საერთაშორისო სავაჭრო პალატის საკონსულტაციო საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა… |
|
|
|
Monday, 10 December 2012 13:38 |
2012წლის 7 დეკემბერს, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ახლად ჩამოყალიბებული საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილულ იქნა ქვეყანაში არსებული მიმდინარე ბიზნეს და საინვესტიციო საკითხები. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია ხშირად ესწრება საერთაშორისო პალატის მიერ ორგანიზებულ მნიშვნელოვან შეხვედრებს. ზოგადი ბიზნეს გარემოს მიმოხილვის გარდა, ასევე განხილულ იქნა მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა საბანკო სისტემა, მცირე და საშუალო საწარმოთა პრობლემატური საკითხები, კონკურენციის შესახებ კანონი, შრომის კოდექსი, საგადასახადო თემა, უძრავი ქონებისა და სამშენებლო საკითხები, ურთიერთობები მთავრობასა და პარლამენტთან. „ეს იყო ძალიან პროდუქტიული შეხვედრა, სადაც განვიხილეთ და მოვისმინეთ საკონსულტაციო საბჭოს რჩევები და შევეხეთ დღეს არსებულ პრობლემატურ საკითხებს. საშუალება მოგვეცა ჩვენი მოსაზრებები მოესმინათ საკონსულტაციო საბჭოს წევრებს დასავლეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირების მიერ საქართველოში დაკავებებთან დაკავშირებით საჯარო განცხადების შესახებ და გამოვთქვით სურვილი, რომ მომავალში ესეთი სახის განცხადებები გაშუქდეს მხოლოდ დიპლომატიური ხაზით და არა მედიის საშუალებით, რადგან ისინი ერთის მხრივ ხელს უშლიან სასამართო პროცესს და მეორეს მხრივ აბრკოლებენ საინვესტიციო გარემოს ქვეყანაში“ – განაცხადა პალატის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ფადი ასლიმ. საკონსულტაციო საბჭოს სახელით ნიდერლანდების ელჩმა, ბატონმა პიტერ ლანგენბერგმა მიმართა აუდიენციას და აღნიშნა რამდენად მნიშვნელოვანია დიალოგი პალატის წევრებთან და ბიზნეს წარმომადგენლებთან. ბატონმა ლანგენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი სტაბილურობაა, რის გარეშეც სერიოზული ინვესტიციების განხორციელება შეუძლებელია. |
შეხვედრა შრომის კოდექსთან დაკავშირებით ICC-ის ოფისში… |
|
|
|
Thursday, 06 December 2012 06:22 |
2012 წლის 3 დეკემბერს, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ადამიანური რესურსების მართვის კომისიამ გამართა შეხვედრა შრომის კოდექსთან შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. ექსპერტმა, თამარ კოვზირიძემ, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს საკითხთან დაკავშირებით, შეაფასა შრომის კოდექსი. შეხვედრას საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია დაესწრო. კომისიის რამოდენიმე წევრმა გამოხატა შეხედულება შრომის კოდექსში არსებული მუხლების შესახებ, მოიყვანეს თავიანთი არგუმენტები, თუ რა პრობლემები შეიძლება შეექმნას მთავრობის კანონმდებლობას და კომპანიის შიდა პოლიტიკას. უფრო მეტიც, პალატის კომისიამ აღმოაჩინა არაერთი არასათანადო ინტერპრეტაცია ორიგინალი საერთაშორისო შრომის კოდექსთან შედარებით. დისკუსიისას აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვა. კომისიამ ჩამოაყალიბა რამდენიმე პრიორიტეტი და წარადგინა სამოქმედო გეგმა, რათა თავიდან აცილებულ იქნას ყოველგვარი საფრთხე, რაც შესაძლოა ქართულ ბიზნეს შეექმნას. სავაჭრო პალატა აქტიურად იქნება ჩართული პრობლემის მოსაგვარებლად, დაესწრება საპარლამენტო შეხვედრებს და მჭირდოდ ითანამშრომლებს ოფიციალურ წარმომადგენლებთან, რათა ქვეყნის ბიზნეს ინტერესები სათანადოდ დაიცვას. |
შეხვედრა საერთაშორისო სავაჭრო პალატაში… |
|
|
|
Saturday, 01 December 2012 06:48 |
2012 წლის 29 ნოემბერს, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრაწევრებთან დახურულ კარს მიღმა, სადაც განხილულ იქნა ბიზნეს გარემოს მიმდინარე მდგომარეობა ქვეყანაში.საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია ასევე დაესწრო აღნიშნულ შეხვედრას. შეხვედრა გახსნა პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ და ისაუბრა მთავრობასთან თანამშრომლობის გზებზე, ისევე როგორც წევრებს შეატყობინა საკონსულტაციო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ. ბიზნესმენებმა გამოხატეს თავიანთი შეხედულებები მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით და განიხილეს სამომავლო გეგმები. მონაწილეებს საშუალება მიეცათ დეტალურად ესაუბრათ მათთვის პრობლემატურ საკითხებზე, რაც ამ ეტაპზე აბრკოლებს ქვეყანაში ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. განხილულ იქნა უმნიშვნელოვანესი საკითხები უძრავ ქონებასთან და მშენებლობასთან დაკავშირებით, საკანომდებლო ცვლილებებთან, განსაკუთრებით კი შრომის კოდექსსა და კონკურენციის კანონის შესახებ. კონკრეტული საკითხების ჩანიშვნის შემდეგ, ფადი ასლი შეხვდება ირაკლი კოვზანაძეს, სადაც განიხილავს ყველა პრობლემატურ თემას, რაც აწუხებს დღეს ბიზნესს. |
