ამინდი

ვალუტის კურსი

 

გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 15 January 2023 12:41

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 675

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 08 January 2023 12:13

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 674

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 01 January 2023 06:44

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 673

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 25 December 2022 08:56

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 672

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 18 December 2022 15:02

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 671

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი.. PDF Print E-mail
Sunday, 11 December 2022 08:56

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 670

 
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საქმიანობის შესახებ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა PDF Print E-mail
Saturday, 10 December 2022 09:34

2022 წლის 9 დეკემბერს ქ. სტამბოლში თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) ოფისში ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საქმიანობის შესახებ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა, DEIK-ის  თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან  მჟავანაძე, DEIK-ის  თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წევრები, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალური დირექტორი დავით ებრალიძე, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ინვესტიციების მოზიდვის დეპარტამენტის უფროსი თამარ სახეიშვილი და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. შეხვდრის მსვლელობისას, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალურმა დირექტორმა დავით ებრალიძემ და ინვესტიციების მოზიდვის დეპარტამენტის უფროსმა თამარ სახეიშვილმა წარადგინეს პრეზენტაცია, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საქმიანობისა და  საქართველოსა და ფოთის საინვესტიციო შესაძლებლობების  შესახებ. შეხვდრა დასრულდა კითხვა პასუხის რეჟიმით.

 
შეხვედრა საერთაშორისო გადამზიდავთა ასოციაციის (UND) წევრებთან PDF Print E-mail
Saturday, 10 December 2022 09:30

2022 წლის 9 დეკემბერს, DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე საერთაშორისო გადამზიდავთა ასოციაციის (UND) წევრებს შეხვდა. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს, მიმდინარე აქტუალური საკითხები, ორი ქვეყანის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ლოჯისტიკაში არსებული სიახლეები და გამოწვევები, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე სატვირტთო ავტომობილების შეუფერხებლად გადაადგილების პრობლემები და მისი გადაჭრის გზები.  აღნიშნულ შეხვდრას,  DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წევრი, ექსიმ იათირიმ ჰოლდინგისა და აჭარ ენერჯი 2007-ს დირექტორი ჩაღათაი ულქერი,  საერთაშორისო გადამზიდავთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ალფერ ოზელი და ამავე ასოციაციის წევრები ესწრებოდნენ.

 
შეხვედრა ექსიმ იათირიმ ჰოლდინგის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარესთან PDF Print E-mail
Saturday, 10 December 2022 09:24

2022 წლის 8 დეკემბერს Deik-ის თურქეთ საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე, ექსიმ იათირიმ ჰოლდინგის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეს ებუბექირ თივნიქლისა და ექსიმ იათირიმ ჰოლდინგისა და აჭარ ენერჯი 2007-ს დირექტორს ჩაღათაი ულქერს შეხვდა. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს თურქეთ-საქართველოს ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობებზე, ენერგეტიკის სფეროში არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს საინვესტიციო გარემოზე და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე.

 
შეხვედრა ასოციაციას, საერთაშორისო გადამზიდავთა ასოციაციის წევრებთან PDF Print E-mail
Saturday, 10 December 2022 08:59

2022 წლის 1 დეკემბერს ინვესტორთა ასოციაციას, საერთაშორისო გადამზიდავთა ასოციაციის (UND) წევრები ეწვივნენ. შეხვედრის მსვლელობისას მხარებმა ისაუბრეს მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, საერთაშორისო გადაზიდვების მნიშვნელობაზე, ლოჯისტიკაში არსებულ გამოწვევებზე და თურქეთ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე. DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს სტუმრობისთვის.

 
<< Start < Prev 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 Next > End >>

Page 4 of 114