Tuesday, 13 September 2011 10:46 |

მიმდინარე წლის 11 სექტემბერს 11 საათზე ქობულეთის რაიონის სოფელ დაგვაში,მდინარე ლეხვას მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა მცირე ჰესის ექსპლატაციაში გაშვება.ამ ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია Ajara Textile და მასში მონაწილეობა მიიღეს აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა, „აჭარა ტექსტილის“ პარტნიორმა ბიზნესმენებმა მალაიზიიდან და სინგაპურიდან და კერძო სექტორის ხელმძღვანელმა პირებმა. გასულ წელს კომპანია Ajara Textile-მა შეიძინა ობიექტი და მოხდა მისი რეკონსტრუქცია. კომპანიამ დენის წყაროს მისაღებად ობიექტზე დაამონტაჟა ახალი გენერატორი და ეს თანამედროვე ტექნიკური მოწყობილობა საშუალებას იძლევა, ჰესმა 100 კილოვატი ელექტროენერგია გამოიმუშავოს საათში. დასაქმებულია 4 ადამიანი. მსოფლიოში დაახლოებით 150 პუმას ფაბრიკაა, აქედან მხოლოდ კომპანია „აჭარა ტექსტილს“ აქვს საკუთარი ჰიდრო ელექტრო სადგური. ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა კომპანია Ajara Textile-ს მესაკუთრე,თურქი ინვესტორი ჯემალ ბილგინგულლუოღლუ. მისი განცხადებით, ”საქართველოში ენერეგეტიკის სექტორი სტაბილურად და წარმატებით ვითარდება და ამ სექტორში დიდი პოტენციალი არსებობს, თქვენი ქვეყანა მდიდარია მცრე და დიდი ზომის მდინარეებით და ამდენად ჰიდრო რესურსების გამოყენება და მცირე ჰესების მშენებლობა საქართველოს ეკონომიკას და კერძო სექტორს მნიშვნელოვან მოგებას მოუტანს. მდინარე ლეხვაზე ჰესის ექსპლუტაციაში გაშვება ნიშნავს, რომ აჭარის რეგიონში, კერძოდ ქობულეთში სამრეწველო საწარმოები და ადგილობრივი მოსახლეობა დამატებით 100 კილოვატ ენერგიას მიიღებს საათში და მათი ენერგოუსფრთხოება უზრუნვეყოფილი იქნება.” |
სინგაპურელი ბიზნესმენები სსია-ში |
|
|
|
Monday, 12 September 2011 14:02 |

მიმდინარე წლის 12 სექტემბერს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას ეწვივნენ სინგაპურელი ბიზნესმენები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სამომავლოდ აჭარის რეგიონში საინვესტიციო პროექტების განხორციელებით. სტუმრებს ჩაუტარდათ სსია-ს პრეზენტაცია, გაეცნენ ასოციაციის სტრუატურას და მიიღეს ინფორმაცია ასოციაციის წევრი კომპანიების საქმიანობის შესახებ.
|
საქართველო-აზერბაიჯანს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა ერთ წელში მნიშვნელოვნდ გაიზარდა |
|
|
|
Monday, 29 August 2011 13:09 |

საქართველო-აზერბაიჯანის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2011 წლის იანვარ-ივლისში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთა შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის ტემპმა 37%-ს მიაღწია. ოფიციალური სტატისტიკით, საქართველო-აზერბაიჯანს შორის ვაჭრობის მოცულობამ ამ პერიოდში 525,395 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (2010 წლის იანვარ-ივლისში 383,69 მლნ აშშ დოლარი), ამ მაჩვენებლით აზერბაიჯანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა და მისი წილი მთლიან საგარეო ვაჭრობნაში 10,9%-ით განისაზღვრა. აზერბაიჯანთან მთლიანი საგარეო ვაჭრობიდან 188,708 მლნ აშშ დოლარი (2010 წლის 7 თვე - 132,891 მლნ აშშ დოლარი) ექსპორტია, იმპორტი - 336,687 მლნ აშშ დოლარი (2010 წლის 7 თვე 250,799 მლნ აშშ დოლარი).
|
|
<< Start < Prev 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 Next > End >>
|
Page 109 of 126 |