ამა წლის 6 მაისს გაიმართა მმართველთა საბჭოს მორიგი სხდომა... |
|
|
|
Monday, 10 May 2010 10:25 |
ამა წლის 6 მაისს გაიმართა საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მმართველთა საბჭოს მორიგი სხდომა, რომელზეც განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
1. აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან ბ-ნ ლევან ვარშალომიძესთან და საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს ზაზა გუმბერიძესთან შემდგარ შეხვედრებზე დასმული საკითხების ირგვლივ მიმდინარე მუშაობის შედეგები;
2. ასოციაციის წევრების, წევრობის პოტენციური კანდიდატების და ხელისუფლების უფლებამოსილი პირების ერთობლივი ვახშამის მოწყობის ორგანიზება;
3. ახალი ფირმების გაწევრიანებაზე ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერება;
4. საწევროების გადახდის მდგომარეობა;
5. შპს “Doruk Nut and Food Company” გარიცხვა წევრობიდან;
6. სასტუმრო შერატონთან გაფორმებული ფასდაკლებითი ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია;
7. ტუბერკულოზის საავადმყოფოს თხოვნის საკითხი დახმარებაზე.
8. GPI Holding სადაზღვეო კომპანიის გაწევრიანების გადაწყვეტილების მიღება;
9. შპს “ორცვას” გაწევრიანების გადაწყვეტილების მიღება;
10. ინფორმაცია ასოციაციის თანამშრომლების მუშაობის შესახებ და პრემიების საკითხი;
11. სხვადასხვა საკითხები.
სხდომას ესწრებოდნენ მართველთა საბჭოს წევრები. |
მთავრობის კანცელარიაში ლევან ვარშალომიძისა და მთავრობის წევრების შეხვედრა გაიმართა… |
|
|
|
Sunday, 18 April 2010 09:12 |

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ლევან ვარშალომიძისა და მთავრობის წევრების შეხვედრა გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრაზე გადაიჭრა ყველა ის პრობლემატური საკითხი, რომელიც რეგიონთან დაკავშირებით არსებობდა. მისივე თქმით, ძირითადი პრობლემები იყო დოკუმენტაციის ხელმოწერასთან და სერტიფიცირების საკითხებთან დაკავშირებით. ამასთან, როგორც ლევან ვარშალომიძემ აღნიშნა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეხვედრები კვარტალში ერთხელ გაიმართება. "შეხვედრაზე ვისაუბრეთ პრობლემატურ საკითხებზე. გადაწყდა, რომ აჭარის მოსახლობასა და მეწარმეებს გარკვეული დოკუმენტაციისთვის თბილისში ჩამოსვლა არ მოუწევთ. კონკრეტული საკითხები არსებობდა სერტიფიცირებასთან დაკავშირებით, მაგალითად იმისთვის, რომ ადგილობრივმა მეწარმემ გაიტანოს მანდარინი, აიღოს ნებართვა მეურნეობის წარმოებაზე, ნებართვა თბილისიდან იყო საჭირო. შეხვედრები იქნება მუდმივი", - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ. შეხვედრას საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე, აგრეთვე, “საქაერონავიგაციის” ხელმძღვანელი გიორგი კარბელაშვილი დაესწრნენ, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან – კულტურის მინისტრი მათე ტაკიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ემზარ ძირკვაძე, ფინანსთა მინისტრი ვაჟა ბოლქვაძე, ჯანდაცვის მინისტრი ლევან ანთაძე. ლევან ვარშალომიძემ აჭარისთვის ადმინისტრაციული უფლებამოსილების დელეგირების მინიჭების საკითხი რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე დააყენა.
|
|