თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის შეხვედრა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან Print
Friday, 29 July 2016 05:58

2016 წლის 28 ივლისს, თურქეთის რესპუბლიკის  გენერალური კონსული ბათუმში ბატონი იასინ თემიზქანი საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში, ასოციაციის წევრი კომპანიების წამომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს რამდენიმე საკითხი, მათ შორის ორ ქვეყანს შორის თანამშრომლობის გარღმავება ეკონომიკის და ვაჭრობისა  სფეროებში. კონსულმა თურქეთში რამდენიმე დღის წინ  მომხდარ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე გაამახვილა ყურადღება. იასინ თემიზქანმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ეკონომიკური კრიზისი დაძლეულია, მეტიც ეროვნული ვალუტა ლირა დოლართან მიმართებაში მკვეთრადაა გამყარებული.  თურქეთის რესპუბლიკა კი  ინვესტორებისათვის კვლავინდებურად სტაბილურია.