესტირების დადებით და უარყოფით მხარეებზე, მუშახელის კვალიფიციურობაზე, პროდუქციის მოცულობაზე და სხვა. USAID-ის წარმომადგენლებმა თავის მხვრივ წარმოადგინეს საქართველოში ტექსტილის ინდუსტრიის განვითარების პროექტი.
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი...
სსია-ს თურქეთის ქალაქ ქაჰარამანმარაში სავაჭრო და სამრეწველო პალატის დელეგაცია ესტუმრა...
Friday, 17 June 2011 09:03
2011 წლის 17 ივნისს, სსია-ს სტუმრობდა თურქეთის ქალაქ ქაჰარამანმარაში სავაჭრო და სამრეწველო პალატის 18 კაციანი დელეგაცია, რომელიც შედგებოდა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ბიზნესმენებისაგან. მათი ვიზიტის მიზანი არის აჭარის ბიზნეს გარემოს გაცნობა დაშეხვედრა ადგილობრივ ბიზნესმენებთან. ბიზნესმენები დაინტერსდნენ აჭარაში მეთევზეობისა და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებით. სტუმრები გაეცნენ სსია-ს სტრუქტურასა და ძირითად საქმიანობას და გამოხატეს მზადყოფნა ასოციაციასთან თანამშრომლობის გაღრმავებისათვის.
ირანელების სტუმრობა სსია–ს ოფისში...
Thursday, 16 June 2011 08:28
2011 წლის 16 ივნისს, სსია-ს სტუმრობდა ირანელი ბიზნესმენები, კომპანია MARCOPOLO Asia-ს წარმომადგენლები. სტუმრები დაინტერესდნენ აჭარის რეგიონში ტურიზმის განვითარებით და მათ მიერ დაიგეგმა ბათუმში3 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა.
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი...