„ინვესტიციები საზღვრებს გარეთ 2010“... |
|
|
|
Friday, 16 July 2010 12:48 |
მსოფლიო ბანკის (World Bank) მოხსენება „ინვესტიციები საზღვრებს გარეთ 2010“-ის (Investing Across Borders 2010) მიხედვით, საქართველო, მსოფლიო 87 ქვეყანას შორის, ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი ქვეყანაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის. მსოფლიო ბანკის აღნიშნული კვლევის ყველა ინდიკატორით, საქართველო, უცხოური კაპიტალის მიმართ სრულიად ღიაა და არანაირი შეზღუდვა არ არსებობს უცხოური კომპანიის მიმართ. საქართველოში უცხოური ბიზნესის წამოწყებისთვის მხოლოდ 4 პროცედურა და 4 დღეა საჭირო. საქართველოში მსოფლიოს ქვეყნებიდან ყველაზე სწრაფად ხდება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) შექმნა. უცხოურ კომპანია არ საჭიროებს დამატებითი დოკუმენტების წარდგენასა და არც იმის დასტურს, რომ უცხოეთში არსებული კომპანიის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. კომპანიას შეუძლია „ონლაინ“ რეჟიმში შეავსოს რეგისტრაციისათვის საჭირო საბუთები და მიიღოს საიდენტიფიკაციო ნომერი. ქვეყანაში კომპანიებს შეუძლიათ საბანკო ანგარიშები უცხოურ ვალუტაში გახსნან. არ არსებობს მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა, როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური კომპანიისათვის. საქართველოში ბიზნესის წამოწყება კომპანიას 1 კვირაზე ცოტა დროში (4 დღეში) შეუძლია. აღნიშნული კვლევის მიხედვით, ბიზნესის წამოწყება პოლონეთში საჭიროებს 33 დღეს, რუსეთში - 31 დღეს, საბერძნეთში - 22 დღეს, ბულგარეთში - 20 დღეს, სომხეთში - 18 დღეს, თურქეთში - 8 დღეს. ბიზნესის დაწყების პროცედურები ყველაზე მეტ ხანს, თითქმის 6 თვეზე მეტს მოითხოვს ანგოლასა (263 დღე) და ჰაიტიში (212 დღე). 2008 წელს მიღებული კანონით, ქ. თბილისში, მიწის ფლობასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო საკითხები ძალიან გამარტივდა და დაჩქარდა. მიწის, როგორც იჯარით აღება, ასევე, ყიდვაა შესაძლებელი და ამ კუთხით, არ არსებობს შეზღუდვა მიწის ფართობთან დაკავშირებით. მიწის იჯარით აღებისათვის, საქართველოში, 1 კვირაა საჭირო, მაშინ, როდესაც პოლონეთში აღნიშნული პროცედურა 5 თვეს საჭიროებს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის იჯარით გაცემა საქართველოში 50 დღეშია შესაძლებელი, ხოლო ბულგარეთში, თითქმის 1 წლამდე (351 დღე) ხანგრძლივდება. მსოფლიო ბანკის კვლევა „ინვესტიციები საზღვრებს გარეთ 2010“ აანალიზებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს მსოფლიოს 87 ქვეყანაში. კვლევის ინდიკატორები ფოკუსირებულია 4 თემატურ საკითხზე, კერძოდ, თუ როგორ ახერხებს უცხოური კომპანია ამა თუ იმ ქვეყანაში ინვესტირებას, საქმიანობის წამოწყებას, მიწის ფლობასა და ბიზნესთან დაკავშირებული დავების მოგვარებას.
იხილეთ სტატისტიკა...

|
მომსახურების გაწევისათვის საფასურები და მათი განაკვეთები |
|
|
|
Friday, 16 July 2010 09:04 |
სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურები და მათი განაკვეთები საქართველოს მთავრობის დადგენილება No96 2010 წლის 30 მარტი
# |
მომსახურებისსახე
|
მომსახურებისვადა
|
მომსახურე-ბისტარიფი (დღგ-ისჩათვლით)
|
1
|
აზარტული და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვების გაცემა
|
20 სამუშაო დღე 10 სამუშაო დღე 5 სამუშაო დღე 1 სამუშაო დღე
|
უფასო 150 ლარი 300 ლარი 1 000 ლარი
|
2
|
პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურება
|
6 თვე
|
2 000 ლარი
|
3
|
მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილ პირზე რეზიდენტობის შესახებ ცნობის დაჩქარებული წესით გაცემა
|
2 სამუშაო დღეზე მეტი
2 სამუშაო დღე
|
უფასო
30 ლარი
|
4
|
გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშების შესახებ ცნობის გაცემა
|
3 სამუშაო დღეზე მეტი 3 სამუშაო დღე 1 სამუშაო დღე
|
უფასო
10 ლარი 20 ლარი
|
5
|
არქივიდან 3 თვემდე პერიოდისათვის ყოველთვიური დეკლარაციისა და მისი დანართების ასლების გაცემა
|
1 თვე 10 სამუშაო დღე 2 სამუშაო დღე
|
უფასო 50 ლარი 150 ლარი
|
6
|
არქივიდან 3-დან 6 თვემდე პერიოდისათვის ყოველთვიური დეკლარაციისა და მისი დანართების ასლების გაცემა
|
1 თვე 10 სამუშაო დღე 2 სამუშაო დღე
|
უფასო 100 ლარი 250 ლარი
|
7
|
არქივიდან 6 თვიდან 1 წლამდე პერიოდისათვის ყოველთვიური დეკლარაციის ასლის გაცემა
|
1 თვე 10 სამუშაო დღე 2 სამუშაო დღე
|
უფასო 150 ლარი 350 ლარი
|
8
|
არქივიდან 1 წელზე მეტი პერიოდისათვის ყოველთვიური დეკლარაციის ასლის გაცემა
|
1 თვე 10 სამუშაო დღე 2 სამუშაო დღე
|
უფასო 250 ლარი 500 ლარი
|
9
|
არქივიდან წლიური დეკლარაციის ასლის გაცემა 1 საანგარიშო პერიოდისათვის
|
1 თვე 10 სამუშაო დღე 2 სამუშაო დღე
|
უფასო 50 ლარი 150 ლარი
|
10
|
გადამხდელის ინიციატივით არაგეგმური საგადასახადო შემოწმების ჩატარება
|
|
1 000 000-მდე წლიური ბრუნვის მქონე პირებისათვის _ 10 000 ლარი; 1 000 000-ზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირებისათვის _ 30 000 ლარი
|
11
|
საბაჟო საწყობის საქმიანობის, თავისუფალი საწყობის საქმიანობის, უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემა
|
20 სამუშაო დღე
10 სამუშაო დღე
|
უფასო
ყოველ კვადრატულ მეტრზე 0.1 ლარი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა; რეზერვუარის ერთ კუბურ მეტრზე 0.05 ლარი, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა; დახურული საწყობის შემთხვევაში საწყისი კოეფიციენტი ნახევრდება; 10 დღეზე უფრო დაჩქარებულ ვადაზე, თითოეულ დაჩქარებულ დღეზე, საწყობის კოეფიციენტს ემატება 0.05 ლარი
|
12
|
წარმოშობის სერტიფიკატის დაჩქარებული წესით გაცემა
|
2 სამუშაო დღეზე მეტი 2 დღე 4–8 საათი 1–3 სთ-მდე
|
უფასო
40 ლარი 100 ლარი 150 ლარი
|
13
|
საფოსტო გზავნილის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელება და მიმღების მიერ დასახელებულ ადგილზე მიტანა
|
|
კილოგრამზე 1 ლარი, მაგრამ არა- ნაკლებ 30 ლარისა
|
14
|
მსუბუქი ავტომანქანის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელება და მიმღების მიერ დასახელებულ ადგილზე მიტანა
|
|
500 ლარი
|
15
|
გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/გემის სანიტარიული კონტროლის ჩატარების მოწმობის გაცემა
|
1 სამუშაო დღე
1 სამუშაო დღეზე მეტი
|
400 ლარი
200 ლარი
|
16
|
`TIR~ წიგნაკით საქონლის გადაზიდვისთვის სატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობის გაცემა
|
4 საათი 1 დღე 1 დღეზე მეტი
|
400 ლარი 300 ლარი 200 ლარი
|
17
|
საფოსტო გზავნილით გადაადგილებული აქციზური ალკოჰოლური სასმელის (მათ შორის, ლუდი) მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელება და მიმღების მიერ დასახელებულ ადგილზე მიტანა
|
|
აქციზის განაკვეთის ათმაგი ოდენობა, მაგრამ არა- ნაკლებ 10 ლარისა
|
18
|
საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების მიზნით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება (არა უმეტეს 45 კალენდარული დღით, საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობების გარეშე)
|
|
არა უმეტეს 5 კალენდა-რული დღის ვადით _ ყოველ კალენდა-რულ დღეზე 20 ლარი; 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით _ 100 ლარს + ყოველ კალენდა- რულ დღეზე 10 ლარი
|
19
|
საგადასახადო ორგანოს წინასწარი დასკვნა საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით
|
10 სამუშაო დღეზე მეტი
10 სამუშაო დღე
|
1 000 000 ლარზე მეტი კაპიტალის მქონე ან/და 10 000 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირებისათვის _ 10 000 ლარი; სხვა პირებისათვის _ 5000 ლარი. 1 000 000 ლარზე მეტი კაპიტალის მქონე ან/და 10 000 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე პირებისათვის _ 30 000 ლარი; სხვა პირებისათვის _ 15 000 ლარი
|
20
|
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის აქტის შედგენაში შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის მონაწილეობა
|
|
სააღრიცხვო ღირებულე-ბის 5%, მაგრამ არანაკლებ 300 და არა უმეტეს 1 000 ლარისა.~.
