ინფორმაცია საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მმართველთა საბჭოს სხდომის შესახებ... |
|
|
|
Wednesday, 27 October 2010 12:58 |
მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს 17.00 საათზე ასოციაციის ოფისში ჩატარდება მმართვეთა საბჭოს სხდომა, მისამართზე ქ. ბათუმი, გოგებაშვილის ქ. No. 60, ასოციაციის ოფისი. ასოციაცია მიმართავს თხოვნით წევრებს მიაწოდონ საკითხები, რომელთა განხილვაც და დღის წესრიგში ჩასმა მიაჩნიათ მიზანშეწონილად. დღის წესრიგი
1. გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში;
2. მთავრობის შესაბამის ორგანოების წინაშე ინვესტორების მიერ დასმულ საკითხთა ირგვლივ მიმდინარე მუშაობა;
3. საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური რეფორმების კომიტეტის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობი მისაღებად წევრების დანიშვნა;
4. ახალი კანდიდატების წევრად მიღება;
5. მმართველთა საბჭოში ცვლილებების განხორციელება;
6. ნოემბრის თვეში საერთო კრების მოწვევა;
7. საერთაშორისო მიგრაციის ფონდის აჭარის შრომითი ძალების კვლევის ფილიალთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი;
სხვადასხვა საკითხები |
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... |
|
|
|
გამოფენა სასტუმრო შერატონში... |
|
|
|
Friday, 22 October 2010 09:12 |
ქ. ბათუმში სასტუმრო “შერატონ"-ში ქ.ბათუმის მერიის, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, სასტუმრო შერატონ"-ის, თურქეთის საკონსულოსა (კომერციული ატაშეს) და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მხარდაჭერით, 2010 წლის 26, 27, 28 ნოემბერს გაიმართება შავი ზღვის აუზის ქვეყნების (საქართველო, თურქეთი, უკრაინა და სხვა ქვეყნების), საამშენებლო კომპანიებისა და სხვა ბრენდების გამოფენა "ADJARA FASHION PROJECT-2010" და "ADJARA BRANDS-2010".
მონაწილეთა რეგისტრაცია იწარმოებს 2010 წლის 5 ნოემბრამდე. პროექტში მონაწილეობის მსურველებს შეულიათ გაუგზავნონ პროექტის ორგანიზატორებს კომპანიის ლოგო, რომელიც საჭიროა გამოფენის სარეკლამო ბუკლეტებისა და ბანერებისათვის, ასევე სარეკლამო გამოფენაზე განსათავსებელი სარეკლამო მასალები, კომპანიის რეკვიზიტები შემდეგ მისამართზე:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
; სურვილის შემთხვევაში პროექტის ორგანიზატორებს შეუძლიათ თავად დაუმზადონ მონაწილეს სხვადასხვა სარეკლამო საშუალებები შესაბამისი თანხის გადახდის შემდეგ.
დამატებით, გამოფენის ვებ გვერდზე( www.adjarabrands.ge) განთავსდება მონაწილე კომპანიის ვებ გვერდის მისამართი. ეს ყველაფერი შედის პაკეტის ღირებულებაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის შესაძლებელია მიმართოთ
mob. (995 55)658289; (995 99)680800
E-mail:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
;
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
WEB :www.adjarabrands.ge; www.sheraton.com/batumi
შერატონ აჭარა 750...
შერატონ აჭარა 950...
განაცხადი 750...
განაცხადი 950...
ხელშეკრულება... |
შეხვედრა სარფის საბაჟოზე... |
|
|
|
Tuesday, 12 October 2010 11:47 |
საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია მონაწილეობდა შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს სარფის საბაჟოზე. შეხვედრაზე აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ბ-ნ ლევან ვარშალომიძე, აჭარის საბაჟოს და საპატრულო სამსახურების ხელმძღვანელობა მონაწილეობდა, ხოლო თურქეთის მხრიდან ართვინის გუბერნატორი მუსტაფა იემლიჰალიოღლუ, თურქეთის სავაჭრო ატაშე ვოლკან ბერკერი, ხოფისა და არხავის გამგებლები და თურქეთის სარფის საბაჟოს უფლებამოსილი პირები. სარფის საბაჟოზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისა და ქობულეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გარკვეული დაბრკოლებები შეექმნათ გადამზიდველებს, რამაც ტრაიელერების დიდი რიგები გამოიწვია სარფის თურქეთის მხარეს. პრობლემების მოგვარება ორივე მხარისათვის მნიშვნელოვანია, რამდენადაც იგი ხელს უშლის გადამზიდველებს, მძღოლებს უხდებათ რიგში დგომა, ხოლო საქართველოს მხარეს ფირმებს უგვიანდებათ დაკვეთების დროულად მიღება. პრობლემის დროულად გადაწყვეტისათვის ადგილზე დაისახა გზები და რამოდენიმე დღეში საზღვარზე რიგები აღარ იქნება. ტრაიელერები ადრე არსებული ტემპით იქნება საქართველოს მხარის მიერ მიღებული და გზების რეაბილიტაციის მიმდინარეობის საათებში ისინი გაჩერდებიან ბათუმსა და ქობულეთში სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, ხოლო თავისუფალ საათებში გზას ჩვეულებრივად გააგრძელებენ. |
ჩაღლა ელექტროობის ჯგუფი საქართველოში შემოვიდა... |
|
|
|
Friday, 08 October 2010 06:28 |
ელექტროობისა და მექანიკის კომპანია “ჩაღლამ” ბათუმში თავისი შვილობილი კომპანია დაარსა. აღნიშნული ფირმა ელექტროობის დარგში მსოფლიო სტანდარტების დონისაა. მას მრავალ ქვეყანაში განხორციელებული აქვს უმნიშვნელოვანესი პროექტები: სასტუმროები, საცხოვრებელი სახლები, გარე განათებები, სავაჭრო ცენტრები, ბანკის შენობები, განათლების დაწესებულებები, ქარხნები, საავადმყოფოები და ჯანდაცვის ცენტრები. პროექტებს ფირმა ფრანგულ პარტნიორთან ერთად ახორციელებს. ისინი ქმნიან ისეთ სისტემებს, როდესაც ქალაქის მთელი განათება ერთი პუნქტიდან იმართება და რეგულირდება. მათი საქმიანობიდან ეიფელის კოშკის განათება, ბრანდერბურგის ჭიშკარი, მექსიკის პარლამენტის შენობა, ყაზახეთის პრეზიდენტის რეზიდენცია შეიძლება კმაროდეს.
კომპანია გეგმავს საქართველოში ადგილობრივი კადრების აღზრდას და თანამედროვე სისტემებით მომუშავე მძლავრი ელექტრო კომპანიის შექმნას, რაც ამ დარგში დღეს არსებულ ხარვეზს აღმოფხვრის.
კომპანიამ უკვე ბათუმის განათების, პარკირებისა და სხვა კონკრეტული პროექტების დამუშავება დაიწყო. ოქტომბრის თვის ბოლოს იგეგმება ფრანგულ-თურქული ერთობლივი პრეზენტაციის მოწყობა ქ. ბათუმში.
კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარნმოებდა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია და მათი დაინტერესება საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით ასოციაციის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია. |
|