საინვესტიციო შეთავაზებები |
|
|
|
Thursday, 31 May 2012 11:30 |
საინვესტიციო შეთავაზებები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ტურისტული ინფრასტრუქტურის, ბინათმშენებლობის და სხვა დარგების განვითარების მიზნით განკუთვნილ ობიექტებს.ქვემოთაღნიშნული ლინკების საშუალებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ საინვესტიციო შეთავაზებებს სხვადასხვა დარგებში.
http://mofea.ge/index.php?cont=19
1. მოცემული ლინკის საშუალებით დაინტერესებულ პირს შეუძლია მისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება მსუბუქი მრეწველობის დარგში, სადაც მოყვანილია მრეწველობის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები, საინვესტიციო დარგობრივი მიმართულებები და გასაყიდი ობიექტები.
http://mofea.ge/admin/upload/File/privat/industrial.pdf
2. აღნიშნული ლინკი გვაწვდის ინფორმაციას სოფლის მეურნეობის დარგში
http://mofea.ge/admin/upload/File/privat/soflismeur.pdf
3. მოცემული ლინკის მიხედვით შესაძლებელია გავეცნოთ ტურიზმის სფეროს, კერძოდ ტურისტრული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით წარმოდგენილია საპრივატიზებო ობიექტები. განსაკუთრებული შეთავაზებაა აპარტამენტებისა და სასტუმროს მშენებლობისთვის, სავაჭრო ცენტრების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, სანოტარიუმების და სარეაბილიტაციო ცენტრების მოწყობის მიზნით.
http://mofea.ge/admin/upload/File/privat/turizm%20GEO.pdf
4. დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია ტექსტილის დარგში საინვესტიციო შეთავაზებების შესახებ.
http://www.apparel.ge/upload/file/Apparel%20Investment%20Proposal%20(ppt).pdf
|
საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა თბილისში |
|
|
|
Tuesday, 29 May 2012 00:00 |

2012 წლის 28 მაისს სასტუმრო „Radisson Blue Iveria"-ში გაიმართა საერთაშორისო სავაჭრო პალატა ICC-Georgia-ს მიერ ორგანიზებული მეოთხე რეგიონალური კონფერენცია.
შეხვედრას 14 სახელმწიფოს წარმომადგენელი ესწრებოდა, ასევე ICC სათაო ოფისის მაღალი რანგის აღმასრულებლები პარიზიდან და ლონდონიდან.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია დაესწრო კონფერენციას, წარმომადგენლებს აჭარის შესახებ წარედგინათ პრეზენტაცია და დაურიგდათ სარეკლამო მასალები.
კონფერენციის ფარგლებში,სავაჭრო-სამრეწველო პალატამ სამ არაბულ ქვეყანასთან - დუბაის საემიროებთან, ბაჰრეინის სამეფოსთან და შარჯას სამეფოსთან ხელშეკრულება გააფორმა.
უახოეს მომავალში საერთაშორისო სავაჭრო პალატა გეგმავს სტამბოლში კონფერენციის ჩატარებას, რომელშიც ინვესტორთა ასოციაცია მიიღებს მონაწილეობას.
|
სამკერვალო ნაწარმის სპეციალობის კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ |
|
|
|
Wednesday, 23 May 2012 00:00 |

აჭარის არ. მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გია აბულაძემ ბათუმის პროფესიულ კოლეჯ „ბლექსის“ სამკერვალო ნაწარმის სპეციალობის 8 კურსდამთავრებულს სერთიფიკატები გადასცეს, რომლებიც ,,AJARA TEXTILE"-ში უკვე დასაქმდნენ.
„ეს კარგი მაგალითია მთავრობისა და კერძო სტრუქტურების ერთობლივი მუშაობისა. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება და სასწავლებელი შევაკეთეთ, ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე დავამუშავეთ სასწავლო პროგრამები, კერძო ინვესტორებმა კი მათ დასაქმებას შეუწყეს ხელი. საბჭოთა პერიოდში მკერავის სპეციალობის შესწავლას სამი წელიწადი ჭირდებოდა. ახლა მისი დაუფლებისთვის რამდენიმე თვეა საჭირო. ეს კი დასაქმების საშუალებას მაქსიმალურად მცირე დროში იძლევა,“ – განაცახდა ლევან ვარშალომიძემ. პროფესიულ კოლეჯს ,,ბლექსი" და შპს ,,AJARA TEXTILE"-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2012 წლის 15 თებერვალს გაფორმდა. კოლეჯმა აიღო ვალდებულება შპს ,,AJARA TEXTILE" - სათვის მოკლევადიანი პროგრამის ფარგლებში მოამზადოს 60 სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი. პროფესიულ კოლეჯში ,,ბლექსი" 388 სტუდენტი ეუფლება სვადასხვა პროფესიას, აქედან 32 სამკერვალო ნაწარმის სპეციალობას სწავლობს.
|
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... |
|
|
|
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... |
|
|
|
„სასტუმრო შერატონში ბათუმი-იზმირის ბიზნეს ფორუმი გაიმართაოქროს ბრენდის“ მფლობელი მეორედ გახდა |
|
|
|
Friday, 04 May 2012 00:00 |

2012 წლის 3 მაისს ბათუმში, სასტუმრო შერატონში გაიმართა იზმირი-ბათუმის ბიზნეს ფორუმი. ფორუმს ორგანიზება გაუწია საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ და იზმირის სავაჭრო პალატამ აჭარის მთავრობის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმის დეპარტამენტის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით. კონფერენციას იზმირის სავაჭრო პალატის 90 წევრი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. მათგან 53 კი ორმხრივი შეხვედრებში ღებულობდა მონაწილეობას. ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ ინვესტორთა ასოციაციის , სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სავაჭრო პალატის, ტურიზმის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწვეული 50-ამდე კომპანია. კონფერენცია გაიხსნა აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის ბ-ნი ლევან ვარშალომიძის სიტყვით გამოსვლით. სიტყვით გამოვიდნენ ასევე თურქეთის კონსული ბათუმში, იზმირის სავაჭრო პალატის თავმჯდომარე და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე. ნაჩვენები იქნა აჭარისა და ბათუმის ამსახველი ვიდეო რგოლები. გაკეთდა ბათუმის საინვესტიციო სააგენტოს პრეზენტაცია. სტუმრებს აჭარის საინვესტიციო და ეკონომიკური პოტენციალი გააცნეს. კონფერენციის შემდეგ გაიმართა ორმხრივი შეხვედრები 5 სხვადასხვა სექტორად დაყოფილ მაგიდებთან: ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ინვესტორთა ასოციაცია და სავაჭრო პალატა, მშენებლობა, თავისუფალი ეკონომიკური ზონა. შეხვედრებზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ხარეები თანამშროლობის სფეროების გაფართოებაზეც შეთანხმდნენ.
|
|