მთავრობის კანცელარიაში ლევან ვარშალომიძისა და მთავრობის წევრების შეხვედრა გაიმართა… |
|
|
|
Sunday, 18 April 2010 09:12 |
საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ლევან ვარშალომიძისა და მთავრობის წევრების შეხვედრა გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრაზე გადაიჭრა ყველა ის პრობლემატური საკითხი, რომელიც რეგიონთან დაკავშირებით არსებობდა. მისივე თქმით, ძირითადი პრობლემები იყო დოკუმენტაციის ხელმოწერასთან და სერტიფიცირების საკითხებთან დაკავშირებით. ამასთან, როგორც ლევან ვარშალომიძემ აღნიშნა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეხვედრები კვარტალში ერთხელ გაიმართება. "შეხვედრაზე ვისაუბრეთ პრობლემატურ საკითხებზე. გადაწყდა, რომ აჭარის მოსახლობასა და მეწარმეებს გარკვეული დოკუმენტაციისთვის თბილისში ჩამოსვლა არ მოუწევთ. კონკრეტული საკითხები არსებობდა სერტიფიცირებასთან დაკავშირებით, მაგალითად იმისთვის, რომ ადგილობრივმა მეწარმემ გაიტანოს მანდარინი, აიღოს ნებართვა მეურნეობის წარმოებაზე, ნებართვა თბილისიდან იყო საჭირო. შეხვედრები იქნება მუდმივი", - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ. შეხვედრას საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე, აგრეთვე, “საქაერონავიგაციის” ხელმძღვანელი გიორგი კარბელაშვილი დაესწრნენ, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან – კულტურის მინისტრი მათე ტაკიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ემზარ ძირკვაძე, ფინანსთა მინისტრი ვაჟა ბოლქვაძე, ჯანდაცვის მინისტრი ლევან ანთაძე. ლევან ვარშალომიძემ აჭარისთვის ადმინისტრაციული უფლებამოსილების დელეგირების მინიჭების საკითხი რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე დააყენა.
|
ლევან ვარშალომიძემ აჭარისთვის ადმინისტრაციული უფლებამოსილების დელეგირებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა... |
|
|
|
Tuesday, 13 April 2010 14:06 |
ლევან ვარშალომიძემ გამართულ ბრიფინგზე აჭარისთვის ადმინისტრაციული უფლებამოსილების დელეგირებასთან დაკავშირებით ისაუბრა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ რეგიონისთვის ცალკეული ადმინისტრაციული უფლებების გამიჯვნა რამდენიმე პრობლემას ერთდროულად მოაგვარებს. "ეს გაამარტივებს მომსახურეობას და შექმნის საფუძველს უფრო ეფექტური გადაწყვეტილებები მიიღონ ადგილზე", - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
როგორც ბრიფინგზე აჭარის მათვრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, კონკრეტულად საქმე ეხება აჭარის საჯარო სკოლების დირექტორების დანიშვნას, ასევე ფერმერებისთვის საჭირო სერთიფიკატების გაცემას და სხვა ტექნიკური ხასიათის საკითხებს, რომელთა შესახებაც გადაწყვეტილებას რეგიონის მინისტრთა კაბინეტი ვერ იღებს.
"ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უფრო მეტ ავტონომიას კი არ მოვითხოვთ, არამედ ჩვენ მოვითხოვთ გვქონდეს უფრო მეტი საშუალება უკეთ განვახორციელოთ ჩვენი ავტონომიური უფლებები", – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ. მთავრობის თავმჯდომარემ ცენტრალურ მთავრობას მიმართა საკითხი საგანგებო თათბირზე განიხილოს. |
Wednesday, 07 April 2010 13:51 |
ამა წლის 1 აპრილს გაიმართა შეხვედრა სამშენებლო ფირმებისა და SGS ჯგუფის (მსოფლიოს წამყვანი კომპანია შემოწმების, ტესტირებისა და სერტიფიცირების დარგში) წარმომდგენლებს შორის საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ჯემალ ბილგინგულლუოგლუ და გენერალური მდივანი თამაზ შავაძე. დღესდღეობით SGS ჯგუფს დაფუძნებული აქვს მთვარი ოფისი ჟენევაში, ხოლო ფილიალები მთელ მსოფლიოში. სტამბულში არსებული ფილიალიადან აწარმოებს მომსახურებას სომხეთში, აზერბაიჯანში და უახლოეს მომავალში გეგმავს მომსახურების დანერგვას საქართველოში, კერძოდ ბათუმში. SGS ჯგუფი მომავალ პარტნიორებს სთავაზობს მომსახურების მთლიან პაკეტს, რომელშიც შედის ხარისხის, დროისა და ხარჯების ოპტიმიზაცია, სამუშაოების ეფექტური დაგეგმარება, რესურსების მენეჯმენტი, ტენდერის მენეჯმენტი, კონტრაქტის მენეჯმენტი და ა.შ. SGS ჯგუფი დასრულებული შენობებისათვის გასცემს საერთაშორისო სერთიფიკატს, რომლის მეშვეობითაც ადვილდება კრედიტის მიღება საერთაშორისო ბანკებიდან. შეხვედრის მონაწილეთათვის გაიმართა SGS ჯგუფის პრეზენტაცია, რის დასრულების შემდეგ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს მიეცათ საშუალება დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
|
ინვესტორთა შეხვედრა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსთან... |
|
|
|
Saturday, 13 March 2010 14:43 |
2010 წლის 12 მარტს საერთაშორისოინვესტორთა ასოციაცის ოფისში შედგა შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციის საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს ბატონ ზაზა გუმბერიძესა და ასოციაციის წევრებს შორის. შეხვედრა ეძღვნებოდა იმ საკითხებს, რომლებიც დაისვა ასოციაციის მმართველთა საბჭოს მიერ მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ამა წლის 25 თებერვალს. ბატონმა ზაზა გუმბერიძემ ინვესტორებს გააცნო იმ მუშაობის შედეგები, რომელიც მიმართულია პრობლემების მოგვარებისა და საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებისაკენ.
|
Thursday, 11 March 2010 00:00 |
საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან ერთად ატარებს ექსკლუზიურ სემინარს, რომელიც ეძღვნება „პოსტ - კრიზისულ“ გარემოსთან ბიზნესის ადაპტაციის საკითხებს. სემინარს დაესწრება 50 - მდე მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელი.
სემინარი ჩატარდება მიმდინარე წლის 18 მარტს TBC ბანკის ბათუმის ფილიალის ცენტრალურ ოფისში, ზუბალაშვილის ქ. № 37-ში.
სემინარს წაიყვანს ცნობილი ექსპერტი კრაინის ბიზნესის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტი ბ-ნი ალექსანდრე მერტენსი.
გთხოვთ იხილოთ დანართები:
სემინარის განრიგი
მონაწილის ანკეტა
სემინარის პრეზენტაცია
შეფასების ფურცელი |
Thursday, 25 February 2010 13:46 |
23-34 თებერვალს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საქმიანი ვიზიტით სტუმრობდა მსოფლიო ბანკის ჯგუფის (IFC) საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლები ბატონები ფილიპ კონდონი და ბაკურ მაისურაძე. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა მოინახულეს აჭარაში მოქმედი რამოდენიმე სამრეწველო საწარმო და გამართეს საქმიანი შეხვედრები ინვესტორებთან. IFC-ის წარმომადგენლები მიიღო საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ბ-ნ ჯემალ ბილგინგულლუოღლუმ. შეხვედრა ატარებდა გაცნობით ხასიათს, რაც ხელს შეუწყობს შემდგომში ურთიერთობების გაღრმავებას. |
|