შეხვედრა თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან
Sunday, 05 November 2023 06:58
2023 წლის 3 ნოემბერს ქ.ანკარაში საქართველოს საელჩოში, Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გიორგი ჯანჯღავას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიმდინარე აქტუალური საკითხები, თურქეთ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერობები და საქართველოს საინვესტიციო გარემო და ერთობლივად ბიზნეს ფორუმების ორგანიზება. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მმართველთა საბჭოს წევრები.
შეხვედრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან
Sunday, 05 November 2023 06:54
2023 წლის 3 ნოემბერს ქ.ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს იასინ ექრემს შეხვდა. გამართულ შეხვედრაზე მხარებმა ისაუბრეს მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, საერთაშორისო პარტნიორების გაზრდის მნიშვნელობაზე და სამომავლო გეგმებზე. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მმართველთა საბჭოს წევრები.
შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს სეზაი უჩარმაქთან
Sunday, 05 November 2023 06:36
2023 წლის 3 ნოემბერს ქ.ანკარაში თურქეთის ვაჭრობის სამინისტროში, Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეს სეზაი უჩარმაქს შეხვდა. მიმდინარე შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, საქართველოს ხელსაყრელი საინვესტიციო პოტენციალი და ექსპორტ-იმპორტის საკითხები. აღნიშნულ შეხვედრას Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მმართველთა საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.
შეხვედრა საქართველოს გენერალურ კონსულთან ალექსანდრე ჯიშკარიანთან
Sunday, 05 November 2023 06:31
2023 წლის 2 ნოემბერს თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) სათაო ოფისს ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი ეწვია. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს მიმდინარე აქტუალური საკითხები, თურქეთ-საქართველოს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობა, იმპორტ-ექსპორტის საკითხები, განხორციელებული აქტივობები და სამომავლოდ ერთობლივად ბიზნეს ფორუმების ორგანიზება. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ თურქეთის საგარეო ეკონომოკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) პრეზიდენტი ნაილ ოლფაქი, Deik-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე.