ქ. ბურსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაციის ვიზიტი აჭარაში... |
|
|
|
Monday, 01 November 2010 12:41 |
მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში შედგა შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ქ. ბურსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაციასთან.ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ ჯეზმი აკშაჰინმა და გენერალურმა მდივანმა თამაზ შავაძემ სტუმრებს გააცნეს ასოციაციის მუშაობა, აჭარაში არსებული საინვესტიციო გარემო და მიმდინარე საინვესტიციო პროექტები. დელეგაციის ხელმძღვანელმა ჰასან ბაიდინმა აღნიშნა, რომ ის 2004 წელს იმყოფებოდა აჭარაში და გაოცებულია მას შემდეგ განხორციელებული ცვლილებებით. “ის რომ ბათუმში არსებობს და წარმატებით ფუნქციონირებს ინვესტორთა ასოციაცია მნიშვნელოვან ფაქტორად მიმაჩნია. ინვესტორთა და ბიზნესმენთა გაერთიანებები, ერთიანი ძალისხმევით მოქმედება მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ბიზნესის განვითარების ახალი ეტაპისა” – აღნიშნა სტუმარმა. დელეგაცია ბათუმის მერიის მოწვევით იმყოფებოდა აჭარაში. მათ ჰქონდათ მიღება აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ბ-ნ ვაჟა ბოლქვაძესთან და ქალაქის მერთან ბ-ნ რობერტ ჩხაიძესთან. ბურსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრების დაინტერესება გამოიწვია ენერგო სექტორის პოტენციალმა, მშენებლობის დარგმა და სავაჭრო ცენტრების მშენებლობის პერსპექტივებმა. ბურსის სავაჭრო სამრეწველო პალატა 1889 წელს შეიქმნა და მას მუშაობის საუკუნოვანი გამოცდილება აქვს. პალატაში გაერთიანებულია რამოდენიმე ათასი ბიზნესმენი, რომლებიც თურქეთის ეკონომიკურად ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ რეგიონს წარმოადგენენ.
|
მიღება სასტუმრო “შერატონ ბათუმში”... |
|
|
|
Friday, 29 October 2010 12:39 |
თურქეთის რესპუბლიკის დამყარების 87-ე წლისთავთან დაკავშირებით ქ. ბათუმში გენერალურმა კონსულმა თუღრულ ერჯან ოზთენმა სასტუმრო “შერატონ ბათუმში” ოფიციალური მიღება გამართა. წვეულებას ესწრებოდნენ ხელისუფლების უმაღლესი რანგისწარმომადგენლები, ინვესტორთა ასოციაციის წევრები და საზოგადოების ცნობილი მოღვაწეები. საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია ულოცავს თურქეთის მოქალაქეებს რეპუბლიკის დამყარების დღესასწაულს და გამოთქვამს ღრმა რწმენას, რომ მომავალში ორ კეთილ მეზობელ ქვეყანას საქართველოსა და თურქეთს შორის კიდევ უფრო გამყარდება და გაძლიერდება კულტურული და სტრატეგიული ურთიერთობები.
|
თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი ბათუმს სტუმრობდა... |
|
|
|
Friday, 29 October 2010 12:37 |
მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს ბათუმს სტუმრობდა თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი ბინალი ილდირიმი. მას აეროპორტში დახვდა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე, ართვინის გუბერნატორი, თურქეთის გენერალური კონსული და სხვა ოფიციალური პირები. ტრანსპორტის მინისტრთან მოლაპარაკების დროს დაისვა საკითხი ბათუმი-ანკარის მიმართულებით თვითფრინავის რეისების დაწყებასთან დაკავშირებით. მისი განხორციელება მნიშვნელოვანია, როგორც ქართული მხარისათვის ასევე ართვინის გუბერნიის მოსახლეობისათვის, რომლებიც ბათუმის აეროპორთით შიდა რეისების რეჟიმით სარგებლობენ. თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი სარფის კარით გადავიდა ხოფაში და დაესწრო ხოფა-ბორჩხის გვირაბის მშენებლობის დაწყების ცერემონიალს.
|
ინფორმაცია საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მმართველთა საბჭოს სხდომის შესახებ... |
|
|
|
Wednesday, 27 October 2010 12:58 |
მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს 17.00 საათზე ასოციაციის ოფისში ჩატარდება მმართვეთა საბჭოს სხდომა, მისამართზე ქ. ბათუმი, გოგებაშვილის ქ. No. 60, ასოციაციის ოფისი. ასოციაცია მიმართავს თხოვნით წევრებს მიაწოდონ საკითხები, რომელთა განხილვაც და დღის წესრიგში ჩასმა მიაჩნიათ მიზანშეწონილად. დღის წესრიგი
1. გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში;
2. მთავრობის შესაბამის ორგანოების წინაშე ინვესტორების მიერ დასმულ საკითხთა ირგვლივ მიმდინარე მუშაობა;
3. საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური რეფორმების კომიტეტის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობი მისაღებად წევრების დანიშვნა;
4. ახალი კანდიდატების წევრად მიღება;
5. მმართველთა საბჭოში ცვლილებების განხორციელება;
6. ნოემბრის თვეში საერთო კრების მოწვევა;
7. საერთაშორისო მიგრაციის ფონდის აჭარის შრომითი ძალების კვლევის ფილიალთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი;
სხვადასხვა საკითხები |
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... |
|
|
|
გამოფენა სასტუმრო შერატონში... |
|
|
|
Friday, 22 October 2010 09:12 |

ქ. ბათუმში სასტუმრო “შერატონ"-ში ქ.ბათუმის მერიის, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, სასტუმრო შერატონ"-ის, თურქეთის საკონსულოსა (კომერციული ატაშეს) და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მხარდაჭერით, 2010 წლის 26, 27, 28 ნოემბერს გაიმართება შავი ზღვის აუზის ქვეყნების (საქართველო, თურქეთი, უკრაინა და სხვა ქვეყნების), საამშენებლო კომპანიებისა და სხვა ბრენდების გამოფენა "ADJARA FASHION PROJECT-2010" და "ADJARA BRANDS-2010".
მონაწილეთა რეგისტრაცია იწარმოებს 2010 წლის 5 ნოემბრამდე. პროექტში მონაწილეობის მსურველებს შეულიათ გაუგზავნონ პროექტის ორგანიზატორებს კომპანიის ლოგო, რომელიც საჭიროა გამოფენის სარეკლამო ბუკლეტებისა და ბანერებისათვის, ასევე სარეკლამო გამოფენაზე განსათავსებელი სარეკლამო მასალები, კომპანიის რეკვიზიტები შემდეგ მისამართზე:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
; სურვილის შემთხვევაში პროექტის ორგანიზატორებს შეუძლიათ თავად დაუმზადონ მონაწილეს სხვადასხვა სარეკლამო საშუალებები შესაბამისი თანხის გადახდის შემდეგ.
დამატებით, გამოფენის ვებ გვერდზე( www.adjarabrands.ge) განთავსდება მონაწილე კომპანიის ვებ გვერდის მისამართი. ეს ყველაფერი შედის პაკეტის ღირებულებაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის შესაძლებელია მიმართოთ
mob. (995 55)658289; (995 99)680800
E-mail:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
;
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
WEB :www.adjarabrands.ge; www.sheraton.com/batumi
შერატონ აჭარა 750...
შერატონ აჭარა 950...
განაცხადი 750...
განაცხადი 950...
ხელშეკრულება... |
|
<< Start < Prev 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 Next > End >>
|
Page 118 of 126 |