Friday, 18 June 2021 11:08 |
15 ივნისს, საქართველოს გაეროს ასოციაციასთან თანამშრომლობით დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით ბათუმში დასაქმების ფორუმი გაიმართა. აღნიშნულ ფორუმზე მონაწილეობას იღებდა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაც. ასოციაციის სახელით გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ფორუმის ორგანიზატორებს და წარმატებები ვუსურვოთ თითოეულ კომპანიასა და დასაქმების მსურველებს. |
საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე, თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP), ტრაპიზონის რეგიონალური ოფისის თავმჯდომარეს და ექიმს სეზგინ მუმჯუს ეწვია |
|
|
|
Friday, 18 June 2021 11:03 |
10 ივნისს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე, თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP), ტრაპიზონის რეგიონალური ოფისის თავმჯდომარეს და ექიმს სეზგინ მუმჯუს ეწვია, თავმჯდომარედ დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს, პანდემიისგან შექმნილი პრობლემები, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა, ახალი ინვესტიციების მოზიდვა, სარფის სასაზღვრო პუნქტის გახსნა, და ხაზი გაუსვეს ახალი ავიარეისის თბილისი-ბათუმი-ტრაპიზონი/ტრაპიზონი-თბილისი-ბათუმის მიმართუმელიბით დაგეგმვის მნიშვნელობას. ასოციაციის თავმჯდომარემ, ბატონი სეზგინი საქართვლოში მოიწვია. ბატონმა სეზგინმა, ბატონ ოსმანს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ჩამოვა საქართველოში. |
ასოციაციაციის თავმჯდომარის ოსმან ჩალიშქან მჟავანაძის და თურქეთის, ქალაქ ტრაპიზონში, სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მ. სუათ ჰაჯისალიოღლუს და მმართველთა საბჭოს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა |
|
|
|
Friday, 18 June 2021 10:56 |
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს, კოვიდ პანდემიის მიერ გამოწვეული პრობელემბი, თურქეთ-საქართველოს შორის სახმელეთო საზღვრების გახსნის მნიშვნელობა, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები, ერთობლივად ახალი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება. ბატონმა ოსმანმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია, თბილისი-ბათუმი-ტრაპიზონი/ტრაპიზონი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ახალი ავიარეისის დაგეგმვის შესახებ, შეხვედრის მონაწილეებმა სრული მხარდაჭერა გამოთქვეს და მადლობა გადაუხადეს ბატონ ოსმანს სტუმრობისთვის. ასოციაციის თავმჯდომარემ, ქ.ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს მ. სუათ ჰაჯისალიოღლუს და მმართველთა საბჭოს წევრები მოიპატიჟა საქართველოში. |
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... |
|
|
|
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... |
|
|
|
|