საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა Print
Tuesday, 15 March 2016 12:46

2016  წლის 15 მარტს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ოსმან ჩალიშქანი ( მჟავანაძე) ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს ბატონ ჩარლზ სეტენს და ქალბატონ ნია ლომაძეს შეხვდა ასოციაციის ოფისში. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს რამდენიმე საკითხზე, მათ შორის  ეკონომიკის და  ვაჭრობისა სფეროებში არსებულ სიახლეებზე.  ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს  ასოციაციის და მისი წევრი კომპანიების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრის დასასრულს ორივე მხარემ ერთმანეთს სამახსოვრო  საჩუქრები გადასცეს და იმედი გამოთქვეს, რომ საქმიანი ურთიერთობა ასოციაციას და საეჩოს  შორის მომავალშიც გაგრძელდება.