ამინდი

ვალუტის კურსი

 

გაცნობითი ტური საჯარო მოხელეთათვის და ბიზნესმენთათვის PDF Print E-mail
Friday, 19 August 2011 10:22

მიმდინარე წლის 18 აგვისტოს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით ბიზნესმენებისათვის და საჯარო მოხელეებისათვის მოეწყო გაცნობითი ტური სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში, ადლიის გაფორმების ეკონომიკურ ზონასა და ბათუმის იუსტიციის სახლში. ტურის მონაწილეები, მათ შორის საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრი კომპანიის წარმომადგენლები გაეცნენ ყველა იმ პროცედურას, რაც კერძო პირმა თუ ბიზნესმენმა უნდა გაიაროს: საქონლის გაფორმების პროცედურები, მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქონების რეგისტაციასთან, ბინადრობასთან, სანოტარო დოკუმენტაციის, მოქალაქეობის, პასპორტის, ორდინალური ვიზის, აპოსტილის მიღებასთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. თეორიული სემინარი იგივე თემაზე ერთი თვის წინ ჩატარდა. საბაჟო და საგადასახადო პროცედურების საკუთარი თვალით ნახვა სემინარის შემდგომი პრაქტიკული ეტაპი იყო.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 14 August 2011 08:28

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 80

 
ბათუმის ‘თანამგზავრს“ ახალი შენობა და კაზინო დაემატება PDF Print E-mail
Thursday, 11 August 2011 10:55

ოქტომბერში ბათუმის სასტუმრო „თანამგზავრის“ რეკონსტრუქცია დაიწყება. პროექტზე ქართველი და თურქი არქიტექტორები უკვე მუშაობენ. სასტუმრო კომპანია „დელტა ჯორჯიამ“ მიმდინარე წლის თებერვალში 3.5 მილიონ დოლარად შეიძინა. „დელტა ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის ჰაირულლაჰ გუნალის განცხადებით, „თანამგზავრის“ კომპლექსს დაემატება ერთი ორსართულიანი VIP სასტუმრო სახალი შენობა, კაზინო, დისკობარი, და სამკურნალო გამაჯანსაღებელი SPA ცენტრი. სულ პროექტში 2-3 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. „შეიძლება ითქვას, რომ ბათუმში ეს იქნება ერთადერთი კომპლექსი, სადაც დასვენება და გართობა შეეძლებათ ოჯახებს, თინეიჯერებს და საქმიან ადამიანებს,“ – განაცხადა ჰაირულაჰ გუნალიმ. კომპლექსში 59 ნომერია, რომელთა ღირებულება 100-280 ლარია. სასტუმროში ასევე მოქმედებს 4 რესტორანი, საკონფერენციო დარბაზი, 2 ბარი და საცურაო აუზი.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 07 August 2011 10:12

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 79

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Monday, 01 August 2011 16:49

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 78

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Monday, 25 July 2011 12:16

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 77

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 17 July 2011 11:07

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 76

 
საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ სემინარში - "საგადასახადო-საბაჟო საკითხები ინვესტორებისა და საჯარო მოხელეებისთვის" მიიღო მონწილეობა... PDF Print E-mail
Tuesday, 12 July 2011 11:57

2011 წლის 12 ივლისს, ბათუმში სასტუმრო "ერაპალასში" გაიმართა სემინარი  თემაზე "საგადასახადო-საბაჟო საკითხები ინვესტორებისა და საჯარო მოხელეებისთვის". სემინარი მიზნად ისახავდა აჭარაში მოღვაწე ბიზნესმენების, ინვესტორებისა და მეწარმეებისთვის ადლიის “გეზის” მუშაობის წესების და გამარტივებული საბაჟო პროცედურების გაცნობას. სემინარს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წარმომადგენლები და რეგიონში მოქმედი ინვესტორები დაესწრნენ.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Monday, 11 July 2011 09:00

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 75

 
აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას ესტუმრა... PDF Print E-mail
Friday, 08 July 2011 12:58

2011 წლის 8 ივლისს, აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე  საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.  მთავრობის მიზანია მაქსიმალურად ხელი შეუიწყოს ინვესტორებს მუშაობაში, დაეხმაროს წარმატებული ბიზნესის აწყობაში, რაც უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნისა და აჭარის ეკონომიკური სიძლიერის გარანტია -  განაცხადა ლევან ვარშალომიძემ. მთავრობის თავმჯდომარემ ინვესტორებს  მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. შეხვედრაზე განიხილეს ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის თურქეთის ქ. ადანიდან ჩამოსული ბიზნესმენთა ჯგუფის ინიციატივა აჭარის აგროსექტორში ინვესტიციების განხორციელების თაობაზე. შეხვედრაზე აგრეთვე განხილული იქნა საერთაშორისო ფინანსური ცენტრისა და აგრო ბიზნესცენტრის  მშენებლობა ქალაქ ბათუმში. საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრებთან ლევან ვარშალომიძის შეხვედრა რეგულარულ, ყოველთვიურ ხასიათს ატარებს.

 
<< Start < Prev 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 Next > End >>

Page 110 of 126