ამა წლის 6 მაისს გაიმართა მმართველთა საბჭოს მორიგი სხდომა... |
|
|
|
Monday, 10 May 2010 10:25 |
ამა წლის 6 მაისს გაიმართა საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მმართველთა საბჭოს მორიგი სხდომა, რომელზეც განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
1. აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან ბ-ნ ლევან ვარშალომიძესთან და საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს ზაზა გუმბერიძესთან შემდგარ შეხვედრებზე დასმული საკითხების ირგვლივ მიმდინარე მუშაობის შედეგები;
2. ასოციაციის წევრების, წევრობის პოტენციური კანდიდატების და ხელისუფლების უფლებამოსილი პირების ერთობლივი ვახშამის მოწყობის ორგანიზება;
3. ახალი ფირმების გაწევრიანებაზე ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერება;
4. საწევროების გადახდის მდგომარეობა;
5. შპს “Doruk Nut and Food Company” გარიცხვა წევრობიდან;
6. სასტუმრო შერატონთან გაფორმებული ფასდაკლებითი ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია;
7. ტუბერკულოზის საავადმყოფოს თხოვნის საკითხი დახმარებაზე.
8. GPI Holding სადაზღვეო კომპანიის გაწევრიანების გადაწყვეტილების მიღება;
9. შპს “ორცვას” გაწევრიანების გადაწყვეტილების მიღება;
10. ინფორმაცია ასოციაციის თანამშრომლების მუშაობის შესახებ და პრემიების საკითხი;
11. სხვადასხვა საკითხები.
სხდომას ესწრებოდნენ მართველთა საბჭოს წევრები. |
მთავრობის კანცელარიაში ლევან ვარშალომიძისა და მთავრობის წევრების შეხვედრა გაიმართა… |
|
|
|
Sunday, 18 April 2010 09:12 |

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ლევან ვარშალომიძისა და მთავრობის წევრების შეხვედრა გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრაზე გადაიჭრა ყველა ის პრობლემატური საკითხი, რომელიც რეგიონთან დაკავშირებით არსებობდა. მისივე თქმით, ძირითადი პრობლემები იყო დოკუმენტაციის ხელმოწერასთან და სერტიფიცირების საკითხებთან დაკავშირებით. ამასთან, როგორც ლევან ვარშალომიძემ აღნიშნა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეხვედრები კვარტალში ერთხელ გაიმართება. "შეხვედრაზე ვისაუბრეთ პრობლემატურ საკითხებზე. გადაწყდა, რომ აჭარის მოსახლობასა და მეწარმეებს გარკვეული დოკუმენტაციისთვის თბილისში ჩამოსვლა არ მოუწევთ. კონკრეტული საკითხები არსებობდა სერტიფიცირებასთან დაკავშირებით, მაგალითად იმისთვის, რომ ადგილობრივმა მეწარმემ გაიტანოს მანდარინი, აიღოს ნებართვა მეურნეობის წარმოებაზე, ნებართვა თბილისიდან იყო საჭირო. შეხვედრები იქნება მუდმივი", - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ. შეხვედრას საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე, აგრეთვე, “საქაერონავიგაციის” ხელმძღვანელი გიორგი კარბელაშვილი დაესწრნენ, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან – კულტურის მინისტრი მათე ტაკიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ემზარ ძირკვაძე, ფინანსთა მინისტრი ვაჟა ბოლქვაძე, ჯანდაცვის მინისტრი ლევან ანთაძე. ლევან ვარშალომიძემ აჭარისთვის ადმინისტრაციული უფლებამოსილების დელეგირების მინიჭების საკითხი რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე დააყენა.
|
ლევან ვარშალომიძემ აჭარისთვის ადმინისტრაციული უფლებამოსილების დელეგირებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა... |
|
|
|
Tuesday, 13 April 2010 14:06 |

ლევან ვარშალომიძემ გამართულ ბრიფინგზე აჭარისთვის ადმინისტრაციული უფლებამოსილების დელეგირებასთან დაკავშირებით ისაუბრა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ რეგიონისთვის ცალკეული ადმინისტრაციული უფლებების გამიჯვნა რამდენიმე პრობლემას ერთდროულად მოაგვარებს. "ეს გაამარტივებს მომსახურეობას და შექმნის საფუძველს უფრო ეფექტური გადაწყვეტილებები მიიღონ ადგილზე", - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
როგორც ბრიფინგზე აჭარის მათვრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, კონკრეტულად საქმე ეხება აჭარის საჯარო სკოლების დირექტორების დანიშვნას, ასევე ფერმერებისთვის საჭირო სერთიფიკატების გაცემას და სხვა ტექნიკური ხასიათის საკითხებს, რომელთა შესახებაც გადაწყვეტილებას რეგიონის მინისტრთა კაბინეტი ვერ იღებს.
"ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უფრო მეტ ავტონომიას კი არ მოვითხოვთ, არამედ ჩვენ მოვითხოვთ გვქონდეს უფრო მეტი საშუალება უკეთ განვახორციელოთ ჩვენი ავტონომიური უფლებები", – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ. მთავრობის თავმჯდომარემ ცენტრალურ მთავრობას მიმართა საკითხი საგანგებო თათბირზე განიხილოს. |
Wednesday, 07 April 2010 13:51 |
ამა წლის 1 აპრილს გაიმართა შეხვედრა სამშენებლო ფირმებისა და SGS ჯგუფის (მსოფლიოს წამყვანი კომპანია შემოწმების, ტესტირებისა და სერტიფიცირების დარგში) წარმომდგენლებს შორის საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ჯემალ ბილგინგულლუოგლუ და გენერალური მდივანი თამაზ შავაძე. დღესდღეობით SGS ჯგუფს დაფუძნებული აქვს მთვარი ოფისი ჟენევაში, ხოლო ფილიალები მთელ მსოფლიოში. სტამბულში არსებული ფილიალიადან აწარმოებს მომსახურებას სომხეთში, აზერბაიჯანში და უახლოეს მომავალში გეგმავს მომსახურების დანერგვას საქართველოში, კერძოდ ბათუმში. SGS ჯგუფი მომავალ პარტნიორებს სთავაზობს მომსახურების მთლიან პაკეტს, რომელშიც შედის ხარისხის, დროისა და ხარჯების ოპტიმიზაცია, სამუშაოების ეფექტური დაგეგმარება, რესურსების მენეჯმენტი, ტენდერის მენეჯმენტი, კონტრაქტის მენეჯმენტი და ა.შ. SGS ჯგუფი დასრულებული შენობებისათვის გასცემს საერთაშორისო სერთიფიკატს, რომლის მეშვეობითაც ადვილდება კრედიტის მიღება საერთაშორისო ბანკებიდან. შეხვედრის მონაწილეთათვის გაიმართა SGS ჯგუფის პრეზენტაცია, რის დასრულების შემდეგ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს მიეცათ საშუალება დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

|
|