2022 წლის 6-12 აგვისტოს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინსტორს ორგანიზებით საზღვარგარეთ თურქეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა ‘’ელჩების მე-13 კონფერენცია’’ იმართება. დღეს, ღონისძიების ფარგლებში საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოში (DEIK) შემავალ ბიზნეს საბჭოებთან სამუშაო შეხვედრები გაიამრთა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს დღის წესრიგში არსებული საკითხები, საერთაშორისო პარტნიორების გაზრდის მნიშვნელობა, სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა სადაც, DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ ხაზი გაუსვა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას, მეტი უცხოური ინვესტიციის განხორციელების ხელშეწყობას და ორ ქვეყანას შორის ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების დაგეგმვას რაც ისევ და ისევ ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთბების გაღრმავებას.
შეხვედა თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილესთან
Friday, 12 August 2022 12:02
2022 წლის 10 აგვისტოს DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე ნადირ ალფასლანს სამუშაო ვიზიტით ეწვია. შეხვდრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს, ორ ქვეყანას შორის კულტურისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე, დღის წესრიგში არსებულ აქტულურ საკითხებზე და სამომავლოდ ერთობლივად სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვაზე. მოგეხსენებათ, რომ ბატონი ნადირ ალფასლანო ესწრებოდა 13-15 მაისს ბათუმში ჩატარებულ ტურისტულ გამოფენას, რისთვისაც ბატონმა ოსმანმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა.
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი...
შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან
Wednesday, 27 July 2022 11:20
2022 წლის 8 ივლისს DEIK-ის თურქეთ საქართველოს ბიზნეს-საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე გაცნობითი ხასიათის ვიზიტით, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალი ქაან ორბაის ეწვია. ბატონმა ოსმანმა ელჩს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს, საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე, სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობის გაძლიერებაზე და ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე. შეხვედრის მსვლელობისას ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ ბატონ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია ასოციაციისა და წევრი კომპანიების საქამიანობის შესახებ და მოიწვია ინვესტორთა ასოციაციაში.