|
|
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში წარმოშობის სერთიფიკატის გაცემა განახლდა... |
|
|
|
Friday, 09 July 2010 12:18 |
საქართველოს ფინანსთა მინისტრის და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 30 დეკმებრის No-890 და No-1-1/2978 ერთობლივი ბრძანების თანახმად, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას უფლება მიეცა განაახლოს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა.
თუ 2008 წლის 1 აგვისტომდე პალატა გასცემდა მხოლოდ საქონლის წარმოშობის CT-1 სერტიფიკატს, აღნიშნული ბრძანებით, მას უფლება მიეცა დამატებით გასცეს კიდევ სამი სერტიფიკატი:
1. საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი;
2. საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი ფორმა "A";
3. პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი EUR 1.
პალატას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სერტიფიკატების გაცემისა, რაც იმის გარანტიაა, რომ ჩვენი მომსახურება იქნება ოპერატიული, მაღალხარისხიანი და გაცილებით შეღავათიანი.
პალატის მერ სერტიფიკატის გაცემის ვადა და მოსმახურების ტარიფი (დღგ-ს ჩათვლით) განისაზღვრა შემდეგი სახით:
- თუ სერტიფიკატის გაცემას დასჭირდა 2 სამუშაო დღეზე მეტი – უფასო;
- 2 დღე – 20 ლარი;
- 4-8 საათი – 50 ლარი;
- 1-3 საათამდე – 75 ლარი.
|
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია საქართველოში ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას ისახავს მიზნად... |
|
|
|
Wednesday, 07 July 2010 13:30 |
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია საქართველოში ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას ისახავს მიზნად. ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნის დაგეგმვა-მშენებლობაზე კორპორაციას ინტერესთა გამოხატვა აქვს გამოცხადებული. კონსულტანტმა უნდა განახორციელოს საქართველოში ნავთობის გადამამუშავებელი კომპლექსის მშენებლობისათვის ტექნიკური და ეკონომიკური შესაძლებლობის შესწავლა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო ფინანსური დაწესებულებების ფინანსირების მოთხოვნებს. კერძოდ, ბაზრის ანალიზს, მომარაგების საშუალებების დადგენას, წარმოებული ნავთობ-პროდუქტების მოცულობის დადგენას, სარგებლისა და დანახარჯების შეფასებას, ალტერნატიული გადაწყვეტილებების ანალიზს, რისკების ანალიზს, ბიზნეს გეგმისა და ფინანსური მოდელის შემუშავებას, პროექტთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურისა და მომსახურებების შეფასებას, კონცეპტუალურ დაგეგმარებას. კონსულტანტის მიერ მომზადებული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება სრულად უნდა გადმოცემდეს პროექტის შესაძლო გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, აღწერდეს არსებულ საკანონმდებლო შეზღუდვებსა და რეგულაციებს და მოიცავდეს საკმარის ინფორმაციას სატენდერო დოკუმენტაციის ჩამოსაყალიბებლად შემდგომი დეტალური დაპროექტებისა და მშენებლობისათვის. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, ამჟამად, საქართველოში ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა არ მუშაობს, შესაბამისად, ქვეყანა მთლიანად იმპორტირებულ ნავთობ პროდუქტებზეა დამოკიდებული. მზარდი მოთხოვნა ნავთობ პროდუქტებზე ადგილობრივ და რეგიონალურ ბაზარზე ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად ნავთობის გადამამუშავებელი კომპლექსის არსებობისთვის ქმნის საფუძველს. კორპორაციაში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 15 ივლისამდე იწარმოებს.
