ამინდი

ვალუტის კურსი

 

საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში ახალ ინვესტორთან გაიმართა შეხვედრა PDF Print E-mail
Thursday, 03 August 2017 18:30

2017 წლის 3 აგვისტოს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას სმმ ტექსტილის მფლობელი ბატონი მურათ შიმშეკი ეწვია. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აჭარის რეგიონის ეკონომიკურ და საინვესტიციო გარემოს. კერძოდ ტექსტილის სფეროს აჭარის რეგიონში, საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ბატონმა ჯემალ ბილგინგულლუოღლუმ ბატონ მურათ შიმშეკს ყველა სახის ინფორმაცია მიაწოდა რითაც დაინტერესდა. ასევე საუბარი თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებს შეეხო, კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოთი და ინვესტირების იურიდიული საკითხებით დაინტერესდა. ის უახლოეს მომავალში ტექსტილის ფაბრიკის გახსნას გეგმავს, სადაც 300-მდე ადგილობრივი დასაქმდება. ამ დროისთვის, თურქი ინვესტორი არსებულ პროექტთან დაკავშირებულ საორგანიზაციო და ტერიტორიულ საკითხებს აგვრებს. შეხვედრას ესწრებოდნენ „აჭარა ტექსტილი“ ს გენერალური დირექტორი და საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი.

 
შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელთან PDF Print E-mail
Thursday, 03 August 2017 18:03

2017  წლის 3 აგვისტოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ოსმან ჩალიშქანი ჩეხეთის რესპუბლიკისი საელჩოს საეართაშორისო მისიის მოადგილეს ჯირი პრესლიკს და ჩეხეთის რესპუბლიკის გლობალური ბიზნესის საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენელს მაიკლ ნეუმენს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს რამდენიმე საკითხზე, მათ შორის ეკონომიკის და ბიზნეს სფეროებში არსებულ სიახლეებზე. ასოციაციის გენერალურმა მდივანმა სტუმრებს ასოციაციის და მისი წევრი კოპმანიების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრის დასასრულს ორივე მხარემ იმედი გამოთქვეს, რომ საქმიანი და ნაყოფიერი  ურთიერთობა ასოციაციას და ჩეხეთის რესპუბლიკას საელჩოს შორის  მომავალშიც გაგრძელდება.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 30 July 2017 09:39

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 390

 
საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა აჭარის საინვესტიციო ფორუმი გახსნეს PDF Print E-mail
Monday, 24 July 2017 14:17

საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად დღეს ბათუმში უკრაინა-საქართველოს საინვესტიციო ფორუმი გახსნეს. გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს და საქართველოსა და უკრაინაში ლოჯისტიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე 250-მდე ბიზნესწარმომადგენელს სიტყვით მიმართა. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პეტრო პოროშენკოს დღევანდელი დღისთვის და განაცხადა, რომ იგი ქართველი და უკრაინელი ხალხის ერთობის და თანხმობის, თანამოაზრეობის ერთერთი ყველაზე სერიოზული სულისჩამდგმელია. "გუშინ ჩვენ ხელი მოვაწერეთ საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, მაგრამ დღევანდელი დღე ემოციური ილუსტრაციაა უკრაინელების და ქართველების მომავლის ერთიანი ხედვისა. ჩვენ დღეს ვიყავით ოკუპაციის ხაზზე და მან იქ წარმოთქვა სიტყვები, რომელიც ერთდროულად იმ ტრაგედიის ზუსტი ასახვაა რაც ხდება ოკუპაციის ხაზზე, მაგრამ ამავდროულად იმ მომავალი პერსპექტივის ყველაზე რეალისტური და ოპტიმისტური ხედვაა, რომელიც ამ ორ მებრძოლ ხალხს გვაერთიანებს. ბატონმა პეტრომ თქვა, რომ ოკუპაციის ხაზს მიღმა არის წარსული, ცრემლები და უპერსპექტივობა და დანარჩენი საქართველო ეს არის მაგალითი იმისა, როგორ ვითარდება თავისუფალი ქვეყანა, რომელმაც გააკეთა ევროპული არჩევანი. მართლაც, დღევანდელი დღის ერთერთი ყველაზე მშვენიერი დასასრული ბათუმში ეს ბიზნესშეკრებაა. ვიკრიბებით ქალაქში, რომელიც სავსეა იდეებით, ინიციატივებით, მომავლის ხედვით, პერსპექტივებით და ამ თვალსაზრისით თქვენი აქ ყოფნა სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენელთა აქ ყოფნა ალბათ არის ყველაზე საინტერესო ილუსტრაცია მომავალი თანამშრომლობებისათვის", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა რეგიონის ხელმძღვანელს ზურაბ პატარაძეს, რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობს ახალ პროექტებზე. გიორგი მარგველაშვილმა ფორუმზე შეკრებილ ბიზნესმენებს მიმართა და მოუწოდა მათ კარგად შეისწავლონ საქართველოს და აჭარის პოტენციალი, რადგან საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ ის ძალა, რომელიც ამუშავებს სახელმწიფოს, რომელიც ქმნის მომავლის პერსპექტივას სწორედ ბიზნესია. - ბიზნესი წყვეტს დასაქმებას, ბიზნესი წყვეტს ეკონომიკურ ზრდას, ბიზნესი წყვეტს და გაძლევს სოციალური პრობლემების გადაწყვეტის საშუალებას და ბიზნესი ქმნის იმ გარემოს, რომელიც ავითარებს ჩვენს სახელმწიფოებს. "საქართველო და უკრაინა ბიზნესის თვალსაზრისით ორივე ნათლად ევროპული ორიენტაციის ქვეყანაა. შესაბამისად, ორივე ქვეყანა ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერია, ორივე ქვეყანა თავისუფალი ვაჭრობის მქონეა ევროპასთან, ორივე ქვეყანას აქვს თავისუფალი, უვიზო რეჟიმი შენგენის ქვეყნებთან. შესაბამისად, როგორც ქართველი ბიზნესმენებისთვის უკრაინაში, ისევე უკრაინელი ბიზნესმენებისთვის საქართველოში ერთნაირად გასაგები, პროგნოზირებადი და საინტერესო გარემოა. დღეს ჩვენი აქ ყოფნა ნიშანია იმისა, რა დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენ თქვენს მოღვაწეობას, თქვენს ნოვატორულ იდეებს, თქვენს თანამშრომლობის შესაძლებლობებს. მე ვიცი, რომ თქვენს შორის შედგება ბიზნესურთიერთობის არაერთი ფორმატი", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.პეტრო პოროშენკო აჭარის საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებს ქართულად მიესალმა და აღნიშნა, რომ ვიზიტის განმავლობაში, დარწმუნდა, რომ ქართველებსა და უკრაინელებზე ახლოს ერთმანეთთან არავინაა. "ეს ორი დღე იყო ყველაზე ნათელი ჩემს ცხოვრებაში. ჩვენ მივიღეთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების, პრეზიდენტების, მთავრობების ურთიერთობების უპირობო დადასტურება, არამედ ჩვენი ერების სტრატეგიული ურთიერთობის დასტურიც. ჩვენ მებრძოლი, მაგრამ ამავდროულად მშენებელი ქვეყნები ვართ. დღეს უკრაინა და საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერები არიან. ჩვენ ჩავატარეთ ძალიან ბევრი რეფორმა და კარდინალურად შევცვალეთ ქვეყანა. უკრაინელებმა და ქართველებმა მიიღეს უვიზო მიმოსვლა. მაგრამ, მე გთხოვთ ძვირფასო მეგობრებო, არ გავამარტივოთ უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობა - ეს არ არის მხოლოდ შესაძლებლობა უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებისათვის გადაკვეთონ ევროკავშირის საზღვარი ბიომეტრიული პასპორტით, არა - ნუ ამარტივებთ ამას, ეს არის საბოლოო დამშვიდობება საბჭოთა კავშირთან და რუსეთის იმპერიასთან და ჩვენ ვბრუნდებით ევროპული ერების ოჯახში", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ. უკრაინის პრეზიდენტმა საქართველო - უკრაინის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პოტენციალზე ისაუბრა და ინვესტორებსა და უკარაინელ ტურისტებს საქართველოს შესაძლებლობების აღმოჩენისაკენ  მოუწოდა. საინვესტიციო ფორუმზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სპეციალური პრეზენტაცია გამართა და ფორუმის მონაწილეებს რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე, აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე და რეგიონის ძირითად ეკონომიკურ პარამეტრებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ფორუმის მონაწილეებს აჭარის ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული პოტენციალის გაცნობის საშუალებაც მიეცათ. ფორუმზე აჭარის უცხოენოვანი საინვესტიციო ვიდეორგოლის ჩვენება მოეწყო.  ფორუმის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ხელი მოაწერეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (საქართველო) და ოდესის ოლქს (უკრაინას) შორის 2017-2019 წლების თანამშრომლობის განვითარების გეგმას, რომელიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ოდესის რეგიონს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. ფორუმის ფარგლებში, ქართულ და უკრაინულ კომპანიებს შორის პირისპირ შეხვედრები გაიმართება, სადაც მხარეები სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.აჭარის საინვესტიციო ფორუმს ასევე  ესწრებოდნენ საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცაია და მისი წევრი კომპანიები.

