ევროკავშირის პროექტი ტურიზმის განვითარებისთვის Print
Tuesday, 06 September 2016 07:19

“კომპეტენციათა ცენტრების ქსელი შავი ზღვის რეგიონში საკრუიზო ტურიზმის განვითარებისთვის” - ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ბათუმში საკოორდინაციო შეხვედრები დაიწყო. ევროკავშირის, უკრაინისა და საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების  პროფესორები, სტუდენტები და ტურიზმის დარგში მომუშავე სახელმწიფო და კერძო უწყებები, ერთმანეთს სფეროში დაგროვილ გამოცდილებას უზიარებენ. საკრუიზო ტურიზმის განვითარებისა და განათლების სფეროში საერთო ინტერესების გათვალისწინებით  ბათუმის საზღვაო აკადემიას, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტმენტს, გიდების ასოციაციასა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა. პროექტის ფარგლებში საკოორდინაციო შეხვედრები 9 სექტემბრამდე გაგრძელდება. აღნიშნულ მემორანდუმს ხელი მოაწერეს საზღვაო აკადემიის რექტორის მოადგილე აბდულ კახიძემ, აჭარის ტურიზმის გიდების ასოციაციის დირექტორმა თეონა ზოიძემ, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ სოფო ლაზიშვილმა და საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ოსმან მჟავანაძემ. მემორანდუმის მიზანია ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება.