საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიის ზონის„ დირექტორს შეხვდა Print
Monday, 14 March 2016 12:44

2016  წლის 14 მარტს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ოსმან ჩალიშქანი (მჟავანაძე ) ფოთის თავისუფალი ინდუსტრიის ზონის დირექტორს დეივიდ ბარკერს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ასოციაციის ოფისში  გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აჭარის რეგიონის ეკონომიკურ და საინვესტიციო გარემოს. კერძოდ ტექსტილის სფეროს აჭარის რეგიონში, საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მდივანმა დეივიდ ბარკერს ყველა სახის ინფორმაცია მიაწოდა რითაც დაინტერესდა.  ხოლო ბატონმა დეივიდმა ისაუბრა ინვესტორებისთვის თიზ-ის მნიშვნელობაზე.  ფოთის თიზ–ი განსაკუთრებით მიმზიდველია  ტექსტილის მწარმოებელთათვის, ვინაიდან ფოთში ფაქტიურად მოხსნილია კვალიფიციური კადრების მოზიდვა გადამზადების პრობლემა,პროფესიული სკოლა / კოლეჯი სხვა მრავალ დარგთან ერთად ამ დარგის სპეციალისტებსაც ამზადებს. სწავლება უფასოა და ფინანსდება საქართველოს მთავრობის მიერ. კოლეჯის კურს დამთავრებულებზე გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი რომ კოლეჯი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით, მათ შორის, საკერავი მანქანებით.  ფოთის თავისუფალი ზონა წარმოადგენს რეგიონალურ ჰაბს,რომელიც მიმზიდველია როგორც მსუბუქი მრეწველობისთვის, ისე რეგიონული ვაჭრობისთვის და მძიმე მრეწველობის საწარმოებისათვის.