Tuesday, 15 March 2011 07:52 |

ბათუმში ტრამპ-ტაუერის მშენებლობის დაწყების შეთანხმება ტრამპის ორგანიზაციასა და "სილქ როუდ ჯგუფს" შორის ნიუ-იორკში, ცნობილი მილიარდერის სათავო ოფისში გაფორმდა. დონალდ ტრამპის კერძო ინვესტიცია პირველ ეტაპზე 250 მილიონი დოლარით განისაზღვრა და ის ბათუმსა და თბილისში საცხოვრებელი კომპლექსის და სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს. მშენებლობა თავდაპირველად ბათუმში დაიწყება, შემდეგ კი თბილისში. კომლექსებში, სასტუმრო და საცხოვრებელი ბინების გარდა, იქნება სამორინეები და საოფისე ფართობი. |
საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია ინვესტორთა კორპორაციების მსოფლიო ფედერაციის წევრი გახდა... |
|
|
|
Wednesday, 02 March 2011 12:28 |

2011 წლის 1 მარტს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია გაწევრიანდა ინვესტორთა კორპორაციების მსოფლიო ფედერაციაში. The World Federation of Investors Corporations (WFIC) http://www.wfic.org. აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანებულია მსოფლიოს 30 ქვეყნის ინვესტორთა ასოციაციები, (მათ შორის აშშ, თურქეთი, შვედეთი, სლოვენია, პორტუგალია, პოლონეთი, ნორვეგია, ჰოლანდია, ლიტვა, იაპონია, იტალია, ჩინეთი, საფრანგეთი, ფინეთი, დანია, კანადა, ბრაზილია, ბელგია, ავსტრია, ავსტრალია). ხოლო საქართველო ლიტვის შემდეგ გახლავთ მეორე ქვეყანა პოსტ საბჭოური სივრციდან რომელიც ინვესტორთა კორპორაციების მსოფლიო ფედერაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა. |
|