ამინდი

ვალუტის კურსი

 

გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 28 August 2016 13:38

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 342

 
საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ თურქეთის ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს წევრებს უმასპინძლა PDF Print E-mail
Wednesday, 24 August 2016 13:32

2016 წლის 24 აგვისტოს,  საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისს, სამუშაო ვიზიტით თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) წარმომადგენლები სტუმრობდნენ. სტუმრები აჭარაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. შეხვერდა ინვესტორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა, თურქეთის დელეგაციას DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ იანგინი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში იასინ თემიზქანი, მუსიად საქართველოს, ბასიადის და ბათიადის წარმომადგენლები და ასევე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია. ასევე ხაზი გაესვა ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებით რეგიონში უკვე მიმდინარე პროექტებს და მომავალში ამავე სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებსაც. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს იმის შესახებაც, რომ თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოსა და თურქეთს ბიზნეს-სექტორებს შორის რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.ძირითადი აქცენტი გაკეთდა საქართველოდან საქონლის ექსპორტზე. თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს წევრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს მთავრობას, იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც გამოხატულ იქნა 15 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით. „აღნიშნულ პოზიციას თურქეთის ბიზნესწრეები დიდი სიხარულით შეხვდნენ. ეს იყო უპრეცედენტო მხარდაჭერა, რომელიც ერთმა ქვეყანამ შეიძლება გამოხატოს მეორის მიმართ“ - განაცხადა თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ იანგინმა.

 
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურქეთის ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს წევრებს შეხვდა PDF Print E-mail
Wednesday, 24 August 2016 13:27

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე  თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) წარმომადგენლებს შეხვდა. DEIK-ის წარმომადგენლები საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე სულხან ხალვაში და აჭარის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ნაყეური. თურქეთის დელეგაციას DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ იანგინი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში იასინ თემიზქანი, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ოსმან ჩალიშქან (მჟავანაძე) და სხვა წევრები.  შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია. ასევე ხაზი გაესვა ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებით რეგიონში უკვე მიმდინარე პროექტებს და მომავალში ამავე სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებსაც. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს იმის შესახებაც, რომ თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოსა და თურქეთს ბიზნეს-სექტორებს შორის რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მწუხარება გამოთქვა თურქეთის რესპუბლიკაში ბოლო პერიოდში გახშირებული ტერაქტების გამო და თურქეთის ხელისუფლებისა და ხალხის მიმართ თანადგომა გამოხატა.n“თურქეთი ჩვენთვის პარტნიორი ქვეყანაა და მნიშვნელოვანია ის პროექტები,რომლებიც ხორციელდება დღესდღეობით ჩვენს რეგიონში. დაიგეგმა ბიზნეს ფორუმების გამართვა. ჩვენ მაქსიმალურად ვართ დაინტერესებული თურქი ინვესტორების შემოსვლით ჩვენს რეგიონში. განვიხილეთ მიმდინარე და მომავალი პროექტები. მე ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა რაც ხელს უწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას” - განაცხადა ზურაბ პატარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 
დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს დელეგაციას შეხვდა PDF Print E-mail
Wednesday, 24 August 2016 13:19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების - თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. დელეგაციას ხელმძღვანელობდა DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარე ჯემალ იანგინ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია. ასევე დადებითი შეფასება მიეცა ორი ქვეყნის ურთიერთობებს ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებით. აღინიშნა, რომ თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოსა და თურქეთს ბიზნესსექტორებს შორის რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს წევრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს მთავრობას, განსაკუთრებით კი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც გამოხატულ იქნა 15 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით. - განაცხადა თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ იანგინმა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ თურქეთის ელჩი საქართველოში ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია და ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე ქენან ილდირიმი.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 21 August 2016 05:07

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 341

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 14 August 2016 11:52

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 340

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 07 August 2016 07:55

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 339

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 31 July 2016 11:51

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 338

 
თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის შეხვედრა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან PDF Print E-mail
Friday, 29 July 2016 05:58

2016 წლის 28 ივლისს, თურქეთის რესპუბლიკის  გენერალური კონსული ბათუმში ბატონი იასინ თემიზქანი საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში, ასოციაციის წევრი კომპანიების წამომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს რამდენიმე საკითხი, მათ შორის ორ ქვეყანს შორის თანამშრომლობის გარღმავება ეკონომიკის და ვაჭრობისა  სფეროებში. კონსულმა თურქეთში რამდენიმე დღის წინ  მომხდარ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე გაამახვილა ყურადღება. იასინ თემიზქანმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ეკონომიკური კრიზისი დაძლეულია, მეტიც ეროვნული ვალუტა ლირა დოლართან მიმართებაში მკვეთრადაა გამყარებული.  თურქეთის რესპუბლიკა კი  ინვესტორებისათვის კვლავინდებურად სტაბილურია.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 24 July 2016 13:21

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 337

 
<< Start < Prev 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 Next > End >>

Page 64 of 122