შეხვედრა თურქეთის გენერალურ კონსულ იასინ თემიზქანთან Print
Wednesday, 15 November 2017 06:41

2017 წლის 14 ნოემბერს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში გაიმართა შეხვედრა თურქეთის გენერალურ კონსულ ბატონ იასინ თემიზქანთან, როგორც მოგეხსენებათ, ბატონი იასინი უკვე სამი წელია უძღვება ბათუმში ამ თანამდებობას და აუცილებლად უნდა აღინიშნოს მისი დიდი წვლილი საქართველოსა და თურქეთის მეზობლურ-მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებაში. ასოციაციის წევრები შეიკრიბნენ, რათა მოეწყოთ სათანადო გაცილება ბატონი იასინისთვის და მადლობა გადაეხადათ ამ ხნის მანძილზე მხარდაჭერისა და თანადგომისათვის. შეხვედრაზე საუბარი იყო ბატონი იასინის კონსულობის პერიოდში განხორციელებულ კეთილ საქმეებზე, თავად კონსულმაც აღნიშნა, რომ იგი ძალზე კმაყოფილია ბათუმში საქმიანობით. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ორი ქვეყნის შორის ურთიერთთანამშრომლობას, თითოეულმა ასოციაციის წევრმა მადლობა გადაუხადა გენერალურ კონსულს ამ დროის მანძილზე ინვესტიციისა და ბიზნეს სფეროში გაწეული დახმარებისთვის, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ბატონმა ოსმან ჩალიშქანმა, Bთურქეთის კონსულს მადლობის ნიშნად, ასოციაციის სახელით გადასცა სამახსოვრო წერილი და სიგელი.