ტუროპერატორები თურქეთიდან |
|
|
|
Tuesday, 17 March 2015 13:18 |
2015 წლის 16 მარტს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ბათუმის ტურისტული სააგენტოს დირექტორმა სოფო ლაზიშვილმა თურქეთიდან ტურ ოპერატორებს უმასპინძლა. შეხვედრაზე ძირითადად განიხილეს ტურიზმის სფეროში არსებული პრობლემები.რიგები სარფში საქართველოს საზღვარზე და დაბალი ხარისხის სერვისი მომსახურების სფეროში - ამ პრობლემებს თურქი ტუროპერატორები ბათუმში ტურისტების ნაკადის შემცირების მიზეზებად ასახელებენ. ქართველი ტუროპერატორებისა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინიციატივით სპეციალური სერვისი ამოქმედდება, რათა ტურისტების ჯგუფმა საზღვარი ურიგოდ გადალახოს. მომსახურების ხარისხის გაუჯობესების კუთხით, თავიანთი გამოცდილება ერთმანეთს ქართველმა და თურქმა ტუროპერატორებმაც გაუზიარეს. ისინი ბათუმში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმყოფებოდნენ. |