შეხვედრა საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში Print
Friday, 16 September 2016 07:02

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში სტუმრად იმყოფებოდა კასპიის ზღვის საზღვაო გადაზიდვების კომპანიის ხემძღვანელი ალი აქბარ ღონჯი. ბიზნესმენს მასპინძლობა გაუწია ასოციაციის მმართველთა საბჭოს წევრმა, BTM ტექსტილის გენერალურმა დირექტორმა ქენან აგირბაშიმ. მხარეებმა საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოზე ისაბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გზებიც დასახეს.  კასპიის ზღვის საზღვაო გადაზიდვების კომპანიის ხემძღვანელმა ალი აქბარ ღონჯმა სურვილი გამოთქვა ითანამშრომლოს ქართულ კომპანიებთან. ,, ჩვენი კომპანიის განკარგულებაში 150 დიდი გემია. ჰოლდინგში 30 მსხვილი კომპანიაა გაერთიანებული. ჩვენ საჰაეროს გარდა ყველა გადაზიდვას ვახორციელებთ. ჩვენი მიზანია ბათუმში ავამოქმედოთ ნავთობპროდუქტების დასაწყობების სისტემა. მოხარული ვიქნები თუ ეს თანამშრომლობა ქართულ კომპანიებთან ერთად განხორციელდება’’ , - განაცხადა კასპიის ზღვის საზღვაო გადაზიდვების კომპანიის ხემძღვანელმა ალი აქბარ ღონჯმა. BTM ტექსტილის გენერალურმა დირექტორმა ქენან აგირბაშიმ ასოციაციის და მისი წევრი კოპმპანიების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა ირანელ ბიზნესმენს.