გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... |
|
|
|
მთავრობის ძალისხმევით სსია – ს წევრი კომპანიების პრობლემატური საკითხები გვარდება... |
|
|
|
Thursday, 14 April 2011 11:26 |

ქალბატონებო და ბატონებო,
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ გამოიკვლია და მოახდინა ასოციაციის წევრი კომპანიების პრობლემატურ საკითხთა ანალიზი. აღნიშნული პრობლემატურ საკითხთა ჩამონათვალი მიეწოდა შესაბამის ადგილობრივ და ცენტრალურ სამთავრობო ორგანოებს (გთხოვთ, იხილოთ დანართი).
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციასთან თანამშრომლობის საფუძველზე მოახდინა 2 პრობლემატური საკითხის გადაჭრა:
1. საჯარიმო სანქციების დადების დღევანდელი პრაქტიკა და ჯარიმის სიდიდე (გთხოვთ, იხილეთ დანართი).
2. დროებით გადამუშავებისათვის შემოსული ქსოვილებისა და აქსესუარების შეკერილი ნაწარმის სახით ექსპორტირებისას შეკერვის დროს არსებული დანაკარგის გაუთვალისწინებლობა (გთხოვთ, იხილეთ დანართი). |
საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ 2010 წლის წარმატებული წევრი კომპანიები დააჯილდოვა... |
|
|
|
Thursday, 07 April 2011 14:02 |

2011 წლის 5 აპრილს სასტუმრო "Sheraton palace"-ში საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით 2010 წლის შედეგების მიხედვით ჩატარდა ინვესტორთა დაჯილდოვების ცერემონიალი.
ნომინაციების მიხედვით გამოვლინდა გამარჯვებული ასოციაციის წევრი კომპანიები, რომელთაც
გადაეცათ ჯილდოები:
"საუკეთესო ინვესტორი"– Nurol Georgia
"ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი კომპანია– Batumi Tex
"საუკეთესო ექსპორტიორი" – STAR AR GE
"საუკეთესო ინოვაციურ კომპანიად" – ICON GROUP
"ყველაზე მსხვილი გადამხდელი კომპანია" – Batumi Oil Terminal, რომელსაც გადაეცა აჭარის
ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს და ასოციაციის ერთობლივი პრიზი.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ქ. ბათუმის მერი, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, სამინისტროების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. |
|
<< Start < Prev 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 Next > End >>
|
Page 113 of 126 |