საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი „გურთიადის „ თავმჯდომარეს შეხვდა Print
Friday, 11 March 2016 16:44

2016  წლის 11 მარტს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ოსმან ჩალიშქანი      ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის „ გურთიადის „ თავმჯდომარეს ქენან ილდირიმს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს რამდენიმე საკითხზე, მათ შორის  ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში არსებულ სიახლეებზე.  ერთ–ერთი უმნიშვნელოვანეს საკითხად განიხილებოდა საგადასახადო რისკები, თავისუფალი ვაჭრობის საკანონმდებლო ბაზა და საქართველოში მოქმედი საგადასახადო და შრომის კოდექსები.   მოგების გადასახადის ესტონური მოდელის საქართველოში დანერგვასთან დაკავშირებული ტექნიკური და ადმინისტრაციული საკითხები. ასოციაციის გენერალურმა მდივანმა გურთიადის თავმჯდომარეს ასოციაციის და მისი წევრი კოპმპანიების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრის დასასრულს ორივე მხარემ ერთმანეთს სამახსოვრო  საჩუქრები გადასცეს და იმედი გამოთქვეს, რომ საქმიანი და ნაყოფიერი  ურთიერთობა ასოციაციებს შორის მომავალშიც გაგრძელდება.