|
შეხვედრა ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურთან... |
|
|
|
Saturday, 03 July 2010 10:16 |

მიმდინარე წლის 2 ივლისს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში გაიმართა ექსპორტიორთა შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურის უფროსთან ბ-ნ მიხეილ კობალაძესთან, ევროკავშირის წარმომადგენლობის სავაჭრო ატაშესთან ქ-ნ ვირჯინია კოსოულთან და გერმანიის ტექნიკური დახმარების წარმომადგენლებთან ქ-ნ ალექსანდრა ოპერმანთან და ალექსანდრე რევიასთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ქ. ბათუმში თურქეთის სავაჭრო ატაშე ვოლკან ბერკერი, ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე ჯეზმი აქშაჰინი, ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან შერვაშიძე. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სერთიფიცირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილი პირები, 32-მდე ექსპორტიორი და მასმედიის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე შედგა ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურის პრეზენტაცია, ევროკავშირის სავაჭრო ატაშემ წარმოადგინა საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობების შესახებ პრეზენტაცია.
შეხვედრაზე ექსპორტიორთა მხრიდან დაისვა საკითხები, რომელთაგან დროული გადაჭრა უფრო გაუადვილებდა მათ მუშაობას და გაზრდიდა საქართველოს ექსპორტის მოცულობას.
ექსპორტის ხელშეწყობის სამსახური უახლოეს მომავალში აამოქმედებს სავაჭრო ვებ-პორტალის და ექსპორტის ხელშეწყობის საინფორმაციო ცენტრს, რაც დაეხმარება ბიზნესმენებს უცხოელ შემსყიდველებთან ურთიერთობების დამყარებაში. |
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვერა ქობალია უხელმძღვანელებს... |
|
|
|
Tuesday, 06 July 2010 09:09 |

3 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი - ვერა ქობალია წარუდგინა. ნიკა გილაურმა იმედი გამოთქვა, რომ ვერა ქობალია იქნება ის მინისტრი, რომელიც სამინისტროს მრავალი წლის განმავლობაში წარმატებულად წარუძღვება. პრემიერ-მინისტრის თქმით, სახელმწიფოს დიდი მიღწევა აქვს ეკონომიკური განვითარების მხრივ, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს ორი სერიოზული პრობლემა - ინვესტიციების შემოდინება და პრივატიზაციის პროცესის ტემპი. “სწორედ ეს ორი მიმართულება არის ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროს უშუალო განკარგულებაში და ეს იქნება ნომერ პირველი ამოცანა ახლადდანიშნული მინისტრისთვის” - განაცხადა ნიკა გილაურმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წარმატებები უსურვა ახლადდანიშნულ მინისტრს და მის გავლილ გზაზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა, რომ ქობალია უცხოეთში მოღვაწეობდა, კერძო სექტორიდან მოდის და საკმაოდ კარგად ესმის ინვესტორების ენა, რაც დაეხმარება მას თავი გაართვას ქვეყანაში ბიზნესაქტივობების გაზრდას და პრივატიზაციის პროცესის დაჩქარებას. პრემიერ-მინისტრმა გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა ეკონომიკური განვითარების ყოფილ მინისტრ ზურაბ პოლოლიკაშვილს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახლადდანიშნული მინისტრის, ვერა ქობალიას განცხადებით, დრო ცოტაა, გასაკეთებელი კი ძალიან ბევრია, ამიტომ აქტიური მუშაობაა საჭირო: “ჩვენ თუ გვინდა საკუთარ ქვეყანაში ტურისტები ვიყოთ, შეგვიძლია დავისვენოთ, არაფერი არ ვაკეთოთ და მივცეთ ოკუპანტებს საშუალება მართონ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ეს არ გვინდა, ჩვენ მშრომელი ხალხი ვართ, ყველა ჩემ თანამშრომელთან ერთად შაბათ-კვირის ჩათვლით ვიმუშავებთ, რათა საქართველოს ეკონომიკა დავაყენოთ ფეხზე, გავაძლიეროთ მცირე ბიზნესი, შემოვიყვანოთ ბევრი ინვესტორი და ტურისტი ქვეყანაში. ეკონომიკის გაძლიერებაზე ვისაუბრებ მანამ, სანამ თითოეულ ადამიანს არ ექნება ნორმალური ცხოვრების საშუალება” - განაცხადა ვერა ქობალიამ. მინისტრი თავისი საქმიანობის მთავარ პრიორიტეტად დასაქმებას ასახელებს და ამისთვის რამდენიმე მიმართულებით აპირებს მუშაობის გააქტიურებას, კერძოდ, ეს იქნება სოფლის მეურნეობის განვითარება, რათა საქართველოში წარმოებული პროდუქცია არა მარტო ექსპორტზე გავიდეს, არამედ გააჯეროს ადგილობრივი ბაზარი; ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებები იქნება ინვესტიციების მოზიდვა და ინვესტორებთან უკვე გამზადებული პაკეტებით მუშაობა, პრივატიზაციის პროცესის დაჩქარება და ტურიზმის სექტორის განვითარება. ვერა ქობალია 1981 წლის 24 აგვისტოს ქალაქ სოხუმში დაიბადა. აფხაზეთის ომის შემდეგ საცხოვრებლად ოჯახთან ერთად კანადაში გადავიდა, სადაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ვერა ქობალია წლების მანძილზე ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა კანადის ბიზნეს-კომპანიებსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში. იგი საქართველოში 2010 წლის თებერვალში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა ორგანიზაციას "კოალიცია სამართლიანობისათვის”. