საერთაშორისო სავაჭრო პალატის საკონსულტაციო საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა… |
|
|
|
Monday, 10 December 2012 13:38 |

2012წლის 7 დეკემბერს, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ახლად ჩამოყალიბებული საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილულ იქნა ქვეყანაში არსებული მიმდინარე ბიზნეს და საინვესტიციო საკითხები. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია ხშირად ესწრება საერთაშორისო პალატის მიერ ორგანიზებულ მნიშვნელოვან შეხვედრებს. ზოგადი ბიზნეს გარემოს მიმოხილვის გარდა, ასევე განხილულ იქნა მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა საბანკო სისტემა, მცირე და საშუალო საწარმოთა პრობლემატური საკითხები, კონკურენციის შესახებ კანონი, შრომის კოდექსი, საგადასახადო თემა, უძრავი ქონებისა და სამშენებლო საკითხები, ურთიერთობები მთავრობასა და პარლამენტთან. „ეს იყო ძალიან პროდუქტიული შეხვედრა, სადაც განვიხილეთ და მოვისმინეთ საკონსულტაციო საბჭოს რჩევები და შევეხეთ დღეს არსებულ პრობლემატურ საკითხებს. საშუალება მოგვეცა ჩვენი მოსაზრებები მოესმინათ საკონსულტაციო საბჭოს წევრებს დასავლეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირების მიერ საქართველოში დაკავებებთან დაკავშირებით საჯარო განცხადების შესახებ და გამოვთქვით სურვილი, რომ მომავალში ესეთი სახის განცხადებები გაშუქდეს მხოლოდ დიპლომატიური ხაზით და არა მედიის საშუალებით, რადგან ისინი ერთის მხრივ ხელს უშლიან სასამართო პროცესს და მეორეს მხრივ აბრკოლებენ საინვესტიციო გარემოს ქვეყანაში“ – განაცხადა პალატის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ფადი ასლიმ. საკონსულტაციო საბჭოს სახელით ნიდერლანდების ელჩმა, ბატონმა პიტერ ლანგენბერგმა მიმართა აუდიენციას და აღნიშნა რამდენად მნიშვნელოვანია დიალოგი პალატის წევრებთან და ბიზნეს წარმომადგენლებთან. ბატონმა ლანგენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი სტაბილურობაა, რის გარეშეც სერიოზული ინვესტიციების განხორციელება შეუძლებელია. |
შეხვედრა შრომის კოდექსთან დაკავშირებით ICC-ის ოფისში… |
|
|
|
Thursday, 06 December 2012 06:22 |

2012 წლის 3 დეკემბერს, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ადამიანური რესურსების მართვის კომისიამ გამართა შეხვედრა შრომის კოდექსთან შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. ექსპერტმა, თამარ კოვზირიძემ, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს საკითხთან დაკავშირებით, შეაფასა შრომის კოდექსი. შეხვედრას საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია დაესწრო. კომისიის რამოდენიმე წევრმა გამოხატა შეხედულება შრომის კოდექსში არსებული მუხლების შესახებ, მოიყვანეს თავიანთი არგუმენტები, თუ რა პრობლემები შეიძლება შეექმნას მთავრობის კანონმდებლობას და კომპანიის შიდა პოლიტიკას. უფრო მეტიც, პალატის კომისიამ აღმოაჩინა არაერთი არასათანადო ინტერპრეტაცია ორიგინალი საერთაშორისო შრომის კოდექსთან შედარებით. დისკუსიისას აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვა. კომისიამ ჩამოაყალიბა რამდენიმე პრიორიტეტი და წარადგინა სამოქმედო გეგმა, რათა თავიდან აცილებულ იქნას ყოველგვარი საფრთხე, რაც შესაძლოა ქართულ ბიზნეს შეექმნას. სავაჭრო პალატა აქტიურად იქნება ჩართული პრობლემის მოსაგვარებლად, დაესწრება საპარლამენტო შეხვედრებს და მჭირდოდ ითანამშრომლებს ოფიციალურ წარმომადგენლებთან, რათა ქვეყნის ბიზნეს ინტერესები სათანადოდ დაიცვას. |
შეხვედრა საერთაშორისო სავაჭრო პალატაში… |
|
|
|
Saturday, 01 December 2012 06:48 |

2012 წლის 29 ნოემბერს, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრაწევრებთან დახურულ კარს მიღმა, სადაც განხილულ იქნა ბიზნეს გარემოს მიმდინარე მდგომარეობა ქვეყანაში.საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია ასევე დაესწრო აღნიშნულ შეხვედრას. შეხვედრა გახსნა პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ და ისაუბრა მთავრობასთან თანამშრომლობის გზებზე, ისევე როგორც წევრებს შეატყობინა საკონსულტაციო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ. ბიზნესმენებმა გამოხატეს თავიანთი შეხედულებები მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით და განიხილეს სამომავლო გეგმები. მონაწილეებს საშუალება მიეცათ დეტალურად ესაუბრათ მათთვის პრობლემატურ საკითხებზე, რაც ამ ეტაპზე აბრკოლებს ქვეყანაში ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. განხილულ იქნა უმნიშვნელოვანესი საკითხები უძრავ ქონებასთან და მშენებლობასთან დაკავშირებით, საკანომდებლო ცვლილებებთან, განსაკუთრებით კი შრომის კოდექსსა და კონკურენციის კანონის შესახებ. კონკრეტული საკითხების ჩანიშვნის შემდეგ, ფადი ასლი შეხვდება ირაკლი კოვზანაძეს, სადაც განიხილავს ყველა პრობლემატურ თემას, რაც აწუხებს დღეს ბიზნესს. |
|