საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ირანის კონსულს და ირანის ოფიციალური დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა Print
Sunday, 03 September 2017 05:33

2017 წლის 29 აგვისტოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ოსმან ჩალიშქანი ასოციაციის ოფისსში  ირანის გენერალურ კონსულს ჰოსეინ მაშჰადის, დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის პოლიტიკური  განყოფილების გენერალური დირექტორს ალი მოსტაფავი, საბაჟო სამსახურის უფროსის მოადგილეს სადეყ ნამდარ, საერთაშორისო სატრანსპორტო და სატრანზიტო ოფისის ხელმძღვანელს რაჰიმ ყოლამიან შეხვდა.  შეხვედრაზე ისაუბრეს რამდენიმე საკითხზე, მათ შორის  ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში არსებულ სიახლეებზე. საუბარი შეეხო ირანიდან კომპანიების ჩამოყვანას და ერთობლივი კონფერენციის გამართვას რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას. ასევე ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ირანის კონსულს ასოციაციის და მისი წევრი კოპმპანიების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე განიხილეს  ირანიდან ინვესტიციების შემოტანის პერსპეტიბი.შეხვედრის დასასრულს ორივე მხარემ ერთმანეთს სამახსოვრო  საჩუქრები გადასცეს და იმედი გამოთქვეს, რომ საქმიანი და ნაყოფიერი  ურთიერთობა ირანის საკონსულოსა და ბიზნესმენებს შორის მომავალშიც გაგრძელდება.