საქართველოს საფინანსო ბაზარზე თურქული უმსხვილესი ბანკის „იშ ბანკის“ ფილიალი გაიხსნა. სამომავლოდ „იშ ბანკი“ გაფართოებას აპირებს და საქართველოს დიდ ქალაქებშიც ამოქმედდება. ყოველი ახალი ობიექტის გახსნა რეგიონში ახალი ინვესტიციების შემოდინებასა და დასაქმებას შეუწყობს ხელს. ასევე, კიდევ უფრო გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს. ამჟამად ბანკს 10 სხვადასხვა ქვეყანაში აქვს ფილიალები.
საგადასახადო და შრომის კოდექსი უცხოურ ენებზე ითარგმნა
Tuesday, 14 August 2012 08:55
საგადასახადო და შრომის კოდექსი უცხოურ ენებზე ითარგმნა. აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ერთობლივი ძალისხმევით საქართველოს საგადასახადო და შრომის კოდექსი სრულად ითარგმნა თურქულ ენაზე. ამიერიდან ინვესტორებს საშუალება ეძლევათ ქართულ, ინგლისურ და თურქულ ენებზე გაეცნონ აღნიშნული კანონების სრულ ვარიანტს რაც უფრო გაამარტივებს ინვესტორების საქმიანობას.
საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციასა და დასაქმების სააგენტოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას ასოციაციის გენერალურმა მდივანმა და დასაქმების სააგენტოს დირექტორმა მოაწერეს ხელი. თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია ერთობლივი კონფერენციები, სემინარები, შეხვედრები და სხვა სახის ღონისძიებები. ორივე მხარე უზრუნველყოფს ინფორმაციების გაცვლას დასაქმების საკითხებში, შესაძლებლობების ფარგლებში ტექნიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას. ისინი ერთმანეთს გაუზიარებენ ინფორმაციას თავიათი საქმიანობის შესახებ.