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახლადდანიშნული მინისტრი საქმიანობის მთავარ პრიორიტეტად ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ტურიზმისა და მცირე ბიზნესის განვითარებას ასახელებს. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შესახებ განცხადება 26 ივნისს გააკეთა, ხოლო 2 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამოქმედო პროგრამა წარადგინა, რომლის პრიორიტეტები ქვეყნის გამთლიანება და სიღარიბის დაძლევა იქნება. საქართველოს პარლამენტმა მთავრობას და მის ახალ პროგრამას ნდობა გამოუცხადა. |
Thursday, 01 July 2010 09:06 |
თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ საკონსულოში ქ. ბათუმში თავისი მოვალეობის აღსრულებას შეუდგა ვაჭრობის ახალი ატაშე ვოლკან ბერქერი. მიმდინარე წლის 29 ივნისს ბ-ნ ვოლკან ბერქერთან შეხვედრაზე იმყოფებოდა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე ჯეზმი აქშაჰინი და გენერალური მდივანი თამაზ შავაძე. შეხვედრა ატარებდა გაცნობით ხასიათს. ინვესტორთა ასოციაცია ულოცავს ვაჭრობის ატაშეს ბ-ნ ვოლკან ბერქერს ახალ თანამდებობაზე მუშაობის დაწყებას და უსურვებს წარმატებებს ორი მეგობარი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების საქმეში. |
პრივატიზაციის პროცესის დაჩქარების მიზნით სამინისტროსა და საბროკერო კომპანიებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა... |
|
|
|
Wednesday, 23 June 2010 08:46 |
სახელმწიფო ქონების დაჩქარებული წესით პრივატიზაციის მიზნით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და უძრავი ქონების კომპანიებს შორის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა. სამინისტროს მხრიდან ხელი მინისტრის პირველმა მოადგილე გრიგოლ გობეჯიშვილმა მოაწერა. ხელშეკრულებები გაფორმდა შვიდ საბროკერო კომპანიასთან, კერძოდ: ინდ.მეწარმე “რუსუდან მეიფარიანი” (რეალთორი), ინდ. მეწარმე მარიამ ხუციშვილი, შპს “პრივატსერვისი”, შპს “უძრავი ქონების სერვისი”, არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი “საქართველოს უძრავი ქონების ასოციაცია”, შპს “ბერუკა” და შპს “ერდო”. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკისა და პრივატიზაციის დეპარტამენტის უფროსის გიორგი ბაქრაძის განცხადებით, აღნიშნული ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ითვალისწინებს უძრავი ქონების კომპანიების ჩართულობას პრივატიზაციის პროცესში, რაც გაცილებით ეფექტურს გახდის და დააჩქარებს ამ პროცესს. “უძრავი ქონების კომპანიების მხრიდან კონკრეტულ ობიექტებზე პოტენციური მყიდველის ან ინვესტორის მოძიების შემთხვევაში სამინისტროსა და კომპანიის წარმომადგენელს შორის დაიდება ინდივიდუალური ხელშეკრულება”, - განაცხადა ბაქრაძემ.
|
”გადასახადებისგან თავისუფალი ზონა” IT კომპანიებისთვის... |
|
|
|
Monday, 21 June 2010 07:21 |
მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტის თანახმად, საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT), სისტემებისა და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანიებისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იმოქმედებს გადასახადებისგან თავისუფალი ზონა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 18 ივნისს. ფინანსთა მინისტრმა კ
ახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს მსოფლიოში უმსხვილესი IT კომპანიებიდან ინვესტიციების მოზიდვას, რათა მათ საქართველოში რეგიონალური წარმომადგენლობები გახსნან და ”საქართველო ვაქციოთ IT ტექნოლოგიების” ცენტრად, ”რაც სრულიად შესაძლებელია”. როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ნიკო მჭედლიშვილმა, განაცხადა, მთავრობის წინადადება, რომელიც ჯერ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ასევე შეეხება ადგილობრივ IT კომპანიებსაც. |
|