საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს შეხვდა Print
Thursday, 17 March 2016 15:07

2016 წლის 17 მარტს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ოსმან ჩალიშქანი აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს რაშად ფაილ-ოღლუ ისმაილოვი შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს რამდენიმე საკითხზე, ასოციაციის გენერალურმა მდივანმა აზერბაიჯანის კონსულს ასოციაციის და მისი წევრი კოპმპანიების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე განიხილეს  აზერბაიჯანიდან ინვესტიციების შემოტანის პერსპექტივები. ასევე  რეგიონის ტურიზმის პოტენციალის გასაცნობად უახლოეს მომავალში  აზერბაიჯანიდან  ბიზნესმენების ჩამოყვანაც იგეგმება. შეხვედრის დასასრულს ორივე მხარემ ერთმანეთს სამახსოვრო  საჩუქრები გადასცეს და იმედი გამოთქვეს, რომ საქმიანი და ნაყოფიერი  ურთიერთობა აზერბაიჯანის საკონსულოსა და ბიზნესმენებს შორის მომავალშიც გაგრძელდება.