შეხვედრა ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურთან... |
|
|
|
Saturday, 03 July 2010 10:16 |
მიმდინარე წლის 2 ივლისს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში გაიმართა ექსპორტიორთა შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურის უფროსთან ბ-ნ მიხეილ კობალაძესთან, ევროკავშირის წარმომადგენლობის სავაჭრო ატაშესთან ქ-ნ ვირჯინია კოსოულთან და გერმანიის ტექნიკური დახმარების წარმომადგენლებთან ქ-ნ ალექსანდრა ოპერმანთან და ალექსანდრე რევიასთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ქ. ბათუმში თურქეთის სავაჭრო ატაშე ვოლკან ბერკერი, ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე ჯეზმი აქშაჰინი, ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან შერვაშიძე. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სერთიფიცირებისა და ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილი პირები, 32-მდე ექსპორტიორი და მასმედიის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე შედგა ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურის პრეზენტაცია, ევროკავშირის სავაჭრო ატაშემ წარმოადგინა საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობების შესახებ პრეზენტაცია.
შეხვედრაზე ექსპორტიორთა მხრიდან დაისვა საკითხები, რომელთაგან დროული გადაჭრა უფრო გაუადვილებდა მათ მუშაობას და გაზრდიდა საქართველოს ექსპორტის მოცულობას.
ექსპორტის ხელშეწყობის სამსახური უახლოეს მომავალში აამოქმედებს სავაჭრო ვებ-პორტალის და ექსპორტის ხელშეწყობის საინფორმაციო ცენტრს, რაც დაეხმარება ბიზნესმენებს უცხოელ შემსყიდველებთან ურთიერთობების დამყარებაში. |
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვერა ქობალია უხელმძღვანელებს... |
|
|
|
Tuesday, 06 July 2010 09:09 |
3 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი - ვერა ქობალია წარუდგინა. ნიკა გილაურმა იმედი გამოთქვა, რომ ვერა ქობალია იქნება ის მინისტრი, რომელიც სამინისტროს მრავალი წლის განმავლობაში წარმატებულად წარუძღვება. პრემიერ-მინისტრის თქმით, სახელმწიფოს დიდი მიღწევა აქვს ეკონომიკური განვითარების მხრივ, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს ორი სერიოზული პრობლემა - ინვესტიციების შემოდინება და პრივატიზაციის პროცესის ტემპი. “სწორედ ეს ორი მიმართულება არის ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროს უშუალო განკარგულებაში და ეს იქნება ნომერ პირველი ამოცანა ახლადდანიშნული მინისტრისთვის” - განაცხადა ნიკა გილაურმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წარმატებები უსურვა ახლადდანიშნულ მინისტრს და მის გავლილ გზაზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა, რომ ქობალია უცხოეთში მოღვაწეობდა, კერძო სექტორიდან მოდის და საკმაოდ კარგად ესმის ინვესტორების ენა, რაც დაეხმარება მას თავი გაართვას ქვეყანაში ბიზნესაქტივობების გაზრდას და პრივატიზაციის პროცესის დაჩქარებას. პრემიერ-მინისტრმა გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა ეკონომიკური განვითარების ყოფილ მინისტრ ზურაბ პოლოლიკაშვილს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახლადდანიშნული მინისტრის, ვერა ქობალიას განცხადებით, დრო ცოტაა, გასაკეთებელი კი ძალიან ბევრია, ამიტომ აქტიური მუშაობაა საჭირო: “ჩვენ თუ გვინდა საკუთარ ქვეყანაში ტურისტები ვიყოთ, შეგვიძლია დავისვენოთ, არაფერი არ ვაკეთოთ და მივცეთ ოკუპანტებს საშუალება მართონ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ეს არ გვინდა, ჩვენ მშრომელი ხალხი ვართ, ყველა ჩემ თანამშრომელთან ერთად შაბათ-კვირის ჩათვლით ვიმუშავებთ, რათა საქართველოს ეკონომიკა დავაყენოთ ფეხზე, გავაძლიეროთ მცირე ბიზნესი, შემოვიყვანოთ ბევრი ინვესტორი და ტურისტი ქვეყანაში. ეკონომიკის გაძლიერებაზე ვისაუბრებ მანამ, სანამ თითოეულ ადამიანს არ ექნება ნორმალური