ინვესტორთა შეხვედრა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსთან... |
|
|
|
Saturday, 13 March 2010 14:43 |
2010 წლის 12 მარტს საერთაშორისოინვესტორთა ასოციაცის ოფისში შედგა შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციის საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს ბატონ ზაზა გუმბერიძესა და ასოციაციის წევრებს შორის. შეხვედრა ეძღვნებოდა იმ საკითხებს, რომლებიც დაისვა ასოციაციის მმართველთა საბჭოს მიერ მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ამა წლის 25 თებერვალს. ბატონმა ზაზა გუმბერიძემ ინვესტორებს გააცნო იმ მუშაობის შედეგები, რომელიც მიმართულია პრობლემების მოგვარებისა და საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებისაკენ.

|
Thursday, 11 March 2010 00:00 |

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან ერთად ატარებს ექსკლუზიურ სემინარს, რომელიც ეძღვნება „პოსტ - კრიზისულ“ გარემოსთან ბიზნესის ადაპტაციის საკითხებს. სემინარს დაესწრება 50 - მდე მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელი.
სემინარი ჩატარდება მიმდინარე წლის 18 მარტს TBC ბანკის ბათუმის ფილიალის ცენტრალურ ოფისში, ზუბალაშვილის ქ. № 37-ში.
სემინარს წაიყვანს ცნობილი ექსპერტი კრაინის ბიზნესის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტი ბ-ნი ალექსანდრე მერტენსი.
გთხოვთ იხილოთ დანართები:
სემინარის განრიგი
მონაწილის ანკეტა
სემინარის პრეზენტაცია
შეფასების ფურცელი |
Thursday, 25 February 2010 13:46 |
23-34 თებერვალს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საქმიანი ვიზიტით სტუმრობდა მსოფლიო ბანკის ჯგუფის (IFC) საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლები ბატონები ფილიპ კონდონი და ბაკურ მაისურაძე. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა მოინახულეს აჭარაში მოქმედი რამოდენიმე სამრეწველო საწარმო და გამართეს საქმიანი შეხვედრები ინვესტორებთან. IFC-ის წარმომადგენლები მიიღო საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ბ-ნ ჯემალ ბილგინგულლუოღლუმ. შეხვედრა ატარებდა გაცნობით ხასიათს, რაც ხელს შეუწყობს შემდგომში ურთიერთობების გაღრმავებას. |
მართველთა საბჭოს მორიგი სხდომა... |
|
|
|
Wednesday, 24 February 2010 11:05 |
მიმდინარე წლის 24 თებერვალს გაიმართა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მართველთა საბჭოს მორიგი სხდომა.
სხდომაზე განხილული იქნა ის საკითხები, რომელთა გადაჭრაც სურთ ასოციაციის წევრ ინვესტორებს. საერთო და კერძო ხასიათების პრობლემებისგან შედგა ნუსხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ბ-ნ ლ. ვარშალომიძესთან წარსადგენად. |
შეხვედრა ჩინელ ინვესტორებთან… |
|
|
|
Tuesday, 16 February 2010 06:58 |
2010 წლის 14 თებერვალს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში შედგა შეხვედრა ჩინელ ინვესტორებთან, რომლებიც წარმოადგენენ ფირმა “Shyang Tseng Enterprise, Co” LTD.
შეხვედრას ესწრებოდა ასოციაციის თავმჯდომარე ჯემალ ბილგინგულლუოღლუ, მოადგილე ჯეზმი აქშაჰინი, მართველთა საბჭოს წევრი ომერ ილქნური, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე ზაზა გუმბურიძე, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები.

