ამინდი

ვალუტის კურსი

 

გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Wednesday, 12 June 2013 06:05

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 175

 
ბავშვთა დაცვის დღეს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია „თანა“ს დღის ცენტრის ბავშვებს ესტუმრა... PDF Print E-mail
Thursday, 06 June 2013 12:22

2013 წლის 1ივნისს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ აქციას დაესწრო, რომელიც მახინჯაურის ინკლუზიური ჯგუფის მოზარდთა სახლში გაიმართა.  ასოციაციამ „თანა“–ს დღის ცენტრის აღსაზრდელებს საჩუქრად საჭირო ინვენტარი გადასცა.  ჩვილ ბავშვთა სახლის ლიკვიდაციის შემდეგ შენობა საქველმოქმედო ორგანიზაცია "თანას" დაეთმო, სადაც  უკვე ერთი თვეა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 42 მოზარდი სწავლობს. 1 ივნისს, ოფიციალურად გაიხსნა მარტოხელა დედათა და ბავშვთა ცენტრი, რომელიც ამავე შენობაში განთავსდება. პროგრამა ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით ამოქმედდება და 20-მდე მარტოხელა დედას თავიანთ შვილებთან ერთად საშუალება ექნებათ 6 თვის განმავლობაში თავშესაფარში იცხოვროს. მარტოხელა დედები ჯანდაცვის სამინისტროში, კომისიური წესით, გარკვეული კატეგორიის მიხედვით შეირჩევიან. ბავშვების მიერ მომზადებული ღონისძიების შემდეგ, საერთაშორისო ინვეტსორთა ასოციაცია მოზარდებს მაკდონალდში სადილით გაუმასპიძლდა.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Thursday, 06 June 2013 12:16

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 174

 
აზერბაიჯან–თურქეთ–საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2013... PDF Print E-mail
Sunday, 26 May 2013 13:06

25 მაისს აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში,რიგითი აზერბაიჯანი-თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ფორუმზე ამ ქვეყნების მინისტრები და 300-მდე ბიზნსემენი ესწრებოდა. საქართველოს მხრიდან,  საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, 40 ბიზნესმენი და საქართველოს  საერთაშორისო ინვეტსორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ოსმან ჩალიშქანი(მჟავანაძე) ესწრებოდნენ. მან დამსწრე საზოგადოებას აჭარის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ბუკლეტების საშუალებით.  "ეს სამმხრივი ბიზნეს ფორუმი უკვე მესამედ ტარდება. განვიხილავთ ეკონომიკური თანამშრომლობის და ურთიერთობების გაფართოების პერსპექტივებს", _ ითქვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს განცხადებაში. ღონისძიების მსვლელობისას, სამი ქვეყნის წარმომადგენლებმა პრეზენტაციები გამართეს ეკონომიკის სფეროში, მათი ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოსაჩენად. ასევე გაიმართა მხარეთა ორმხრივი შეხვედრები. ფორუმი საქართველოსთვის შედეგიანი აღმოჩნდა და მიმდინარე წელს საქართველოში,  ორი მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიციას ელოდებიან, ძირითადად თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი და რუსეთია დაინტერესებული. გაცნობებთ, რომ მორიგი  ბიზნესფორუმი მიმდინარე წლის შემოდგომაზე საქართველოში, კერძოდ ბათუმში გაიმართება.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 26 May 2013 13:18

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 173

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Monday, 20 May 2013 13:26

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 172

 
ახალი ინვეტსიცია ტექსტილში... PDF Print E-mail
Thursday, 16 May 2013 11:32

2013წლის 16 მაისს, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას “Shirt by Shirt” წარმომადგენლები ეწვივნენ.  ინვესტორები სსია–ს გენერალურმა მდივანმა ბატონმა ოსმან ჩალიშქანმა მიიღო. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, სადაც ცნობილი გახდა ახალი 1.500.000 აშშ დოლარის ინვესტიციის შესახებ.  ზემო აღნიშნული პროექტი ტექსტილის სფეროს მიეკუთვნება და სავარაუდოდ ქუთაისში  იგეგმება.  დამზადდება მამაკაცის პერანგები, შემდეგი საფირმო ნიშნებით: „Zara“, “H &M”, “Next” და “Max Spenser”.  ფაბრიკაში  800 ადმიანი დასაქმდება.  ტექსტილის ფაბრიკის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. „Shirt by Shirt”  წარმომადგენლები იურიდიული საკითხებით დაინტერესდნენ, რაზეც ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Tuesday, 14 May 2013 06:10

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 171

 
დიარბაქირის განვითარების სააგენტოს ბიზნეს ჯგუფის ვიზიტი ინვესტორთა ასოციაციაში... PDF Print E-mail
Tuesday, 14 May 2013 14:21

დღეს საქართველოს ინვესტორთა ასოციაციას თურქეთის ქალაქ დიარბაქირის განვითარების სააგენტოს15 კაციანი დელეგაცია ეწვია. სტუმრები სსია–ს  გენერალურმა მდივანმა ბატონმა  ოსმან ჩალიშქანმა  მიიღო. ბიზნესმენებმა დაინტერესება გამოხატეს სამშენებლო ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, გადამამუშავებელი მრეწველობისა და ტურიზმის სფეროებისადმი. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას  აჭარის ა.რ. მთავრობის საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი ბატონი ჯემალ ბერიძე და აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი ბატონი ტარიელ ლებანიძე ესწრებოდნენ. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მათ  სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე  ისაუბრეს.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 05 May 2013 08:05

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 170

 
<< Start < Prev 91 92 93 94 95 96 97 98 99 100 Next > End >>

Page 94 of 126