ცხოვრების საშუალება” - განაცხადა ვერა ქობალიამ. მინისტრი თავისი საქმიანობის მთავარ პრიორიტეტად დასაქმებას ასახელებს და ამისთვის რამდენიმე მიმართულებით აპირებს მუშაობის გააქტიურებას, კერძოდ, ეს იქნება სოფლის მეურნეობის განვითარება, რათა საქართველოში წარმოებული პროდუქცია არა მარტო ექსპორტზე გავიდეს, არამედ გააჯეროს ადგილობრივი ბაზარი; ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებები იქნება ინვესტიციების მოზიდვა და ინვესტორებთან უკვე გამზადებული პაკეტებით მუშაობა, პრივატიზაციის პროცესის დაჩქარება და ტურიზმის სექტორის განვითარება. ვერა ქობალია 1981 წლის 24 აგვისტოს ქალაქ სოხუმში დაიბადა. აფხაზეთის ომის შემდეგ საცხოვრებლად ოჯახთან ერთად კანადაში გადავიდა, სადაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ვერა ქობალია წლების მანძილზე ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა კანადის ბიზნეს-კომპანიებსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში. იგი საქართველოში 2010 წლის თებერვალში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა ორგანიზაციას "კოალიცია სამართლიანობისათვის”. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახლადდანიშნული მინისტრი საქმიანობის მთავარ პრიორიტეტად ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ტურიზმისა და მცირე ბიზნესის განვითარებას ასახელებს. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შესახებ განცხადება 26 ივნისს გააკეთა, ხოლო 2 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამოქმედო პროგრამა წარადგინა, რომლის პრიორიტეტები ქვეყნის გამთლიანება და სიღარიბის დაძლევა იქნება. საქართველოს პარლამენტმა მთავრობას და მის ახალ პროგრამას ნდობა გამოუცხადა. |
Thursday, 01 July 2010 09:06 |
თურქეთის რესპუბლიკის გენერალურ საკონსულოში ქ. ბათუმში თავისი მოვალეობის აღსრულებას შეუდგა ვაჭრობის ახალი ატაშე ვოლკან ბერქერი. მიმდინარე წლის 29 ივნისს ბ-ნ ვოლკან ბერქერთან შეხვედრაზე იმყოფებოდა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე ჯეზმი აქშაჰინი და გენერალური მდივანი თამაზ შავაძე. შეხვედრა ატარებდა გაცნობით ხასიათს. ინვესტორთა ასოციაცია ულოცავს ვაჭრობის ატაშეს ბ-ნ ვოლკან ბერქერს ახალ თანამდებობაზე მუშაობის დაწყებას და უსურვებს წარმატებებს ორი მეგობარი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების საქმეში. |
პრივატიზაციის პროცესის დაჩქარების მიზნით სამინისტროსა და საბროკერო კომპანიებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა... |
|
|
|
Wednesday, 23 June 2010 08:46 |
სახელმწიფო ქონების დაჩქარებული წესით პრივატიზაციის მიზნით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და უძრავი ქონების კომპანიებს შორის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა. სამინისტროს მხრიდან ხელი მინისტრის პირველმა მოადგილე გრიგოლ გობეჯიშვილმა მოაწერა. ხელშეკრულებები გაფორმდა შვიდ საბროკერო კომპანიასთან, კერძოდ: ინდ.მეწარმე “რუსუდან მეიფარიანი” (რეალთორი), ინდ. მეწარმე მარიამ ხუციშვილი, შპს “პრივატსერვისი”, შპს “უძრავი ქონების სერვისი”, არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი “საქართველოს უძრავი ქონების ასოციაცია”, შპს “ბერუკა” და შპს “ერდო”. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკისა და პრივატიზაციის დეპარტამენტის უფროსის გიორგი ბაქრაძის განცხადებით, აღნიშნული ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ითვალისწინებს უძრავი ქონების კომპანიების ჩართულობას პრივატიზაციის პროცესში, რაც გაცილებით ეფექტურს გახდის და დააჩქარებს ამ პროცესს. “უძრავი ქონების კომპანიების მხრიდან კონკრეტულ ობიექტებზე პოტენციური მყიდველის ან ინვესტორის მოძიების შემთხვევაში სამინისტროსა და კომპანიის წარმომადგენელს შორის დაიდება ინდივიდუალური ხელშეკრულება”, - განაცხადა ბაქრაძემ.
