შეხვედრა სარფის საბაჟოზე... |
|
|
|
Tuesday, 12 October 2010 11:47 |

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია მონაწილეობდა შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს სარფის საბაჟოზე. შეხვედრაზე აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ბ-ნ ლევან ვარშალომიძე, აჭარის საბაჟოს და საპატრულო სამსახურების ხელმძღვანელობა მონაწილეობდა, ხოლო თურქეთის მხრიდან ართვინის გუბერნატორი მუსტაფა იემლიჰალიოღლუ, თურქეთის სავაჭრო ატაშე ვოლკან ბერკერი, ხოფისა და არხავის გამგებლები და თურქეთის სარფის საბაჟოს უფლებამოსილი პირები. სარფის საბაჟოზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისა და ქობულეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გარკვეული დაბრკოლებები შეექმნათ გადამზიდველებს, რამაც ტრაიელერების დიდი რიგები გამოიწვია სარფის თურქეთის მხარეს. პრობლემების მოგვარება ორივე მხარისათვის მნიშვნელოვანია, რამდენადაც იგი ხელს უშლის გადამზიდველებს, მძღოლებს უხდებათ რიგში დგომა, ხოლო საქართველოს მხარეს ფირმებს უგვიანდებათ დაკვეთების დროულად მიღება. პრობლემის დროულად გადაწყვეტისათვის ადგილზე დაისახა გზები და რამოდენიმე დღეში საზღვარზე რიგები აღარ იქნება. ტრაიელერები ადრე არსებული ტემპით იქნება საქართველოს მხარის მიერ მიღებული და გზების რეაბილიტაციის მიმდინარეობის საათებში ისინი გაჩერდებიან ბათუმსა და ქობულეთში სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, ხოლო თავისუფალ საათებში გზას ჩვეულებრივად გააგრძელებენ. |
ჩაღლა ელექტროობის ჯგუფი საქართველოში შემოვიდა... |
|
|
|
Friday, 08 October 2010 06:28 |

ელექტროობისა და მექანიკის კომპანია “ჩაღლამ” ბათუმში თავისი შვილობილი კომპანია დაარსა. აღნიშნული ფირმა ელექტროობის დარგში მსოფლიო სტანდარტების დონისაა. მას მრავალ ქვეყანაში განხორციელებული აქვს უმნიშვნელოვანესი პროექტები: სასტუმროები, საცხოვრებელი სახლები, გარე განათებები, სავაჭრო ცენტრები, ბანკის შენობები, განათლების დაწესებულებები, ქარხნები, საავადმყოფოები და ჯანდაცვის ცენტრები. პროექტებს ფირმა ფრანგულ პარტნიორთან ერთად ახორციელებს. ისინი ქმნიან ისეთ სისტემებს, როდესაც ქალაქის მთელი განათება ერთი პუნქტიდან იმართება და რეგულირდება. მათი საქმიანობიდან ეიფელის კოშკის განათება, ბრანდერბურგის ჭიშკარი, მექსიკის პარლამენტის შენობა, ყაზახეთის პრეზიდენტის რეზიდენცია შეიძლება კმაროდეს.
კომპანია გეგმავს საქართველოში ადგილობრივი კადრების აღზრდას და თანამედროვე სისტემებით მომუშავე მძლავრი ელექტრო კომპანიის შექმნას, რაც ამ დარგში დღეს არსებულ ხარვეზს აღმოფხვრის.
კომპანიამ უკვე ბათუმის განათების, პარკირებისა და სხვა კონკრეტული პროექტების დამუშავება დაიწყო. ოქტომბრის თვის ბოლოს იგეგმება ფრანგულ-თურქული ერთობლივი პრეზენტაციის მოწყობა ქ. ბათუმში.
კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარნმოებდა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია და მათი დაინტერესება საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით ასოციაციის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია. |
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის სემინარი სურსათის უვნებლობისა და კორპორაციული მართვის საკითხებზე... |
|
|
|
Thursday, 30 September 2010 07:22 |

მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) ატარებს სემინარებს შემდეგ საკითხებზე:
სურსათის უვნებლობის საკითხები; HACCP სისტემის უპირატესობები - ხუთშაბათს, 30 სექტებერს (დასაწყისი 10:00 საათზე – ხანგრძლივობა 3 საათი). სემინარში მონაწილეობას მიიღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის უვნებლობის სამსახური.
კორპორაციული მართვა საქართველოს კომპანიებისთვის – პარასკევს, 1 ოქტომბერს (დასაწყისი 10:00 საათზე – ხანგრძლივობა 3 საათი).
მონაწილეობა ორივე სემინარში უფასოა. სემინარები გაიმართება სასტუმრო შერატონში (მეორე სართული).
საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია მოუწოდებს თავის წევრებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ზემოთ ხსენებულ სემინარებში. |
ინფორმაცია ქობულეთის “თავისუფალი ტურისტული ზონის” განვითარების შესახებ... |
|
|
|
Wednesday, 15 September 2010 13:45 |

დაიწყო განაცხადების მიღება იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან ქობულეთის "თავისუფალი ტურისტული ზონის" განვითარების მიზნით (ე.წ "ფიჭვნარის” ტერიტორია, ზღვიდან 140 მ-ის დაშორებით), სასტუმროების მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით. გამოყოფილია მიწის 3 ნაკვეთი (საერთო ფართით 11,3 ჰა), რომლებზედაც დაგეგმილია 27 სასტუმრო კორპუსის მშენებლობა. განსაზღვრულია სასტუმრო კორპუსების 3 ტიპი. მშენებლობის განხორციელების მსურველს შეუძლია ამათგან გააკეთოს არჩევანი. განსაზღვრულია სასტუმრო კორპუსების სართულიანობაც: 5, 6 ან 7 სართული (42, 52 ან 60 ნომერი). (იხილეთ დანართი) საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაციის სრული პაკეტი მზად იქნება მ/წლის 24 სექტემბრისთვის. დამკვეთის სურვილის შესაბამისად შესაძლებელია პროექტში გარკვეული ცვლილებების შეტანა. აღსანიშნავია, რომ: - სამშენებლო მიწის ნაკვეთის განკარგვა განხორციელდება სიმბოლურ ფასად; - დამტკიცებული საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაცია დამკვეთს გადაეცემა უსასყიდლოდ; - ტერიტორია უზრუნველყოფილი იქნება საინჟინრო-კომუნალური ქსელებით და სათანადო ინფრასტრუქტურით. იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობა დამთავრდება და ობიექტი ექსპლუატაციაში შევა 2011 წლის 1 აგვისტომდე, ინვესტორი გათავისუფლებული იქნება 15 წლით მოგებისა და ქონების გადასახადებისაგან. განაცხადები მიიღება მ/წლის 30 ოქტომბრამდე. დაწვრილებითი ცნობებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ: სამინისტროს ურბანიზაციის და მშენებლობის დეპარტამენტს, საკონტაქტო ტელეფონები: 99 10 45; 99 10 46; 99 11 13; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტს, საკონტაქტო ტელეფონი: 8(88222) 4-79-18; საინფორმაციო სამსახურს, საკონტაქტო ტელეფონები: 8(88222) 4-79-38; 8(88222) 4-79-39; 8(88222) 4-79-40). |
|