 
კონფერენცია „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“ PDF Print E-mail
Sunday, 23 July 2017 13:56

 

20 ივლისს (2017 წ.),  ბათუმში გაიხსნა რიგით მე-3 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ“, რომლის მიზანია საჯარო და კერძო სექტორის დიალოგის გაძლიერება კონტრაფაქციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებთან მიმართებაში, ეფექტური უწყებათაშორისი კოორდინაციის უზრუნველყოფა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებით და  უცხო ქვეყნების გამოცდილების გაზიარება. ღონისძიების მონაწილეები განიხილავენ ბოლო პერიოდში კონტრაფაქციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შედეგებს,  გაეცნობიან საქართველოს კანონმდებლობაში შესატან ცვლილებების პაკეტს, რომელიც ემსახურება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებას, მათ შორის ციფრულ სამყაროში  საავტორო უფლებების დაცვას.  ყურადღება გამახვილდება ორგანიზებული დანაშაულის ტერორიზმთან კავშირზე და  საერთაშორისო თანამშრომლობაზე კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ.  კონფერენცია  საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ორგანიზებით ტარდება. ღონისძიების პარტნიორები არიან ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO), საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველო (ICC Georgia) და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია. ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი  პრიორიტეტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკის  ზრდასა და განვითარებაში. აღნიშნულ კონფერენციას საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია ესწრებოდა თავისი წევრი კომპანიებით.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 23 July 2017 07:59

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 389

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 16 July 2017 06:37

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 388

 
საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ 20 უკრაინელ ბავშვს უმასპინძლა მაგდონალდსში PDF Print E-mail
Saturday, 15 July 2017 06:10

2017 წლის 15 ივნისს მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ, 20 უკრაინელი ბავშვისთვის მოეწყო გასართობი ღონისძიება McDonald’s. აქციის ფარგლებში ბავშვებმა ისადილეს და მათ სამახსოვრო სათამაშოები გადაეცათ. ინვესტორთა ასოციაცია მუშაობს არა მარტო ინვესტიციების მოზიდვისათვის, არამედ აქტიურად ახორციელებს საქველმოქმედო ღონისძიებებს, მათთვის ვისაც ძალიან ჭირდებათ ჩვენი გვერდში დგომა. აჭარაში, პროექტის  „ბავშვები ითხოვენ მშვიდობას“ ფარგლებში, 20 ურაინელი მოზარდი  10 დღის განმავლობაში დაისვენებენ. ისინი უკრაინაში საომარი მოქმედებების ზონაში ცხოვრობენ და რომელთა მშობლებიც ჩართულნი არიან (ან იყვნენ) ანტიტერორისტულ  ოპერაციებში.  პროექტის ინიციატორი და ორგანიზატორი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „შავი ზღვის ქალთა კლუბი“ (უკრაინა) და საქველმოქმედო  ფონდი „ალილო-2015“- ია. პროექტს მხარს უჭერს   აჭარის  მთავრობა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო საქმეების სამსახური.

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 09 July 2017 06:10

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 387

 
გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... PDF Print E-mail
Sunday, 02 July 2017 05:19

გთხოვთ იხილოთ დაიჯესტი No 386

 
<< Start < Prev 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 Next > End >>

Page 60 of 125