|
”გადასახადებისგან თავისუფალი ზონა” IT კომპანიებისთვის... |
|
|
|
Monday, 21 June 2010 07:21 |
მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტის თანახმად, საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT), სისტემებისა და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანიებისთვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იმოქმედებს გადასახადებისგან თავისუფალი ზონა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 18 ივნისს. ფინანსთა მინისტრმა კ
ახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს მსოფლიოში უმსხვილესი IT კომპანიებიდან ინვესტიციების მოზიდვას, რათა მათ საქართველოში რეგიონალური წარმომადგენლობები გახსნან და ”საქართველო ვაქციოთ IT ტექნოლოგიების” ცენტრად, ”რაც სრულიად შესაძლებელია”. როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ნიკო მჭედლიშვილმა, განაცხადა, მთავრობის წინადადება, რომელიც ჯერ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ასევე შეეხება ადგილობრივ IT კომპანიებსაც. |
ინფორმაცია სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ... |
|
|
|
Thursday, 10 June 2010 13:45 |
9 ივნისს, სასტუმრო Cortyard Marriott-ში გაიმართა სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრეზენტაცია, რომელიც გახსნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი სირაძემ.
ცენტრის ხელმძღვანელის, ლევან ჭურაძის განცხადებით, ცენტრის მთავარი ფუნქციები იქნება სახელმწიფო შიდა კონტროლი, რაც ევროკავშირის მოთხოვნაა. მისი თქმით, სახელმწიფო უწყებებში არსებული ყოფილი გენერალური ინსპექციები შიდა აუდიტის სამსახურებად ჩამოყალიბდებიან და ფინანსური აუდიტის გარდა, მათი პრიორიტეტი იქნება: რამდენად ეფექტურად იღებს მენეჯმენტი სამინისტროებში გადაწყვეტილებებს, ეფექტურად ხდება თუ არა მათი აღსრულება და რამდენად გამჭვირვალეა სამინიტროებში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემა.
აუდიტები შეიქმნება სამინისტროებში, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებში, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებში, დაწესებულებებში, რომლებიც საჯარო სამართლის იურიდიულ პირები არიან. გარდა ამისა, შიდა აუდიტის სამსახურები შეიქმნება ნებისმიერ ორგანოში, სადაც მიიჩნევენ, რომ მისი ფინანსური მართვა და კონტროლი უნდა იყოს გამჭვირვალე.
სამინისტროებში შიდა აუდიტის სამსახურები უნდა ჩამოყალიბდეს მიმდინარე წლის 26 ივლისამდე და ისინი ანგარიშვალდებულები იქნებიან სამინისტროების წინაშე. შემდეგ ანგარიში წარედგინება სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნულ ცენტრსაც.
ცენტრი მოამზადებს სტანდარტებს და მეთოდოლოგიას, რომელთა მიხედვითაც აუდიტის სამსახურები იმუშავებენ. შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრი ანგარიშვალდებული იქნება ფინანსთა სამინისტროსა და მთავრობის წინაშე და მათ კვარტალში ერთხელ წარუდეგნს შესრულებული სამუშაოს ანგარიშს.
სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრი დაფუძნდა მიმდინარე წლის 1 მაისს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 7 აპრილის 215-ე ბრძანებულების საფუძველზე. |
ინფორმაცია ახალი საგადასახადო კოდექსის განხილვებთან დაკავშირებით... |
|
|
|
Tuesday, 08 June 2010 10:37 |
2010 წლის 3 ივნისს სასტუმრო "თბილისი მერიოტში" საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ბიზნესმენებს ახალი საგადასახადო კოდექსი წარუდგინა.
"მცირე წინასიტყვაობა მინდა გავაკეთო და მოგახსენოთ, თუ როგორ გაჩნადა ახალი საგადასახადო კოდექსის დაწერის იდეა. კარგად მოგეხსენებათ, ამ მთავრობის მთავარი მიზანია კერძო სექტორის ხელშეწყობა. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა სწორედ ამაზე არის აწყობილი - კერძო სექტორის ხელშეწყობა, მაქსიმალურად ეფექტური მთავრობა და კერძო სექტორი, რომელიც აქტიური; ინვესტორები, რომლებიც არიან აქტიურები, რომლებიც აკეთებენ მოგებას საქართველოში და ქმნიან სამუშაო ადგილებს, ასაქმებენ ჩვენს თანამოქალაქეებს. ეს არის ჩვენი ძალიან მარტივი მიდგომა. ბოლო წლების განმავლობაში ამ მიზნის მისაღწევად, ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ. გთავაზობთ ახალ საგადასახადო კოდექსს. მინდა თქვენი შენიშვნები მაქსიმალურად მოვისმინოთ. გამოყენებული იქნება ვებ-გვერდი, სადაც ყველას საგადასახადო კოდექსის ცვლილებების ნახვის საშუალება ექნება. ჩვენ ჩამოვაყალიბებთ სამუშაო ჯგუფს, რომელიც იმუშავებს კერძო სექტორთან ერთად. მინდა წარმოგიდგინოთ გიორგი პერტაია, იგი პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა, ბიზნეს-ომბუდსმენია. როდესაც საუბარი იქნება საგადასახადო კოდექსისი თქვენისეულ ხედვაზე, იქნება ერთერთი საკონტაქტო პიროვნება კერძო სექტორთან ურთიერთობაში, " - აღნიშნა ნიკა გილაურმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახალი კოდექსის თანახმად 30 ათას ლარზე ნაკლები ბრუნვის მქონე ბიზნესმენებს გადასახადი აღარ დაეკისრებათ. მათ, ვისაც 200 ათას ლარზე ნაკლები ბრუნვა აქვს, ტვირთბრუნვის გადასახადის გარდა, სხვა გადასახადი აღარ მოეთხოვებათ. როგორც ნიკა გილაურმა აღნიშნა, ცვლილების მიზანია, ბიზნესის წარმომადგენლებს გაუმარტივდეთ საგადასახადოსთან ურთიერთობა. ბიზნესსმენებს იმის საშუალბა მიეცემათ, რომ ტვირთბრუნვის 3 ან 5 პროცენტი გადაიხადონ. იმ შემთხვევაში თუ ბიზნესმენი გამართულად აწარმოებს ბუღალტერიას, ის 3%-ს გადაიხდის, სხვა შემთხვევაში კი 5%-ს გადასახადი დაეკისრება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ პირს, რომელიც დაბეგვრას ადმინისტრაციული ორგანოს მითითების შესაბამისად აწარმოებს, აღარ დაერიცხება საურავი. ახალი კოდექსის მიხედვით, აღმოჩენილ არარეგისტრირებულ ნივთზე დაწესებული იქნება კონკრეტული ჯარიმა. მაშინ, როდესაც ინვენტარიზაციისას საგადასახადოს მიერ აღმოჩენილი დარღვევის შემთხვევაში, საგადასახადოს ჰქონდა უფლება ორ წელიწადზე გაევრცელებინა ჯარიმა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საბაჟო