აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული განვითარების სტრატეგია დამტკიცდა... |
|
|
|
Wednesday, 26 January 2011 13:33 |

2011 წლის 18 იანვრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე დამტკიცებულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული განვითარების სტრატეგია. აღნიშნული დოკუმენტი მომზადებულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 25 დეკემბრის №107 განკარგულების საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის მიერ. სტრატეგიის მომზადების პროცესში ასევე ჩართული იყო ყველა სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები და სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულებები. სტრატეგიის დოკუმენტი შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის თითქმის ყველა დარგს. ყოველი თავი წარმოდგენილია სამი ნაწილით:
1) არსებული მდგომარეობის აღწერა, 2) სვოთ ანალიზი (ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები) და 3) სტრატეგიული მიმართულებები. სტრატეგიის მომზადების დროს გათვალისწინებული იყო შემდეგი ძირითადი მიზნები: 1. აჭარაში სიღარიბის დაძლევა და მოსახლეობის კეთილდღეობისათვის ყველა საჭირო პირობის უზრუნველყოფა; 2. აჭარის ადამიანური რესურსების კონკურენტუნარიანობის ზრდა; 3. აჭარაში ეკონომიკური და ინოვაციური აქტიურობის ზრდა; 4. აჭარის ეკონომიკის მაქსიმალური კონკურენტუნარიანობისა და სტაბილურობის მიღწევა; 5. აჭარის კულტურული და ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნება და გაუმჯობესება მომავალი თაობებისათვის; 6. აჭარის ბუნებრივი რესურსების ეფექტური მართვა; 7. აჭარაში სივრცითი წესრიგის ჩამოყალიბება და შენარჩუნება; 8. აჭარის საქართველოს ეკონომიკაში და მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის გაღრმავება, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება. სტრატეგიის დოკუმენტით განისაზღვრა მომავალი ხუთი წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული განვითარების პრიორიტეტები: 1. აჭარის ეკონომიკური უსაფრთხოების გაძლიერება; 2. აჭარის როგორც უმაღლესი კლასის ტურისტული დანიშნულების ადგილის განვითარება; 3. აჭარის მეტროპოლიტანური ზონების (ბათუმისა და ქობულეთის) განვითარება. |
ძვირფასო ასოციაციის წევრებო... |
|
|
|
Tuesday, 11 January 2011 12:43 |

მიმდინარე წლის 14 იანვარს 14:00 საათზე საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში აჭარის არ სავაჭრო სამრეწველო პალატასთან არესებული საერთაშორისო არბიტრაჟი გამართავს პრეზენტაციას თავისი საქმიანობის შესახებ.
საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია |
საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალურ მდივნად დაინიშნა ბატონი იასონ ცერცვაძე... |
|
|
|
Friday, 24 December 2010 10:50 |

2010 წლის 2 დეკემბერს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მმართველთა საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალურ მდივნად დაინიშნა ბატონი იასონ ცერცვაძე. საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მმართველთა საბჭო, სამეთვალყურეო საბჭო, ასოციაციაში გაწევრიანებული ორგანიზაციები და თანამშრომლები ვულოცავთ ბატონ იასონს აღნიშნული თანამდებობის დაკავებას და ვუსურვებთ წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში.
იხილეთ პირადი მონაცემები... |
ეიფელის კოშკის განათების პროექტის ავტორი კომპანია საქართველოში შემოდის... |
|
|
|
Monday, 20 December 2010 07:51 |

ელექტროობისა და მექანიკის ცნობილი კომპანია "ჩაღლა" ,რომელმაც ბათუმში თავისი შვილობილი კომპანია დააარსა,საქართველოში შემოდის. მიმდინარე წლის 14 დეკემბერს სასტუმრო შერატონ ბათუმში გაიმართა კომპანიის პრეზენტაცია,რომელსაც ესწრებოდა: ქალაქ ბათუმის მერი ბატონი რობერტ ჩხაიძე,აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ბატონი თამაზ შავაძე,საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ბატონი იასონ ცერცვაძე, ადგილობრივი მსხვილი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები. აღნიშნული ფირმა ელექტროობის დარგში მსოფლიო სტანდარტების დონისაა. მას მრავალ ქვეყანაში განხორციელებული აქვს უმნიშვნელოვანესი პროექტები: სასტუმროები, საცხოვრებელი სახლები, გარე განათებები, სავაჭრო ცენტრები, ბანკის შენობები, განათლების დაწესებულებები, ქარხნები, საავადმყოფოები და ჯანდაცვის ცენტრები. პროექტებს ფირმა ფრანგულ პარტნიორთან ერთად ახორციელებს. ისინი ქმნიან ისეთ სისტემებს, როდესაც ქალაქის მთელი განათება ერთი პუნქტიდან იმართება და რეგულირდება. მათ მიერ განხორციელებული პროექტებია ეიფელის კოშკის განათება, ბრანდერბურგის ჭიშკარი, მექსიკის პარლამენტის შენობა, ყაზახეთის პრეზიდენტის რეზიდენცია. კომპანია გეგმავს საქართველოში ადგილობრივი კადრების აღზრდას და თანამედროვე სისტემებით მომუშავე მძლავრი ელექტროკომპანიის შექმნას, რაც ამ დარგში დღეს არსებულ ხარვეზს აღმოფხვრის. ასევე აპირებს შეიმუშავოს აჭარის გარე განათების კონცეფცია და უახლოეს მომავალში წარუდგინოს აჭარის მთავრობას. საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია მიესალმება აღნიშნული კომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლას და თვლის რომ კომპანიის მიერ ინვესტიციის განხორციელება შეუწყობს ხელს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას ასევე კონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას. |
|
<< Start < Prev 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 Next > End >>
|
Page 116 of 126 |