საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი „ მუსიად გეორგიას„ თავმჯდომარეს შეხვდა Print
Thursday, 15 September 2016 09:52

2016 წლის 1 სექტემბერს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ოსმან ჩალიშქანი დამოუკიდებელ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის „ მუსიად გეორგიას„ თავმჯდომარეს მუსტაფა ოქუთანს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს რამდენიმე საკითხზე, მათ შორის ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში არსებულ სიახლეებზე. ერთ–ერთი უმნიშვნელოვანეს საკითხად განიხილებოდა საგადასახადო რისკები, თავისუფალი ვაჭრობის საკანონმდებლო ბაზა და საქართველოში მოქმედი საგადასახადო და შრომის კოდექსები. ასოციაციის გენერალურმა მდივანმა „ მუსიად გეორგიას„ თავმჯდომარეს ასოციაციის და მისი წევრი კოპმპანიების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრის დასასრულს ორივე მხარემ ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს და იმედი გამოთქვეს, რომ საქმიანი და ნაყოფიერი ურთიერთობა ასოციაციებს შორის მომავალშიც გაგრძელდება.