საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციამ თურქეთის ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს წევრებს უმასპინძლა Print
Wednesday, 24 August 2016 13:32

2016 წლის 24 აგვისტოს,  საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისს, სამუშაო ვიზიტით თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) წარმომადგენლები სტუმრობდნენ. სტუმრები აჭარაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. შეხვერდა ინვესტორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა, თურქეთის დელეგაციას DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ იანგინი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში იასინ თემიზქანი, მუსიად საქართველოს, ბასიადის და ბათიადის წარმომადგენლები და ასევე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია. ასევე ხაზი გაესვა ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებით რეგიონში უკვე მიმდინარე პროექტებს და მომავალში ამავე სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებსაც. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს იმის შესახებაც, რომ თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოსა და თურქეთს ბიზნეს-სექტორებს შორის რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.ძირითადი აქცენტი გაკეთდა საქართველოდან საქონლის ექსპორტზე. თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს წევრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს მთავრობას, იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც გამოხატულ იქნა 15 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით. „აღნიშნულ პოზიციას თურქეთის ბიზნესწრეები დიდი სიხარულით შეხვდნენ. ეს იყო უპრეცედენტო მხარდაჭერა, რომელიც ერთმა ქვეყანამ შეიძლება გამოხატოს მეორის მიმართ“ - განაცხადა თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ იანგინმა.