შეხვედრა თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან Print
Thursday, 15 February 2018 07:45

თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ქალბატონმა ფატმა ჯერენ იაზგანმა, თურქეთის გენერალურ კონსულთან, ქალბატონ მაკბულე კოჩაკთან ერთად გამართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ასოციაციის გენერალური მდივანი ბატონი ოსმან ჩალიშქანი. მხარეებმა განიხილეს ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც დაეხმარება ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს წარმატებულ საქმიანობაში.