საქართველოს მთავრობასა და ბიზნესმენებს შორის გაიმართა შეხვედრა... |
|
|
|
Thursday, 15 November 2012 11:14 |
2012 წლის 14 ნოემბერს, ბათუმში სასტუმროში „შერატონი“ გაიმართა შეხვედრა საქართველოს მთავრობასა და რეგიონში მოღვაწე, როგორც ადგილობრივი მსხვილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე უცხოელ ინვესტორებს შორის. კონფერენციას საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია და წევრი კომპანიები დაესწრნენ. აჭარის არ მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი გიორგი თავართქილაძე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ, მათ ინვესტორებს გააცნეს ახალი ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა, რომლის უმთავრესი პრიორიტეტია ბიზნესის ხელშეუხებლობა და მისი განვითარებისთვის მაქსიმალურად კომფორტული პირობების შექმნა. მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღდგეს სამართლიანი და კონკურენტული ბიზნეს-გარემო, სადაც ყველასთვის იქნება თამაშის საერთო წესი და აღარ იარსებებს ხელოვნური მონოპოლიები. მათ ისაუბრეს კანონმდებლობის გამარტივება–დახვეწაზე, ბიზნესმენებს მოუწოდეს იყვნენ პატიოსანი გადამხდელები სახელმწიფოს წინაშე და მთავრობა ყოველთვის მათი ერთგული იქნება. ,,მე ვფიქრობ რომ დროული და ნაყოფიერი შეხვედრა იყო, რადგან ბიზნესმენები არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში დამატებით სამუშაო ადგილებს და დოვლათს ქმნიან. მათ აქვთ პრობლემები საგადასახადო კანონთან და ადმინისტრირებასთან და ასევე ჯარიმებთან დაკავშირებითაც. ხელისუფლების მიერ მიღებული არცერთი გადაწყვეტილება სპონტანური არ იქნება.“- აღნიშნა ნოდარ ხადურმა. „ჩვენი სურვილია კონკურენტული გარემოს შექმნა, საუკეთესო პროექტების შერჩევა და მათი დამტკიცება. ასევე ვაცხადებ, რომ არცერთი დაწყებული პროექტი არ შეჩერდება“ -განაცხადა არჩილ ხაბაძემ. შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა. დისკუსიისას რამდენიმე პრობლემატური საკითხი წამოიჭრა. ყველაზე პრობლემატური საკითხი საგადასახადო კოდექსი აღმოჩნდა. ბიზნემენების განმარტებით კოდექსის ინტერპრეტაციას შემოსავლების სამსახური და მეწარმე სხვადასხვანაირად ახდენს. მინისტრის განცხადებით საგადასახადო კანონმდებლობის მოწესრიგებაზე მუშაობა დაწყებულია. აღსანიშნავია, რომ დამსწრე უცხოელ ინვესტორთა უმრავლესობას თურქი ბიზნესმენები წარმოადგენდნენ. როგორც ცნობილია გავრცელდა ინფორმაცია საქართველოში მოღვაწე თურქი ინვესტორების საქმიანობების შეზღუდვებთან დაკავშირებით. ბიზნესმენები დაინტერესდნენ არსებული საკითხით, აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენლებმა ცრუ უწოდეს და განაცხადეს, რომ თურქეთის რესპუბლიკა საქართველოს მთავარი ეკონომიკური პარტნიორი ქვეყნა იყო და იქნება. შეხვედრისას საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე დაისვა საკითხი დაკავებული მეწარმეების ამნესტიის შესახებ, რაზედაც მინისტრმა ყველა კონკრეტული საკითხის გადახედვის პირობა დადო და დაინტერესებულ პირებს ოფიციალური წერილით მიმართვა სთხოვა შესაბამის ორგანოებისათვის. ერთ–ერთი აქტუალური საკითხი, რომელიც განიხილეს ეს იყო სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით. ბიზნესმენებმა ბათუმში სამორინეების დახურვის საკითხის დაზუსტება ითხოვეს, რადგან ისინი სამომავლოდ ახალი ინვესტიციების დამატებას გეგმავენ. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სამორინეების საკითხის შესწავლა მიმდინარეობს. გადაწყვეტილება მსჯელობის, განხილვის და ანალიზის შემდეგ მიიღება. მთავრობა მზად არის საქართველოში ბიზნესის თავისუფლება და მისი უფლებების დაცვა უზრუნველყოს. აჭარის არ მთავრობის თავმჯდომარემ სამომავლოდ მსგავსი შეხვედრების ორგანიზების პირობა დადო. |
|