შეხვედრა აშშ-ის ელჩთან საქართველოში ბატონ იან კელისთან Print
Saturday, 17 September 2016 07:10

2016  წლის 17 სექტემბერს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ოსმან ჩალიშქანი   აშშ-ის ელჩს საქართველოში ბატონ იან კელის   შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს რამდენიმე საკითხზე, მათ შორის  ეკონომიკის და ბიზნეს სფეროებში არსებულ სიახლეებზე.  ერთ–ერთი უმნიშვნელოვანეს საკითხად განიხილებოდა კვოტა,  საგადასახადო რისკები, თავისუფალი ვაჭრობის საკანონმდებლო ბაზა და საქართველოში მოქმედი საგადასახადო და შრომის კოდექსები.   ასოციაციის გენერალურმა მდივანმა აშშ-ის ელჩს საქართველოში ბატონ იან კელის  ასოციაციის და მისი წევრი კოპმპანიების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრის დასასრულს ორივე მხარემ ერთმანეთს სამახსოვრო  საჩუქრები გადასცეს და იმედი გამოთქვეს, რომ საქმიანი და ნაყოფიერი  ურთიერთობა ასოციაციას და ამერიკის საელჩოს შორის  მომავალშიც გაგრძელდება.