ამინდი

ვალუტის კურსი

 

თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 99-ე წლის იუბილე PDF Print E-mail
Sunday, 13 November 2022 10:18

2022 წლის 27 ოქტომბერს ქ. თბილისში თურქეთის საელჩოში, თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 99-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასოციაციების ხელმძღვანელები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ. აღნიშნულ შეხვედრას ასევე დაესწრო, DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე. ბატონმა ოსმანმა მადლობა გადაუხადა თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ბატონ ალი ქაან ორბაის და თანამშრომლებს შეხვედრის ორგანიზებისთვის.

 
შეხვედრა სადეზღვეო კომოპნია უნისონთან PDF Print E-mail
Sunday, 13 November 2022 10:14

2022 წლის 26 ოქტომბერს DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე სადაზღვევო კომპანია უნისონის გენერალურ დირექტორს ვასილ ახრახაძეს სამუშაო ვიზიტით ეწვია. შეხვედრაზე, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციასა და კომპანია უნისონს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. თანამშრომლობის მიზანია ინვესტორებისათვის სადაზღვევო მომსახურების შეთავაზება. სადაზღვევო კომპანია უნისონი უახლოეს მომავალში შემოურთდება ინვესტორთა ასოციაციას.

 
შეხვედრა საქართველოს იშ ბანკის გენერალურ დირექტორთან PDF Print E-mail
Sunday, 13 November 2022 10:05

2022 წლის 27 ოქტომბერს DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე საქართველოს იშ ბანკის გენერალურ დირექტორს ჰუსეინ ემრე ილმაზს ეწვია. მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრის მსვლელბისას მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე აქტულურ საკითხებზე, საქართველოს საინვესტიციო გარემოზე და უცხოური ინვესტიციის მოზიდვის მნიშვნელობაზე.

 
კომპანია ბეკოს 25 წლის იუბილე PDF Print E-mail
Sunday, 13 November 2022 10:02

2022 წლის 25 ოქტომბერს ქ. თბილისში შერატონ მეტეხი პალასში, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდი „ბეკო“ საქართველოში საქმიანობის 25 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა. ბეკოს 25 წლის იუბილეს 700 სტუმარი, მათ შორის საჯარო პირები, ბიზნეს სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღნიშნულ ღონისძიებას ასევე დაესწრო, DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე. კომპანიამ საქართველოში საქმიანობა 1997 წელს, ბათუმში გახსნილი ერთი მაღაზიით დაიწყო, დღეს კი „ბეკოს“ ანგარიშზე ქვეყნის მასშტაბით 98 სავაჭრო წერტილი, 5 სერვის ცენტრი, 800 დასაქმებული ადამიანი და ასობით ათასი ერთგული მომხმარებელია.

 
შეხვედრა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან PDF Print E-mail
Sunday, 13 November 2022 09:58

2022 წლის 25 ოქტომბერს, DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წევრები და თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალი ქაან ორბაის სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს, საქართველო-თურქეთს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე, საქართველოს საინვესტიციო გარემოზე და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე.

 
შეხვედრა საქართველოში თურქეთის ავიახაზების დირექტორთან PDF Print E-mail
Sunday, 13 November 2022 09:52

2022 წლის 25 ოქტომბერს, DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე საქართველოში თურქეთის ავიახაზების დირექტორს ქენან ინჯეს ეწვია. მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიმდინარე აქტუალური საკითხები, თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები და საჰაერო მიმოსვლების გაზრდის შესაძლებლობები.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 06 November 2022 09:43

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 665

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 30 October 2022 18:04

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 664

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 23 October 2022 06:57

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 663

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 16 October 2022 10:52

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 662

 
<< Start < Prev 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 Next > End >>

Page 18 of 126