გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... |
|
|
|
სასტუმრო Sheraton ბათუმში გაიმართა კონფერენცია საგადასახადო სისტემაში განხორციელებული ცვლილებებისა და დანერგილი სიახლეების შესახებ |
|
|
|
Monday, 26 March 2012 13:40 |
2012 წლის 23 მარტს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციისა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია საგადასახადო სისტემაში განხორციელებული ცვლილებებისა და დანერგილი სიახლეების შესახებ. კონფერენციაზე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის, საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის წარმომადგენლები საგადასახადო სისტემაში განხორციელებული ცვლილებების და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დანერგილი სიახლეების, საგადასახადო სამართლისა და საქართველოში დაბეგვრის სისტემის შესახებ მსჯელობდნენ. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მხარეებმა მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე კომპეტენტური პირებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საგადასახადო სამართალს, თუ როგორ დაიბეგრება უცხოელი ინვესტორი, რომელიც კაპიტალს მოიზიდავს და საქართველოში დააბანდებს, ასევე იმ სერვისებზე, რომლებსაც შემოსავლების სამსახური გადასახადების გადამხდელებს სთავაზობს. ყურადღება გამახვილდა ინვესტორებისათვის საინტერესო რამდენიმე საკითხზე, როგორიცაა ალტერნატიული საგადასახადო შემოწმება, კერძო საგადასახადო აგენტი და უბნის საგადასახადო ინსპექტორი. კონფერენციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც უცხოელ და ქართველ ბიზნესმენებს ბათუმისა და ქობულეთის ტურისტულ ზონებში არსებული შეღავათები გააცნეს.
|
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... |
|
|
|
წლის წარმატებული ბიზნესმენები და კომპანიები დააჯილდოვეს |
|
|
|
Monday, 26 March 2012 08:49 |
2012 წლის 22 მარტს სასტუმრო "Sheraton palace"-ში აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატისა (ასსპა) და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით 2011 წლის შედეგების მიხედვით ჩატარდა ბიზნესმენთა და მასმედიის წარმომადგენლების დაჯილდოვების ცერემონიალი „AJARA BUSINESS AWARDS 2012”.ღონისძიება გახსნა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ბატონმა ვაჟა ბოლქვაძემ, ასევე აჭარის არ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ბატონმა თამაზი შავაძემ გააკეთა პრეზენტაცია ასსპა-ს სერვისების, პალატის სტრატეგიული გეგმისა და მასში მიმდინარე რეფორმების შესახებ. ნომინაციების მიხედვით ასსპა-ს მიერ გამოვლინდა 17 გამარჯვებული კომპანია და 3 მასმედიის წარმომადგენელი , რომელთაც გადაეცათ ჯილდოები. ასევე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოვლინდა 2011 წლის ნომინაციებში გამარჯვებული 11 კომპანია. გამარჯვებულებს გადაეცათ პრიზები. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი რომ ასსპა-ს და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოვლენილ ნომინაციებში ჩვენმა ასოციაციამ, ასოციაციის წევრმა კომპანიებმა და თანამშროლებმაც მიიღეს ჯილდები. გამარჯვებულთა შორისაა:
• მსოფლიო ბრენდების შემოყვანისათვის - LTD Ajara Textile
• წარმატებული საბანკო საქმიანობისათვის-JSC Bank of Georgia
• ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებისათვის-LTD STARARGE
• სხვადასხა დარგში ინვესტირებისათვის-LTD BTM Textile
• სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნისათვის-LTD BatumiTex
• ინვესტორების ლობირებისათვის-International Investors Association
• წლის მენეჯერი ქალბატონი - ნინო ფაცია |
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... |
|
|
|
|
<< Start < Prev 101 102 103 104 105 106 107 108 109 110 Next > End >>
|
Page 104 of 126 |