Wednesday, 30 November 2011 09:50 |

2011 წლის 29 ნოემბერს, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას სასტუმრო “Korston”-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ანატოლი კუზნეცოვი, საფეიქრო მრეწველობისა და ვაჭრობის კომპანია “ATK”-ს თავმჯდომარე მურად თურქმენი, ტექსტილის კომპანია “M.A.S”-ის წარმომადგენელი ულქუ ალქოჯლარი ეწვივნენ. სტუმრებს ასოციაციის გენერალური მდივანი ოსმან ჩალიშქანი გაუმასპინძლდა. შეხვედრაზე წარმომადგენლება ასოციაციის საქმიანობაზე, საქართველოს ტურისტულ პოტენციალსა და ტურიზმის სფეროში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე ისაუბრეს. სამომავლოდ დაიგეგმა ორი 5* სასტუმროს აშენება ბათუმში. |
Thursday, 17 November 2011 13:32 |

2011 წლის 17 ნოემბერს, საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას თურქეთის ქალაქ ბოდრუმიდან, კომპანიის “Oneysan Yapl İnşaat” წარმომადგენლები ეწვია. სტუმრებს ასოციაციის გენერალური მდივანი ოსმან ჩალიშქანი გაუმასპინძლდა. შეხვედრის მიზანს საქართველოს კანონმდებლობის, საინვესტიციო გარემოს და საგადასახადო სისტემის გაცნობა წარმოადგენდა. სამომავალოდ ბათუმში 5* სასტუმროსა და კაზინოს მშენებლობა დაიგეგმა. |
საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ეხმარება |
|
|
|
Tuesday, 15 November 2011 08:14 |

მიმდინარე წლის 14 ნოემბერს, საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია და ბათუმის მერია საქართველოს მზრუნველობამოკლებულ სააგენტოს ბათუმის ბავშვთა სახლისა და ჩვილბავშვთა სახლის ფილიალებს ეწვია. აქციის ფარგლებში ბავშვებმა ასოციაციისგან 30 ათასი ლარის საჩუქარი მიიღეს. ასოციაციის წევრებმა 84 მოზარდს საყოფაცხოვრებო ინვენტარი, ზამთრის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი მიუტანეს. როგორც ასოციაციის წევრები აცხადებენ, ორგანიზაცია მზად არის სამომავლოდაც გააგრძელოს საქველომოქმედო აქციები დასაზოგადოების სოციალურად დაუცველ ფენას დახმარება გაუწიოს.
|
|
<< Start < Prev 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 Next > End >>
|
Page 107 of 126 |