გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... |
|
|
|
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... |
|
|
|
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... |
|
|
|
საქართველოსა და თურქეთის ვაჭრობის და ინვესტიციების ხიდი |
|
|
|
Tuesday, 19 June 2012 19:20 |
მიმდინარე წლის 15 ივნისს სასტუმრო Holiday Inn-ში გაიხსნა ორდღიანი ბიზნესფორუმი სახელწოდებით „საქართველოსა და თურქეთის ვაჭრობის და ინვესტიციების ხიდი“, რომელსაც ესწრებოდა 100-მდე ბიზნესის წარმომადგენელი საქართველოდან და თურქეთიდან, ასევე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია. ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და თურქეთის ელჩმა საქართველოში ლევეტ მურატ ბუჰრანმა. ფორუმს დაესწრო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი.ღონისძიების მიზანი იყო საქართველოსა და თურქეთის ბიზნესისათვის ერთიანი პლატფორმის შექმნა, რაც სხვადასხვა სექტორში მოღვაწე ქართველ და თურქ ბიზნესმენებს საშუალებას მისცემს დაამყარონ ურთიერთმომგებიანი კავშირები და განსაზღვრონ პოტენციური პარტნიორები. აღნიშნული ხიდი ასევე შესაძლებელს გახდის საქართველოსა და თურქეთში ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე ინფორმაციის გაცვლას და გამოცდილების გაზიარებას.ფორუმის პირველი დღე მიეძღვნა პრეზენტაციებს და ორმხრივ მოლაპარაკებებს. მეორე დღეს შედგა ვიზიტები კომპანიებში პოტენციურ პარტნიორებთან ერთად, აგრეთვე გაიმართა დამატებითი დისკუსიები.ფორუმს ესწრებოდნენ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მოღვაწე კომპანიები, კერძოდ სოფლის მეურნეობის და საკვების გადამუშავების, სამშენებლო მასალების, კონსალტინგის, ტურიზმის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, შეფუთვის, ტრანსპორტის და ლოჯისტიკის სექტორების წარმომადგენლები. კომპანიებს ჰქონდათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ ინდივიდუალურ და ორმხრივ ბიზნესმოლაპარაკებებში.ფორუმი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, თურქეთის ბიზნესმენთა და მრეწველთა კონფედერაციის, ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI), გაეროს შავი ზღვის არეალში ვაჭრობის და ინვესტიციების ხელშეწყობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.
|
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ევროპიდან პირველი ჩარტერული რეისი ჩამოფრინდა |
|
|
|
Tuesday, 19 June 2012 19:17 |
მგზავრებს, თბილისის და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანიის „ტავ ჯორჯია“ - ს და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები დახვდნენ. რეისები, სექტემბრის ჩათვლით, კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს შესრულდება. ზაფხულის განმავლობაში, აქტიური ტურისტული სეზონის დაწყებასთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რეისების რაოდენობის მკვეთრი მატებაა მოსალოდნელი. ავიაკომპანია OLT Express -ის გარდა ბათუმის მიმართულებით ზაფხულის განმავლობაში,ავიაკომპანიები: Sibir S7, ATA Airlines , Pegasus და Armavia იფრენენ.
|
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... |
|
|
|
ბათუმი-ანტალიის ბიზნეს ფორუმი |
|
|
|
Saturday, 16 June 2012 17:29 |
2012 წლის 15 ივნისს ქ. ბათუმში, სასტუმრო შერატონში გაიმართა ბათუმი-ანტალიის ბიზნეს ფორუმი.კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო თურქეთის მხრიდან ქ. ანტალიის დოშემეალთის მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის “ DÖSİAD ”-ის წევრმა კომპანიებმა, ხოლო საქართველო, აჭარის ა.რ. მთავრობამ კერძო ბიზნეს სექტორთან ერთად წარმოადგინა. დელეგაცია 40 კაცისგან შედგებოდა და მასში შემავალი ბიზნესმენები მოღვაწეობდნენ ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო, ტურიზმისა და ტექსტილის სფეროებში. მათი მიზანია საქართველოში ინვესტირება და ბიზნეს პარტნიორების მოძიება. კონფერენციის განმავლობაში გაიმართა პრეზენტაცია და ორმხრივი შეხვედრები. თურქულ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოლაპარაკებები გაემართათ შესაბამისი სექტორის მიხედვით პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან. კონფერენციას ორგანიზატორობა გაუწია საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ, ასევე თანაორგანიზატორები იყვნენ: აჭარის ა.რ. მთავრობა, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აჭარის სავაჭრო პალატა, ტურიზმის დეპარტამენტი და ბათუმის საინვესტიციო სააგენტო.
|
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... |
|
|
|
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... |
|
|
|
|