ინვესტორებისათვის მოეწყო საინფორმაციო პრეზენტაციები აჭარის შესახებ, საინვესტიციო გარემოსა და ასოციაციის თაობაზე.
ჩინელი ინვესტორების ორ დღიანი ვიზიტის დაინტერესების სფეროს წარმოადგენდა ფეხსაცმელების ქარხნის აშენება აჭარაში. |
2010 წლის 12 თებერვალს, საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში გაიმართა მართველთა საბჭოს მორიგი სხდომა… |
|
|
|
Monday, 15 February 2010 12:58 |
2010 წლის 12 თებერვალს 15:00 საათზე გაიმართა მართველთა საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილებოდა შემდეგი საკითხები;
1.ინფორმაცია 2009 წელს გაწეული მუშაობის შესახებ;
2. 2010 წლის სამუშაო გეგმები და მიმართულებები;
3. მართველთა საბჭოს წევრებზე საპასუხისმგებლო დარგების დელეგირება;
4. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ბ-ნ ლ.ვარშალომიძესთან შეხვედრის ორგანიზება თებერვლის თვის ბოლოს;
5.ახალი წევრების მიღება - შპს „ბაუერ-საქართველო“;
6. აუდიტორულ ფირმასთან მოლაპარაკებათა შედეგები;
7. ჩინელი ინვესტორების ბათუმში ვიზიტის პროგრამა;
8. IFC-სთან ერთად მარტის ბოლოს სემინარის ჩატარების ორგანიზება;
9. 2009 წლის ბიუჯეტის და ბალანსის შესახებ ინფორმაცია;
10. სხვადასხვა საკითხები.
სხდომას ესწრებოდა მართველთა საბჭოს სრული შემადგენლობა, ასევე შემცვლელი წევრი და სამეთვალყურეო საბჭოს თვმჯდომარე.
|
სააკაშვილმა აჭარაში ახალი სათბური და რესტორანი გახსნა |
|
|
|
Friday, 12 February 2010 07:05 |

ხელვაჩაურში სალიბაურის სასათბურე მეურნეობაში ახალი სათბური გაიხსნა. ახალი შენობა 3 ნახევარ ჰექტარზეა გაშენებული. აქ პომიდვრის ნერგები სპეციალურ ნიადაგში გამოჰყავთ. თითოეული ნერგი 12 მეტრ სიმაღლეს აღწევს და ერთ ნერგს 30 კილოგრამი ნაყოფის მოცემა შეუძლია. პომიდვრის პირველ მოსავალს მარტის ბოლოს ელოდებიან.
სასათბურე მეურნეობაში თურქული ინვესტიციები ჩაიდო. დასაქმებულია ასამდე ადგილობრივი. ახალი სათბური პრეზიდენტმა გახნსა. დღესვე მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში სტამბოლის ყველაზე დიდი რესტორნის ფილიალი გახსნა. დღეიდან მოქალაქეებს 25 სახეობის ქაბაბის დაგემოვნება შეუძლიათ. მათ შორის საფირმო კერძის 2 მეტრიანი ქაბაბისა, რომლითაც პრეზიდენტი დღეს ჟურნალისტებს გაუმასპინძლდა.

ახალი რესტორანი ბათუმში ხიმშიაშვილის ახალ პროსპექტზე გაიხსნა. პროსპექტის პრეზენტაცია დღეს შედგა. პროსპექტი ფრანგული შადრევნის სანაპიროს ქალაქის სიღრმესთან დააკავშირებს. პრეზიდენტმა ინვესტორებს ინიციატივით მიმართა. მას, ვინც უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს საცხოვრებელ ბინებს ბათუმში შეღავათიან ფასად შეთავაზებს, მიწის ნაკვეთები უფასოდ გადაეცემა.
|
კანონი ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების ღონისძიებათა შესახებ |
|
|
|
Wednesday, 10 February 2010 09:16 |
აჭარის ავტონომიური რესპლიკაში შეიქმნა დროებითი მარეგულირებელი კომისია, რომელიც იმოქმედებს ახალი მიღებული კანონის თანახმად "ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების ღონისძიებათა შესახებ"
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირების ღონისძიებათა შესახებ
ეს კანონი "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონისა და აჭარის ავტონომიური რესპუბ-ლიკის კონსტიტუციის საფუძველზე განსაზღვრავს საქართველოს შესაბამისი სა-კანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების სრულ-ფასოვანი რეალიზაციისათვის საჭირო ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებ-ლობის რეგულირების ღონისძიებებს. ამ კანონის ძირითადი მიზნებია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ამ კანონით განსაზღვრული გარდამავალი პერიოდის განმავლობაში ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობის რეგულირებისათვის გატარებული ღონისძიებების შედეგად უზრუნველყოფილ იქნეს: ა) სრულყოფილი, თანაბარი საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოს და პირობების შექმნა; ტერიტორიებისა და დასახლებათა განვითარება ეკონომიკური და სხვა საქმიანობის გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმალიზებით, ტერიტორიებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება; ბ) დასახლებათა და დაუსახლებელი ტერიტორიების გაწონასწორებული სტრუქტურის, კერძოდ, რეგიონის თანაბარი ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სოციალური, ეკოლოგიური და კულტურული განვითარების, ინვესტიციების მოზიდვის, დასაქმებისა და მოსახლეობის დამაგრების ტერიტორიული წინაპირობის შექმნა;
გთხოვთ იხილოდ კანონი დეტალურად;
|
|
<< Start < Prev 121 122 123 124 125 126 Next > End >>
|
Page 125 of 126 |