ასოციაციის თავმჯდომარის შეხვედრა ზირაათ ბანკის დირექტორთან
Tuesday, 23 March 2021 09:55
საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოცაიციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ, ზირაათ ბანკის ბათუმის ფილიალის დირექტორთან ზაზა ფარსენაძესთან სამუშაო ვიზიტი გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ზირაათ ბანკის ბათუმის ფილიალის დირექტორის მოადგილე ალი მეჯითი და საკრედიტოს უფროსი მამუკა ფარსენაძე. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში ეკონომიკური გარემოს გაუმჯობოსების გზებზე, უცხოური ინვესტიციების მოზდვის მნიშვნელობაზე საქართველოში და ასევე განიხილეს ის მნიშვნელოვანი ფაქტორები რაც ახალი ინვესტიციების მოზიდვისთვის მნიშვნელოვანია. ასოციაციის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს ასოციაციაში სტუმრობისთვის.
შეხვედრა სასტუმრო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან
Tuesday, 23 March 2021 09:48
შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა, პანდემიის ფონზე ტურიზმის სფეროში წარმოქმნილი პრობლემებისა და გადაჭრის გზების განხილვა. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს, სასტუმრო ინდუსტრიაში არსებულ პრობლემებზე, ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტებისთვის პანდემიის ფონზე უსაფრთხო და მიმზიდველი ტურისტული გარემოს ჩამოყალიბებაზე და რეგულაციების ეტაპობრივად შემსუბუქების არსებით მნიშვნელობაზე. ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სტუმრებს გაუზიარა ინფორამცია ასოციაციისა და წევრი კომპანიების საქმიანობის შესახებ.
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი...
საქართველოს სერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თამვჯდომარემ, ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ, საქართველოს იშ ბანკის გენერალურ დირექტორთან ბატონ ოზან გურთან და გენერალური დირექტორის მოადგილესთან ბატონ ჰაქან ქურალთან, სამუშაო შეხვედრა გამართა
Sunday, 28 February 2021 13:29
შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს, პანდემიის ფონზე შექმნილ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ქვეყანაში და კერძოდ აჭარის რეგიონში ახალი ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ხაზი გაუსვეს უსაფრთხო ფინანსური გარემოს მნიშვნელობას უცხოელი ინვესტორებისთვის. ასოციაციის თავმჯდოამრემ, მადლობა გადაუხადა სტუმრებს ნაყოფიერი შეხვედრისთვის.
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი...
საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან ბატონ ლევან ვეფხვაძესთან ონლაინ ფორმატში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს ის აქტუალური პრობლემები რაც პანდემიამ შეუქმნა კომპანიებს, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორები როგორიცაა კვალიფიკაციური კადრები და გაზრდილი ტარიფები, სასწავლო კურსების გახსნა, რომელიც ხელს შეუწყობს კვალფიიკაციური კადრების არსებობას ხელს, ასევე ისაუბრეს ელექტროენერგიის ტარიფების ზრდის გავლენა კომპანიების საქმიანობაზე და არსებული პრობლემის გადაჭრის გზებზე. მხარეებმა ასევე შეთანხმდნენ ურთიერთნამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე და ისაუბრეს სამომავლოდ ერთობლივად სხვადასხვა პროექტების განხორციელებაზე. ასოციაციის თავმჯდოამრემ მადლობა გადაუხადა ბატონ ლევანს ნაყოფიერი შეხვედრისთვის.
შეხვედრა TAV Georgia-ს წარმომადგენელთან ბათუმში ბატონ ალი ოზგურ ფეჰლივანთან
Saturday, 20 February 2021 12:37
საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ, TAV Georgia-ს წარმომადგენელს ბათუმში ბატონ ალი ოზგურ ფეჰლივანსეწვია და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი დაათვალიერა. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს საჰაერო მიმოსვლის აღდგენასა და ფრენების განრიგის შესახებ, განიხილეს ის აქტუალური პრობლემები, რომლებიც პანდემიიის ფონზე შეიქმნა ავიაციაში და ასევეხაზი გაუსვეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების მნიშვნელობას. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოები მალე დასრულდება რის შედეგადაც ბათუმის აეროპორტი შეძლებს წელიწადში 1 200 000 მგზავრს გაუწიოს მომსახურება, რაც ერთობ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ასოციაციის თავმჯდომარემ მიულოცა ეს წარმატება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციასა და სრულიად საქართველოს. TAV Georgia-ს წარმომადგენელმა ბათუმში ბატონ ალი ოზგურ ფეჰლივანმა მადლობა გადაუხადა ბატონ ოსმანს სტუმრობისთვის.