ამინდი

ვალუტის კურსი

 

გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 17 July 2016 10:01

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 336

 
საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი „ჰუალინგ ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიის ზონის„ დირექტორს შეხვდა PDF Print E-mail
Wednesday, 13 July 2016 13:26

2016  წლის 12 ივლისს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ოსმან ჩალიშქანი (მჟავანაძე) ჰუალინგ ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიის ზონის დირექტორს ბატონ  სოსო ნიბლაძეს  შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ასოციაციის ოფისში გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აჭარის რეგიონის ეკონომიკურ და საინვესტიციო გარემოს. კერძოდ ტექსტილის სფეროს აჭარის რეგიონში და ამ  სფეროს გაფართოებას კერძოდ საუბარია ახალი ქარხნების გახსნაზე ქუთაისსში და აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.  საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მდივანმა სოსო ნიბლაძეს ყველა სახის ინფორმაცია მიაწოდა რითაც დაინტერესდა შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მნიშვნელობაზე და მის წევრ კომპანიებზე. ხოლო ბატონმა სოსომ ისაუბრა ინვესტორებისათვის ქუთაისის თიზ-ის მნიშვნელობაზე. რომელიც ასევე განსაკუთრებით მიმზიდველია ტექსტილის მწარმოებელთათვის. ჰუალინგ ჯგუფის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა განთავსებულია ქ. ქუთაისში. ქუთაისი მნიშვნელობით საქართველოს მეორე ისტორიული და სამრეწველო ქალაქია, რომელიც მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, მდინარე რიონზე, ქვეყნის მთავარი ავტომაგისტრალის გასწვრივ. 35.92 ჰექტარზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, ჰუალინგ ჯგუფის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 5 წლის მანძილზე შეადგენს 31. 170. 000 აშშ დოლარს. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შესახებ კანონზე დაყრდნობით ჰუალინგ ჯგუფმა უკვე დაასრულა თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიის მოწყობა. ინდუსტრიულ ზონაში ჰუალინგ ჯგუფის მიერ შექმნილია და უკვე წარმატებულად მუშაობს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ხის გადამამუშავებელი და ავეჯის დასამზადებელი საწარმოები, რომლებშიც წარმოებული პროდუქციის ექსპორტირება ხდება მეზობელ ქვეყნებში. ჰუალინგ ჯგუფმა საქართველოში 48 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე შეიძინა 20 წლიანი ლიცენზია 2.400.000 მ3 სამშენებლო ქვის მოპოვების უფლებით, რომლის გადამუშავება ხდება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებულ ქვის გადამამუშავებელი ქარხანაში, სადაც კომპანიის მიერ დამონტაჟებულია და ფუნქციონირებს 400.000 აშშ დოლარის ღირებულების თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა. ჰუალინგ ჯგუფის მიზანია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის დატვირთვის გასაზრდელად მეტი უცხოელი ინვესტორის მოზიდვა, რაც შესაბამისად გაზრდის ადგილობრივ მცხოვრებთა დასაქმების მაჩვენებელს.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 10 July 2016 13:25

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 335

 
გილოცავთ რამაზან ბაირამის დღესასწაულს თქვენ და თქვენს ოჯახს! PDF Print E-mail
Tuesday, 05 July 2016 09:08

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 03 July 2016 09:06

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 334

 
ციხისძირში ახალი სასტუმრო გაიხსნა PDF Print E-mail
Monday, 27 June 2016 05:40

აჭარის რეგიონს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მაღალი კლასის სასტუმრო - "კასტელო მარე" შეემატა. ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსის ოფიციალური გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა ახლადგახსნილი სასტუმრო დაათვალიერა და სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს. მან იმედი გამოთქვა, რომ აჭარაში განხორციელებული მსხვილი ბიზნესპროექტი, რომელშიც 25-მილიონიანი ინვესტიცია ჩაიდო, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და მოსახლეობის დასაქმებას. "ეს არის ულამაზესი, აბსოლუტურად უნიკალური დასასვენებელი და სამკურნალო კომპლექსი, რომელიც ბუნების ამ ულამაზეს წიაღში, ისტორიულ ადგილას, მართლაც ქამელეონივით შეერწყა უმშვენიერეს გარემოს. ეს არის კომპლექსი, რომელმაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა ისედაც ძალიან ლამაზ ლანდშაფტს. აქ 25 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია უკვე დაიხარჯა, მაგრამ ეს კიდევ არ არის დასასრული და შემო გარენის განვითარების ძალიან ამბიციური გეგმები გააჩნია ბატონ სოსო ორჯონიკიძეს. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, ის რომ ბატონმა სოსომ წარმატებას მიაღწია ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მან საკუთარი კაპიტალის ძალიან დიდი ნაწილი დააბანდა საქართველოში და ის კიდევ აგრძელებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს," - განაცხადა პრემიერმა.  ტურისტულად მიმზიდველ რეგიონში მდებარე სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი "კასტელო მარე" შედგება 8 სხვადასხვა კატეგორიის 90 ნომრისგან. იგი მოიცავს შიდა და გარე საცურაო აუზს, სპა ცენტრს, რესტორანს, ღია ბარს ტერასაზე და სანაპიროზე. კორპორატიული ღონისძიებებისთვის სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს 200 ადამიანზე გათვლილ საკონფერენციო დარბაზს. კომპლექსში განთავსებულია ფიტნეს ცენტრი, ჩოგბურთის მოედანი, საბილიარდო, 4-ბილიკიანი ბოულინგი, ლაზერული ტირი და დაივინგის სკოლა. დამსვენებელი სანაპიროზე მოხვდება უახლესი თაობის დახრილი ლიფტების მეშვეობით.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 26 June 2016 08:26

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 333

 

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 19 June 2016 08:28

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 332

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 12 June 2016 07:17

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 331

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 05 June 2016 08:32

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 330

 
<< Start < Prev 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 Next > End >>

Page 68 of 125