გამოვიდა სსია-ს მორიგი ყოველკვირეული ეკონომიკური დაიჯესტი... |
|
|
|
,,აჭარა ტექსტილი"-ს ახალი საწარმო ფოთში |
|
|
|
Friday, 23 February 2018 08:30 |
საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ,,აჭარა ტექსტილის’’ მფლობელმა,ბატონმა ჯემალ ბილგინგულლუოღლუმ, ფოთში ახალი საწარმო გახსნა, სადაც 3000 ადამიანის დასაქმება იგეგმება. „აჭარა ტექსტილი“ 100%-ით ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც უკვე თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან, როგორებიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima და საქართველოში შეკერილი პროდუქციის რეალიზაციას საერთაშორისო ბაზარზე ახერხებს. კომპანია წლიურად 10 000 000 ერთეულ პროდუქტს აწარმოებს, ხოლო ახალი მაღალი ხარისხის მანქანა-დანადგარების ამოქმედებით წარმოების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. სამომავლოდ „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო პროდუქციას მიაწოდებს ისეთ მსხვილ ბრენდებს, როგორებიცაა ,,New Balance’’ და ,,Under Armour’’. საწარმო ოფიციალურად გახსნეს საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა,ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა, თურქეთის გენერალურმა კონსულმა ქ.ბათუმში მაკბულე კოჩაკმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა. |
|
<< Start < Prev 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 Next > End >>
|
Page 56 of 125 |