„ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ |
|
|
|
Wednesday, 02 June 2021 11:25 |
28 მაისს, საქართველოში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ფორუმი, პანდემიით გამოწვეული გარემოებების გათვალისწინებით, სემინარის ფორმატში ჩატარდა. ფორუმში მონაწილეობდა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი პირები, საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციები, საკვირაო სკოლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელმძღვანელები, უცხოეთში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე თანამემამულეები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეების, ბიზნესის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ფორუმის მიმდინარეობისას, ასევე გაიმართა ორი თემატური შეხვედრა, ‘’ეკონომიკა და ბიზნესი, ქართული დიასპორა ქვეყნის განვითარებისათვის’’ და „განათლება და კულტურა“ სადაც განხილული იქნა სამეწარმეო და საინვესტიციო გარემო, ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები და ქართული დიასპორის განსაკუთრებული როლი კულტურულ დიპლომატიაში. ფორუმს, წარმოშობით ქართველი (ჩვენებური) საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძეც ესწრებოდა, ბატონმა ოსმანმა მადლობა გადაუხადა, საქართველოს მთავრობას, ფორუმის ორგანიზატორებსა და ყველა მონაწილეს, ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრის ჩატარებისთვის. |
‘’გაუზიარე სიცოცხლე-გაიღე სისხლი‘’ |
|
|
|
Wednesday, 02 June 2021 09:36 |
24 მაისს, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაიციამ წევრ კომპანიებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო, შპს ‘’ ჰემა 2012‘’ სისხლის ბანკის ‘’გაუზიარე სიცოცხლე-გაიღე სისხლი‘’ საქველმოქმედო აქციაში. საქველმოქმედო აქციაში, აჭარა ტექსტილის, BTM ტექსტილის, ბათუმი ტექსტილის, ჯორჯიან ტექსტილის, ფასთ თრექ ტექსტილის, ტავ ჯორჯიას, სასტურმო wyndham-ის, THY თურქეთის ავიახაზების, ნუროლ ჯორჯიას, ოზურგეთი დენიმის და ბათუმი პეტროლიუმის ოცდახუთამდე წარმოამდგენელმა ჩაერთო. კორონა ვირუსული პანდემიის დროს, სხვადასხვა პრობლემებთან ერთად, შემცირდა სისხლის დონორთა რაოდეობა, ჩვენ წევრ კომპანიებთან ერთად, სისხლის გაცემით გვსურს მცირე წვლილი შევიტანოთ ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. ჩვენი ერთობლივი ძალებით, უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე აღნიშნა ასოციაციის თავმჯდომარემ. შპს „ჰემა-2012“-ის სისხლის ბანკი სისხლის კომპონენტებით ამარაგებს აჭარის, გურიის, ფოთის და თბილისის სამედიცინო დაწესებულებებს. |
Wednesday, 02 June 2021 09:11 |
25 აპრილს, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე დაესწრო, აჭარის ტელევიზიის დილის ტალღის გადაცემას, რომელიც დამიანესთვის გაიმართა და ასოციაციის სახელით შეიძინა სურათები, რითაც მცირე წვლილი შეიტანა დამიანეს ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის, ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავდგეთ და დავეხმაროთ პატარა დამიანეს. |
საქთა ასოციაციიის თავმჯდოამრის ინტერვიუ აჭარის ტელევიზიაში, თემაზე: დიაგონალრუი კუმუართველოს საერთაშორისო ინვესტორლაცია |
|
|
|
Wednesday, 02 June 2021 09:04 |
1. რას ნიშანვს დიაგონალური კუმულაციის შეთანხმება?
ეს არის შეთანხმება, რომელიც ფუნქციონირებს ორზე მეტ ქვეყანას შორის თუ ამ ქვეყნებს გააჩნიათ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება წარმოების მსგავსი წესებით.
აღნისნული შეთანხმება ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირის გაძლიერებას.
2. რას ითვალისწინებს დიაგონალური კუმულაციის შეთანხმება?
დიაგონალური კუმულაციის პრინციპის ამოქმედება ითვალისწინებს თურქეთიდან შემოტანილ ნედლეულით საქართველოში დამზადებული პროდუქციის გატანას ევროკავშირის ბაზარზე.
აღნიშნული შეთანხმების თანახმად თურქულ ნედლეულზე საქართველოში დამზადებული პროდუქცია ჩაითვლება ქართულ პროდუქციად და შესაბამისად მოხდება მისი გატანა ევროკავშირის ბაზარზე სადაც ‘’Made in Georgia’’ ეტიკეტით იქნება წარმოდგენილი. აქვე მინდა დავამატო ისიც რომ ნედლეულის შემოტანით მოხდება წარმოებული პროდუქციის ნაირსახეობების გაზრდა და კომპანიებს შეეძლებათ წარმოება გადმოიტანონ საქართველოში და აღარ მოუწიოთ სხვა ქვეყანაში წარმოების განხორციელება.
-ეროკავშირის ბაზარზე რომ შევიდეს პროდუქცია ამისათვის მნიშვენლოვანია იყოს წარმოებული საქართველოში ეს შეთანხმება კი სწორედ ამის საშუალებას იძლევა.
3. წარმოების რა სახეობებზე გავრცელდება დიაგონალური კუმულაციის შეთანხმება?
ყველზე მეტად ეს შეეხება ტექსტილის, ავეჯისა და სამშენებლო სფეროებისთვის საჭირო ნედლეულის შემოტანას.
4. რა ნედლეულის შემოტანა იქნება შესაძლებელი თურქეთიდან დიაგონალური კუმულაციის შეთანხმების ფარგლებში?
ამ შეთანხმების ფარგლებში შესაძლებელი იქნება ყველა სახის ნედლეულის შემოტანა საქართველოში.
5. ვის შეეძლება ამ ნედლეულის შემოტანა? მხოლოდ თურქ ბიზნესმენებს და თურქეთის მოქალაქეებს თუ ქართველ ბიზნესმენებსა და საქართველოს მოქალაქეებსაც?
ნედლეულის შემოტანა შეეძლებათ როგორც თურეთის ასევე საქართველოს მოქალაქეებსაც, რაც ვფიქრობ ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ინვესტორების დაახლოებას და სამომავლოდ ერთობლივად კომპანიების დაარსებას. |
|