და საგადასახადო კოდექსები გაერთიანდება. ხოლო თანხები ავტომატურ რეჟიმში დაბრუნდება, იმ შემთხვევაში, თუ გადახდა ელექტრონული სისტემით იქნება განხორციელებული. ფინანსთა მინისტრის თავმჯდომრეობით შეიქმნება ხუთი წევრისგან შემდგარი აუდიტორთა საბჭო. პრემიერ-მინისტრის თქმით, ნებისმიერი ახალი გადასახადის დარიცხვაზე საგადასახადომ უფლება აუდიტორთა საბჭოსგან უნდა აიღოს. დღგ კვარტალურად გადახდა გახდება შესაძლებელი. ეს ორთვიან უპროცენტო სესხის ანალოგია. ახალი საგადასახდო კოდექსით გადამხდელს პირველად ეძლევა უფლება, ჩამოწეროს გაფუჭებული საქონელი. "გვინდა გავზარდოთ მოსაკრებელი სათამაშო ბიზნესზე და გავზარდოთ წნეხი სპირტიან სასმელზე. ჩვენ ვცდილობთ სამართლიანი მიდგომის ჩამოყალიბებას. გვინდა გავუმარტივოთ საგადასახადო ცხოვრება ბიზნესს და მეორეს მხრივ, გვინდა თანაბრად გადანაწილდეს საგადასახადო წნეხი ბიზნესის ყველა სფეროზე", - დასძინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. |
ინფორმაცია საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ... |
|
|
|
Monday, 07 June 2010 13:43 |
საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებები მიმდინარე წლის 2 ივნისს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს გააცნო. როგორც მინისტრმა განაცხადა, ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ცვლილებები ბიზნესსექტორისთვის ბევრ პრივილეგიასა და საგადასახადო ვალდებულების შემსუბუქებას ითვალისწინებს. „ახალი კანონმდებლობის მიზანია, მეტი სიმარტივის, თავისუფლებისა და სანდოობის შეთავაზება ბიზნესსაზოგადოებისათვის,” - განაცხადა კახა ბაინდურაშვილმა. ბიზნესასოციაციამ ბოლო პერიოდში ფინანსთა სამინისტროსთან ინტენსიურად ითანამშრომლა და საგადასახადო კანონმდებლობის დახვეწის მიმართულებით საკუთარი კომენტარები და წინადადებები წარადგინა. ამავე თემაზე ფინანსთა მინისტრმა პირველი საჯარო შეხვედრა 1 ივნისს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გამართა. ბიზნესმენების შემდეგ კახა ბაინდურაშვილი მცირე მეწარმეებსა და გარე მოვაჭრეებსაც შეხვდება. საგადასახადო კოდექსი 98%-ით იცვლება. სამინისტრო იწყებს შეხვედრების სერიას მომზადებული ცვლილებების საჯარო განხილვისთვის. დაპირებისამებრ, მნიშვნელოვანი ცვლილებები ეხება მცირე ბიზნესს. მათ შეეთავაზებათ დაბეგვრის სამ განსხვავებულ რეჟიმი. სიახლეა ისიც, რომ ყოველთვიური დეკლარირების ნაცვლად, შემოვა ყოველკვარტალური დეკლარირების ვალდებულება, რაც მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ბიზნესისთვის. ერთიანდება საგადასახადო და საბაჟო ბარათები, რაც იმპორტიორებისთვის მოსახერხებელია. მიღებულია გადაწყვეტილება ადმინისტრიტების კუთხით წნეხის შემცირების თაობაზე. ცვლილებები აკანონებს საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტს და სხვა. ახალი საგადასახადო კოდექსი იურიდიულ სახეს საჯარო განხილვებისა და კონსულტაციების დასრულების შემდეგ მიიღებს და განსახილველად უკვე საქართველოს პარლამენტში შევა. |
|