ჯემალ ბილგინგულუოღლუ საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარეობის პოსტს ტოვებს. Print
Sunday, 11 November 2018 11:51

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი და 2009 წლიდან ამავე ასოციაციის თავმჯდომარის მოვალეობების წარმატებულად გამტარებელი, ამავდროულად თურქეთის ერთ-ერთი მოწინავე კომპანიის სს „Aceka Holding”-ის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე პატივცემული ჯემალ ბილგინგულლუოღლუ, თურქეთში და სხვა ქვეყნებში არსებული ინვესტიციებისთვის საჭირო მჭიდრო განრიგის და საქმის სიმძიმის გამო 08.11.2018 წელს ჩატარებულ ასოციაციის არჩევნებში მონაწილეობის არ მიღებით საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს. თავმჯდომარის პოსტის დაკავების პირველივე წუთიდან პატივცემული ჯემალ ბილგინგულლუოღლუ, ქვეყნის და ასოციაციის წევრების კეთილდღეობისთვის ცოდნისა და გამოცდილების გულუხვად გაზიარებით, თავმჯდომარეობის სრული პერიოდი, ასოციაციის შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებით ზრუნავდა წევრების ინტერესებსა და საჭიროებებზე. ამ პერიოდის განმავლობაში დაფუძნების და თავმჯდომარეობის მძიმე ტვირთის ტარებით, მოვალეობების უანგაროდ შესრულებისთვის, ვუხდით მას უღრმეს მადლობას და სიცოცხლის განმავლობაში წარმატებებს ვუსურვებთ. ბატონი ჯემალის გამოცდილება დაგვეხმარება წარმატებით გავაგრძელოთ დაკისრებული მოვალეობის შესრულება და უნდა აღინიშნოს ისიც,  რომ ბატონი ჯემალი იყო ასოციაციის დაარსებიდა დღემდე, თავმჯდომარე, ამიტომ ასოციაციის სახელით მივანიჭეთ საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მუდმივი საპატიო თავმჯდომარის წოდება.