ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საქმიანობის შესახებ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა
Saturday, 10 December 2022 09:34
2022 წლის 9 დეკემბერს ქ. სტამბოლში თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) ოფისში ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საქმიანობის შესახებ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა, DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე, DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წევრები, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალური დირექტორი დავით ებრალიძე, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ინვესტიციების მოზიდვის დეპარტამენტის უფროსი თამარ სახეიშვილი და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. შეხვდრის მსვლელობისას, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალურმა დირექტორმა დავით ებრალიძემ და ინვესტიციების მოზიდვის დეპარტამენტის უფროსმა თამარ სახეიშვილმა წარადგინეს პრეზენტაცია, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საქმიანობისა და საქართველოსა და ფოთის საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. შეხვდრა დასრულდა კითხვა პასუხის რეჟიმით.
შეხვედრა საერთაშორისო გადამზიდავთა ასოციაციის (UND) წევრებთან
Saturday, 10 December 2022 09:30
2022 წლის 9 დეკემბერს, DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე საერთაშორისო გადამზიდავთა ასოციაციის (UND) წევრებს შეხვდა. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს, მიმდინარე აქტუალური საკითხები, ორი ქვეყანის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ლოჯისტიკაში არსებული სიახლეები და გამოწვევები, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე სატვირტთო ავტომობილების შეუფერხებლად გადაადგილების პრობლემები და მისი გადაჭრის გზები. აღნიშნულ შეხვდრას, DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წევრი, ექსიმ იათირიმ ჰოლდინგისა და აჭარ ენერჯი 2007-ს დირექტორი ჩაღათაი ულქერი, საერთაშორისო გადამზიდავთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ალფერ ოზელი და ამავე ასოციაციის წევრები ესწრებოდნენ.